21:31 19 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თმის სამაგრი და სამაჯური

Georgian Boho ქართულ ბაზარზე

© FB / Georgian Boho
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
122010

ბოჰემური აქსესურები ქართულ ბაზარზე 22 წლის კატო რამიშვილი უკვე სამი წელია, რაც ბოჰემური სტილის აქსესუარებს ამზადებს - თმის სამაგრი, სამაჯური, საყურე და ჩანთა ეს ის ნივთებია, რომლებმაც უმოკლეს დროში დიდი პოპულარობა მოიპოვეს.

ნინი რაზმაძე

-რატომ და როგორ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ბოჰემური სტილის ხელნაკეთი ნივთები?

— ჩვენი აქსესუარები მესამე წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა. მანამდე კი უნივერსიტეტის (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი)  პროექტი იყო  “ბიზნესი ქმედებაში”  და რაც საკუთარი თავისთვის მომწონდა, ის ავირჩიე, რამაც დიდი გამოხმაურება და  პოპულარობა მოიპოვა.

კატო რამიშვილი
კატო რამიშვილის პირადი არქივი
კატო რამიშვილი

-რას ნიშნავს სახელწოდება „Georgian Boho“?

— ადრე სხვა სახელი გვერქვა  Zcatchers, მაგრამ რადგან უცხოელებსაც ძალზე მოსწონდათ, გადავწყვიტეთ სცოდნოდათ რომ ეს ბოჰემური აქსესუარები საქართველოშია შექმნილი და ქართული ბოჰოა…

 —რა აქსესურებს სთვაზობთ მომხარებელს? 

— მომხმარებელს ვთავაზობთ ბოჰემური სტილის  აქსესუარებს,  ტანსაცმელს და ტყავის ნაწარმს ქართული თემატიკით, იქნება ეს ჯაჭვები „ვეფხისტყაოსნის“ სტილში, თმის სამაგრები ქართული სიმბოლიკით თუ საერთოდ, ქართული ტრადიციული ქისების გათანამედროებული ვარიანტები. მათ აღარ უწევთ აქსესუარების შერჩევა-შეხამებაზე  დროის ხარჯვა, შეუძლიათ სხვადასხვა კოლექციების სრული კომპლექტებიდან შეარჩიონ თმის სამაგრი,  სამაჯური, საყურე, ჩანთა.

თმის სამაგრი და სამაჯური
კატო რამიშვილის პირადი არქივი
თმის სამაგრი და სამაჯური

-პირველ ნამუშევრები რომელი იყო?

— პირველი იყო „ბოჰო — თმის სამაგრი“,  რომელიც ეხლაც საკმაოდ დიდი  პოპულარულობით სარგებლობს.

-რა მასალისგან ამზდებთ სამკაულებს?

— ყველა მასალა ნატურალურია — ტყავი, ბუმბული, ხის მძივები და საუკეთესო ხარისხის ნაჭრები.

თმის სამაგრები და სამაჯურები
კატო რამიშვილის პირადი არქივი
თმის სამაგრები და სამაჯურები

 —რა დრო სჭირდება თითოეული ნამუშევრის დამზადებას?

— სავარაუდოდ,  3 საათიდან 3 დღემდე. გააჩნია მოდელს და ესკიზის სირთულეს. თავიდან როდესაც მუშაობა დავიწყეთ, რთული ტექნიკის დახვეწა და საკუთარი კონსტრუქციების მოგონება  იყო..

-არ გაგიჭირდათ ბაზარზე დამკვიდრება?

— ვინაიდან სხვა არავინ ამზადებდა  მსგავს პროდუქტს, ბაზარი თავისუფალი იყო. ასე რომ არ გაგვჭირვებია ბაზარზე თავის დამკვიდრება.

თმის სამაგრები და სამაჯურები
კატო რამიშვილის პირადი არქივი
თმის სამაგრები და სამაჯურები

-უახლოეს მომავლში რა სიახლეების შეთავაზებას აპირებთ მომხმარებლისთვის?

— მომხმარებელს „სტარტაპ მარკეტის“ ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე უკვე შევთავაზეთ ახალი პროდუქტი —  წელის ქისები, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის. ჩვენი პროდუქცია საზღვარგარეთაც გაგვაქვს.  გვაქვს თმის სამაგრების საექსპორტო მოდელები  შვიდქიმა ბორჯღალოს გამოსახულებით.

-სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა? 

— ჩვენი პროდუქციის რეალიზებას ჩვენი სახელოსნოდან ან  Facebook-გვერდის მეშვეობით ვახორციელებთ.

კატო რამიშვილის ნამუშევრები
კატო რამიშვილის პირადი არქივი
კატო რამიშვილის ნამუშევრები

-თქვენი სამომვალო გეგმები  გაგვიზიარეთ…

— ამ ეტაპზე თბილისის მოდის კვირეულისთვის ვემზადებით, რომელიც  ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს  „ბოჰო მაღაზიის“ გახსნა.

 

მთავარი თემები