ორი ხელოვანის კოლაბორაცია და ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული საუცხოო სამკაული

© Courtesy by Nini Saneblidzeნინი სანებლიძის და ირაკლი კალანდაძის ხელნაკეთი სამკაული
ნინი სანებლიძის და ირაკლი კალანდაძის ხელნაკეთი სამკაული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულ ინტერნეტ-სივრცეში სულ ახლახან გამოჩნდა გვერდი „იკანი“, სადაც ბუნებრივი ქვებისგან დამზადებული სამკაულებია განთავსებული. სამკაულმა გამოჩენისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა ქართველ მომხმარებელთა შორის.

„იკანი“ ორმა მეგობარმა ნინი სანებლიძემ და ირაკლი კალანდაძე შექმნეს. ნინი პროფესიით საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტია, თუმცა სრულიად განსხვავებულ სფეროში მოსინჯა ძალები. ირაკლი კალანდაძე კი უკვე დიდი ხანია ვერცხლზე მუშაობს. ორმა მეგობარმა საკუთარი ხელოვნება გააერთიანა და შედეგად ულამაზესი სამკაულები მიიღეს, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. „იკანის“ საქმიანობის შესახებ ნინი სანებლიძე გვესაუბრა.

© Courtesy by Nini Saneblidzeნინი სანებლიძის და ირაკლი კალანდაძის ხელნაკეთი სამკაული
ნინი სანებლიძის და ირაკლი კალანდაძის ხელნაკეთი სამკაული - Sputnik საქართველო
ნინი სანებლიძის და ირაკლი კალანდაძის ხელნაკეთი სამკაული

— განათლებით საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი ვარ. ამჟამად დაკავებული ვარ სამკაულის დიზაინით. ჩემი მეგობარი, ახლა უკვე კომპანიონი ირაკლი კალანდაძე მუშაობდა ვერცხლზე. მე ძალიან მომწონდა მისი ნამუშევრები, მაგრამ მიჩნდებოდა სურვილი მიმეცა მათთვის უფრო თანამედროვე სახე, მეპოვნა ახალგაზრდებისთვის სასურველი ფორმები. შევთავაზე ერთად გაგვეკეთებინა ბეჭდები ჩემი ესკიზით, რომელსაც შემდგომში ისეთი წარმატება ხვდა წილად, რომ გამიჩნდა სურვილი გაგვეგრძელებინა ეს საქმიანობა. დღემდე ასე ვმუშაობთ — მე ვხატავ ესკიზებს, ირაკლი ქმნის ნაკეთობებს.

– მანამდე გქონდათ შეხება ხელოვნებასთან, ხელნაკეთ ნივთებთან?

— ყოველთვის მიტაცებდა ხელსაქმე, ვქსოვდი, ვმუშაობდი თექაზე, მინანქარზე.

– სამკაულის შესაქმნელად რა მასალას იყენებთ?

— ვცდილობთ გამოვიყენოთ მხოლოდ უმაღლესი სინჯის ვერცხლი, მაგრამ რადგან ასეთი ვერცხლი ძალიან რბილია, არის სამკაული, რომელიც საჭიროებს ნარევ სინჯს – სიმაგრისთვის. ასევე ვიყენებთ  ნახევრადძვირფას და უბრალო ქვებს.

© Courtesy by Nini Saneblidzeნინი სანებლიძის და ირაკლი კალანდაძის ხელნაკეთი სამკაული
ნინი სანებლიძის და ირაკლი კალანდაძის ხელნაკეთი სამკაული - Sputnik საქართველო
ნინი სანებლიძის და ირაკლი კალანდაძის ხელნაკეთი სამკაული

– საქართველოში  ხელმისაწვდომია ეს ქვები?

— საქართველოში ასეთი ქვების დიდი არჩევანია, როგორც ხარისხით, ასევე ღირებულებით. არის შემთხვევები, როდესაც ვსარგებლობთ ჩამოტანილი მასალით. ამ ზაფხულს, მაგალითად, გამოვიყენეთ ზღვის კენჭები და ამ კოლექციამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

– რატომ შეაჩერეთ არჩევანი ამ მასალაზე, რით არის გამორჩეული?

— ძალიან გვიყვარს მეც და ირაკლისაც დაუმუშავებელი, მკვეთრი ფერების ქვები, ხოლო ამ ხარისხის ვერცხლი იძლევა იმის საშუალებას, რომ უფორმო ქვას მოერგოს. გამორჩეულია იმით, რომ ასეთი ქვებით დამზადებული სამკაული არ მეორდება, თითოეული ნაკეთობა ექსკლუზივია.

© Courtesy by Nini Saneblidzeნინი სანებლიძის და ირაკლი კალანდაძის ხელნაკეთი სამკაული
ნინი სანებლიძის და ირაკლი კალანდაძის ხელნაკეთი სამკაული - Sputnik საქართველო
ნინი სანებლიძის და ირაკლი კალანდაძის ხელნაკეთი სამკაული

– რა გავლენას ახდენს ქვები ადამიანის განწყობაზე? როგორი ენერგეტიკის მატარებელია ეს ქვები?

— ბუნებრივი ქვა, შეიძლება ითქვას, ცოცხალი არსებაა, შესაბამისად, ადამიანს ან სიამოვნებს მასთან შეხება, ან დისკომფორტი ექმნება, ამიტომ იგი შინაგანად თვითონ ირჩევს თავის ქვას, რომელიც ახლოა მასთან.

– რატომ შეურჩიეთ სახელი „იკანი“?

— იკა და ნინი. თან მოერგო და ძალიან მოუხდა სამკაულებს ეს სახელი.

© courtesy by Nini Saneblidzeნინი სანებლიძის და ირაკლი კალანდაძის ხელნაკეთი სამკაული
ნინი სანებლიძის და ირაკლი კალანდაძის ხელნაკეთი სამკაული - Sputnik საქართველო
ნინი სანებლიძის და ირაკლი კალანდაძის ხელნაკეთი სამკაული

– როგორ მიიღო საზოგადოებამ თქვენი სამკაული? რამდენად მალე გახდა აქტუალური?

— ძალიან დიდი სიხარულია ჩვენთვის, რომ საზოგადოებამ ძალიან მალე და დიდი ინტერესით მიიღო ჩვენი ნამუშევრები, რაც გვაძლევს სტიმულს მეტი სიახლე შევთავაზოთ მათ.

© FB / Nini Saneblidzeნინი სანებლიძის ნამუშევარი
ნინი სანებლიძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ნინი სანებლიძის ნამუშევარი

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— გვინდა უფრო დავხვეწოთ ჩვენი ნაკეთობები, უფრო მეტი ახალი ფორმა, ახალი ფერი და ელემენტი შევმატოთ მათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0