მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა...

© coutesy of Khaled Hosseiniმწერალი ხალედ ჰოსეინი
მწერალი ხალედ ჰოსეინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კაცს როცა ჰკლავ, მის სიცოცხლეს იპარავ... კაცის ცოლს ქმრის ყოლის უფლებას ჰპარავ, ბავშვებს – მამას, როცა ცრუობ, სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ ვიღაცას, როცა თაღლითობ – სამართალს...

"სიბრძნის სიმფონია" წარმოგიდგენთ ავღანური წარმოშობის ამერიკელ მწერალს ხალიდ ჰოსეინის (Khaled Hosseini). ის 1965 წელს დიპლომატის ოჯახში დაიბადა. ავღანეთში საბჭოთა არმიის შეჭრის შემდეგ მისმა ოჯახმა თავშესაფარი აშშ-ში მიიღო.

ჰოსეინი პროფესიით ექიმია, დაამთავრა კალიფორნიის უნივერსიტეტი სან-დიეგოში. ის აქტიურადაა ჩართული ჰუმანიტარულ საქმიანობაში, არის გაეროს წარმომადგენელი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში.

მიგელ დე უნამუნო - Sputnik საქართველო
სიყვარული რომ განსაზღვრო, გაქრება კიდეც...

მისი სახელი ცნობილი გახდა რომანის "ფრანით მორბენალი" (The Kite Runner) გამოქვეყნების შემდეგ. წიგნმა მიიღო პრემია "მკითხველის არჩევანი 2007". ნაწარმოების მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი. ასევე გამოქვეყნებულია მისი ნაწარმოებები: "ათასი მოელვარე მზე" (A Thousand Splendid Suns) და "მთებმა მთებს უთხრეს" (And the Mountains Echoed).

ხალიდ ჰოსეინი ამჟამად ცხოვრობს კალიფორნიაში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

• თურმე, წარსულს ვერ გაექცევი, არ გიშვებს, კლანჭებით გებღაუჭება და როცა მოისურვებს, მაშინ მოგაქცევს თავის მარწუხებში.

• იცოდე, მხოლოდ ერთი ცოდვა არსებობს, მხოლოდ ერთი – ქურდობა, ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა… კაცს როცა ჰკლავ, მის სიცოცხლეს იპარავ… კაცის ცოლს ქმრის ყოლის უფლებას ჰპარავ, ბავშვებს – მამას, როცა ცრუობ, სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ ვიღაცას, როცა თაღლითობ – სამართალს.

ერიხ მარია რემარკი - Sputnik საქართველო
ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობა არის აზროვნება...

• ღმერთი თუ სადმეა, უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი ექნება, ვიდრე იმის გარკვევა, ვისკის ვსვამ თუ ღორის ხორცს ვჭამ.

• ეს ომია, ომმა არ იცის სირცხვილი…

— უთხარი, რომ ცდება. ომი არ უარყოფს წესიერებას, პირიქით, მოითხოვს და იქნებ უფრო მეტადაც, ვიდრე მშვიდობა.

• ზოგჯერ რამდენიმე დღეს, ან, თუნდაც, ერთ დღეს მთლიანად შეუძლია ცხოვრების შეცვლა.

• ტკივილის გაყუჩება შეიძლება, რეპუტაციის აღდგენა – არა.

• ხდება ხოლმე ცხოვრებაში ისეთი რამ, რაზეც საჭირო არ არის ლაპარაკი.

ჰარუკი მურაკამი - Sputnik საქართველო
ცივილიზაციის ჯებირები და ხელფეხშეკრული თავისუფლება...

• მეშინიაო, მითხრა. რატომ–მეთქი, ვკითხე და ასე მიპასუხა: ისეთი ბედნიერი ვარ, მეტისმეტად ბედნიერი, რომ მეშინია. ვინ შეგარჩენს ასეთ ბედნიერებას, ასე მაშინ ხდება, როცა ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა წაგართვანო.

• დაივიწყე ყველაფერი, უფრო იოლი იქნება… ცხოვრების გაგრძელება. შენი მოგონებებიდან აღარაფერია გადარჩენილი. დავიწყება კარგი გამოსავალია…

• ნამდვილი მონანიება ის არის სწორედ, დანაშაული სიკეთის გზაზე რომ დაგაყენებს.

• ცხოვრება გრძელდება, ამბობენ ავღანეთში. არც დაწყებას გეკითხება ვინმე, არც დასასრულს, არც კვანძის გახსნას და არც კულმინაციას. უბრალოდ, მიდის, ქუჩების მტვრიანი ქარავანივით წინ მიიზლაზნება.

ყველა ახალი ამბავი
0