უცნაური ბედის მქონე ჭაბუკი

© National Library of Georgiaესკიზი სპექტაკლისათვის „ოტელო"
ესკიზი სპექტაკლისათვის „ოტელო - Sputnik საქართველო
გამოწერა
8 ოქტომბერს პეტრე ოცხელს 110 წელი შეუსრულდებოდა

1929 წელს მარჯანიშვილის „ურიელ აკოსტა“ უკვე მზად იყო. რეჟისორთან შეთანხმებისამებრ, „პეტრემ მოიტანა მაკეტი. კოტე დიდხანს ათვალიერებდა… აიღო თავისი განუყრელი ჯოხი და მთელი ძალ-ღონით დაარტყა მაგიდას… ყველას გვეგონა, ეს-ეს არის ჯოხით დაგვერევა, ალბათ, არ მოსწონსო. ამ დროს კოტემ შეჰყვირა: „გენიალურია! შესანიშნავია! ყოჩაღ, პეტრე!.. სად არის ის ბიჭი?! – და დაინახა, რომ პეტრე სცენის სიღრმეში თავჩაქინდრული და გაწითლებული დგას“.

© Library of Georgiaპეტრე ოცხელი
პეტრე ოცხელი - Sputnik საქართველო
პეტრე ოცხელი

ლეგენდარული „ურიელ აკოსტას“ ზღვარდაუდებელი წარმატება მრავალმა ფაქტორმა განაპირობა და 22 წლის პეტრე ოცხელის ნამდვილ ტრიუმფადაც იქცა. თანდათან ისიც საცნაური გახდა, რომ ახალგაზრდა ხელოვანისთვის კონცეპტუალური მნიშვნელობა ჰქონდა მკვეთრი ინდივიდუალობის მქონე მსახიობ-ტალანტებს. ესკიზები ასეთთა სახე-ხასიათებს აცოცხლებდა. უშანგი ჩხეიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, კოტე მარჯანიშვილი და სხვები მხატვრის ნატურად იქცნენ. 

ალექსანდრე ბასილაია - Sputnik საქართველო
მუსიკით შთაგონებული სიცოცხლე

პეტრე ოცხელს ამკობდა კიდევ ერთი იშვიათი თვისება — თავდავიწყებით უყვარდა მსახიობის ხელოვნება, ბავშვური აღტაცებით ეთაყვანებოდა თეატრალური ნიჭის დღესასწაულად ქცევას. ამ თვისების გამო, ისიც ყველას უყვარდა. მას არ ჰქონია გამოვლენილი კონფლიქტი და დაპირისპირება ვინმესთან. გავიდა დრო და ვერიკო ანჯაფარიძემ თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ასე გაიხსენა ტირანიისა და დესპოტიზმის მსხვერპლი შემოქმედი: `გიკვირდა, ამ პატარა, ტანმორჩილ კაცში რამდენი ნიჭი, რამდენი ტალანტი და ფანტაზია იყო დაუნჯებული… ეს სიცოცხლითა და იუმორით სავსე ახალგაზრდა ყველას განუზომლად უყვარდა… ის იყო ჩვენი მეგობარი, წამომწყები ყველა სახალხო საქმისა… მის ფანტაზიასა და გამომგონებლობას ესკიზების ხატვისას საზღვარი არა ჰქონდა. იმ მძიმე, მტანჯველ პერიოდში სიცოცხლის წყურვილი და იუმორი მაინც არ ჩაქრობია. რა უცნაური ბედი ჰქონია ამ ჭაბუკს!“

ნიკო ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
ქართველი პრინცის დუელები – ორჯერ გასროლილი და ორჯერვე აცდენილი ტყვია

პეტრე ოცხელმა სულ 21 სპექტაკლის გაფორმება მოასწრო, ნიჭის გულწრფელ აღიარებად უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ კონსტანტინე სტანისლავსკის მიერ ოპერა „რიგოლეტოს“ მხატვრული გაფორმებისათვის მოწყობილ კონკურსზე 20 მხატვარს შორის პეტრე ოცხელის ესკიზმა გაიმარჯვა, თუმცა სპექტაკლი განუხორციელებელი დარჩა. ასევე, არ დადგმულა მის მიერ გაფორმებული სპექტაკლები:,,ყაჩაღები“ (1932 წ.), „სპარტაკი“ (1933 წ.), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1933 წ.)… სულ შვიდი წარმოდგენა. 

1937 წელს პეტრე ოცხელმა თავისი ნიჭი ქართულ კინოშიც მოსინჯა, გააფორმა რეჟისორ ლეო ესაკიას „მფრინავი მღებავი“. 

მიუხედავად  წითელი იდეოლოგიური უღლისა, დავით კაკაბაძესთან ერთად, პეტრე ოცხელმა მოახერხა მეოცე საუკუნის ქართული მხატვრობის ინტეგრაცია დასავლეთთან და ეს მაშინ, როცა რკინის ფარდა გვყოფდა ცივილიზებული სამყაროსაგან, როცა „სოციალისტური რეალიზმი“ ერთადერთ მიმართულებად დამკვიდრდა კულტურასა და ხელოვნებაში. 

© National Library of Georgiaპეტრე ოცხელის ნამუშევარი "ჩატეხილი ხიდი"
პეტრე ოცხელის ნამუშევარი ჩატეხილი ხიდი - Sputnik საქართველო
პეტრე ოცხელის ნამუშევარი "ჩატეხილი ხიდი"

დიქტატორულ სახელმწიფოში თავისუფალი პიროვნება, ნიჭი და ინდივიდუალობა საშიშ მოვლენად აღიქმებოდა. თუმცა, სიკვდილით დასჯილი უდანაშაულო „ვუნდერკინდის“ აღიარება მაინც შეძლო იმ სამყარომ, სიძულვილით რომ უმზერდა სტალინის საბჭოეთი: 1939 წელს პეტრე ოცხელის ესკიზები ლონდონში თეატრის მხატვრების გამოფენაზე დიდი ოქროს მედლით დააჯილდოვეს. შემდეგშიც ქართველი მხატვრის ნამუშევრები ევროპის დიდ საგამოფენო დარბაზებში წარმოადგინეს — ესეც დაგვიანებული, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი აღიარება იყო ტრაგიკული ბედის ხელოვანისა, რომლის შემოქმედებამ დაამტკიცა და დაამოწმა, ვინ და რა სჭირდება ქვეყანას!


ყველა ახალი ამბავი
0