ქართველი ხელოვნის უშრეტი ფანტაზია და ფერადი სამკაული

© პირადი არქივინინო კიკნაძე - მძივი
ნინო კიკნაძე - მძივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე ქართულ ბაზარზე ხელნაკეთი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს. Polycrea Handmade jewelry-მ მომხმარებლებში საკუთარი ნიშა მოიპოვა და თავისი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ ბაზარზე.

Polycrea Handmade jewelry  ნინო კიკნაძის ხელნაკეთ სამკაულს მოიცავს. ნინო პროფესიით მხატვარია. დაამთავრა სამხატვრო აკადემია. წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა, სადაც პოლიმერული თიხა „აღმოაჩინა“. დღეს  სწორედ ამ მასალით ქმნის ფერად და დახვეწილ სამკაულს ქალბატონებისთვის.

© პირადი არქივინინო კიკნაძე
ნინო კიკნაძე - Sputnik საქართველო
ნინო კიკნაძე

- ხელნაკეთი სამკაულის შექმნამ როდის გაგიტაცათ?

— ყოველთვის მიტაცებდა სამკაულის დიზაინი. ცხრა წელი ამერიკაში ვცხოვრობდი. სწორედ ამერიკაში ცხოვრების დროს  აღმოვაჩინე ეს მასალა, რომელიც იქ საკმაოდ პოპულარული იყო. თავისი თვისებებიდან გამომდინარე ძალიან შემიყვარდა.

- რას ნიშნავს თქვენთვის ლამაზი სამკაული?

— როგორ გითხრათ, ყოველი ახალი სამკაულის კეთება მსიამოვნებს და მიხარია, როცა ის მოსწონთ.  ლამაზი სამკაული ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია.

© პირადი არქივისამკაული ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია
სამკაული ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია - Sputnik საქართველო
სამკაული ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია

- თითოეული სამკაულის და აქსესუარის დიზაინი თქვენ გეკუთვნით?

— კი, მე მეკუთვნის, ეს პროცესი ჩემთვის ძალიან საინტერესოა.  ფერები თითქოს მეორდება, მაგრამ თუ დააკვირდებით დიზაინი ყოველთვის განსხვავებულია. სწორედ ამით არის გამორჩეული პოლიმერული თიხის სამკაულები. ქალბატონებს ხომ არ უყვართ, როდესაც მისნაირი აქსესუარი სხვასაც ამშვენებს.

- ამ საქმიანობაში ვინმე გეხმარებათ, თუ ყველაფერს თავად ართმევთ თავს?

— არა, ყველაფერს თავად ვართმევ თავს. დიდი წარმოება არ მაქვს. ეს ჩემი ჰობი უფროა, ვიდრე ბიზნესი.

© პირადი არქივინინო კიკნაძის სამფეროვანი და „სამდონიანი“ ბეჭედი
ნინო კიკნაძის სამფეროვანი და „სამდონიანი“ ბეჭედი  - Sputnik საქართველო
ნინო კიკნაძის სამფეროვანი და „სამდონიანი“ ბეჭედი

- ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და გულშემატკივარი?

— კრიტიკოსები ნაკლებად… აი გულშემატკივრები კი ჩემი ოჯახს წევრები, მეუღლე და ჩემი და არიან. პირველად სწორედ ისინი აფასებენ ჩემს ნამუშევრებს.

- თქვენი ხელნაკეთი სამკაული  საოცარი ფერებით გამოირჩევა. როგორ ქმნით ფერთა გამას? წინასწარ გეგმავთ რა ფერს რა უნდა შეუხამოთ თუ ექსპრომტად, მუშაობის დროს იქმნება ეს ფერები?

— წინასწარ დაგეგმვა არ უხდება ამ საქმეს. მუშაობის პროცესში ხდება ფერების და პრინტის შეხამება. ასე უფრო განსხვავებული და ორიგინალური გამოდის.

© პირადი არქივინინო კიკნაძის სამკაულები
ნინო კიკნაძის სამკაულები - Sputnik საქართველო
ნინო კიკნაძის სამკაულები

- სამკაულის შესაქმნელად მხოლოდ პოლიმერულ თიხას იყენებთ?

— დიახ, მხოლოდ პოლიმერულ თიხას. როდესაც დავიწყე ამ მასალაზე მუშაობა, მაშინ საქართველოში ბევრმა არ იცოდა მის შესახებ. ახლა უკვე შეიტყვეს და მუშაობენ კიდეც. მაგრამ აქ საქმე იმდენად მასალაში არ არის, რამდენადაც მუშაობის ტექნიკასა და სტილში.

© პირადი არქივიმძივი - ნინო კიკნაძის ნაკეთობა
მძივი - ნინო კიკნაძის ნაკეთობა - Sputnik საქართველო
მძივი - ნინო კიკნაძის ნაკეთობა

- მამაკაცები თუ გიკვეთავენ საყვარელი ქალისთვის სამკაულს?

— იშვიათდ. ეს არ არის ძვირადღირებული სამკაული. ამდენად უფრო ქალბატონები ანებივრებენ საკუთარ თავს და ახლობელ ადამიანებს.

- როგორი გემოვნებით გამოირჩევიან ისისნი? რა ფერებს და სტილს ანიჭებენ უპირატესობას?

— ამ შემთხვევაში ალბათ თავიანთი მეორე ნახევრების გემოვნებას ითვალისწინებენ.

© პირადი არქივინინო კიკნაძის დიზაინით შექმნილი სამკაულები ქალბატონებისთვის
ნინო კიკნაძის დიზაინით შექმნილი სამკაულები ქალბატონებისთვის  - Sputnik საქართველო
ნინო კიკნაძის დიზაინით შექმნილი სამკაულები ქალბატონებისთვის

- ქალის გარეგნობაში რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამკაულს? რა განწყობას უქმნის ლამაზი სამკაული, აქსესუარი ქალს?

— ქალისთვის სამკაული რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი დეტალია. მე ჩემს ნახელავს ჯინსების სამკაულს ვუწოდებ, რადგან ჩემი აზრით ყველაზე მეტად მას უხდება. თუმცა ბევრი ჩემს ნახელავს კლასიკურ სამოსსაც უხამებს.

- რა ფერები და სტილია დღეს მოდური და აქტუალური?

— ძირითადად ზაფხულის  ფერებია აქტუალური.

© პირადი არქივინინო კიკნაძის სამკაულები
ნინო კიკნაძის სამკაულები - Sputnik საქართველო
ნინო კიკნაძის სამკაულები

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— შორს მიმავალი გეგმები არ მაქვს. შესაძლოა პერსონალური გამოფენაც მოვაწყო. შევქმნი სამკაულებს სანამ ეს სიამოვნებას მომანიჭებს…

 

ყველა ახალი ამბავი
0