ქართული ცირკი ანკარაში და თურქი პოლიციელის მიერ არყის ყიდვისთვის შედგენილი აქტი

© FB/Olegi Tavadzeოლეგ თავაძე
ოლეგ თავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანკარაში მიმდინარეობს მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ცირკი საზღვრებს გარეშე“ გადაღება.

მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული არიან საერთაშორისო ცირკის მსახიობები: აკრობატები განიდან, ეკვილიბრისტები-მონღოლეთიდან, უკრაინიდან და ეგვიპტიდან. საქართველოდან მიიწვიეს: ადამიანი კაუჩუკი —დავით პატარაია, ილუზიონისტი — შალვა ზვიადაური, ლილიპუტი — ლექსო მამუკელაშვილი და ცირკი „შაპიტოს“ დამაარსებელი, საცირკოს ხელოვნების გამორჩეული ოსტატი ოლეგ თავაძე — საცირკო მეტსახელით კუჭკუჭი. ბატონ ოლეგს ანკარაში დავუკავშირდით.

პაპუნა კორძაიას მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია - Sputnik საქართველო
ერთ-ერთი პირველი ქართველი დიჯეი, „ბრეიკ-დანსის“ მამა - უნიკალური ვიოლინოების ექსპერტი

- ბატონო ოლეგ ვინ მიგიწვიათ ანკარაში?

— ანკარაში რეჟისორმა და პროდუსერმა, ილხამ ბააიმ მიგვიწვია. ამ ქალაქში და მის გარშემო 200 კმ რადიუსში საცირკო წარმოდგენებს ვატარებთ. ვაჩვენებთ ოინებს სცენასა და მის გარშემო. უკვე 2 თვეა აქ ვართ. ანკარაში სტაციონარი ცირკი არა აქვთ, მაგრამ შაპიტოებია ძალიან კარგად ორგანიზებული და პროგრამის დაწყებამდე ბავშვებისთვის გასართობი მოედნებია, სადაც ქართველი მსახიობები მუშაობენ. ყველაფერი დიდებულად ორგანიზებულია: ტრანსპორტი, კვებაა, სასტუმრო და მაყურებელი, რომლებისგანაც არც ერთი უბილეთოდ არ მოგადგება და და არ გეტყვის: შევალ რა, მაინც ხომ ატარებთო. თურქებსაც ჰყავთ მსახიობები, უფრო ილუზიაში…

© ოლეგ თავაძის პირადი არქივიოლეგ თავაძე
ოლეგ თავაძე - Sputnik საქართველო
ოლეგ თავაძე

- დაბადების დღე თურმე ანკარაში გადაიხადეთ…

— კი და მაგ დღესაც, რომ იტყვიან ერთი „ცირკი“ დაგვემართა. ჩემი დაბადების დღეს ბიჭები წავიდნენ არაყის საყიდლად. მაღაზიაში მთელი ამბავი ატყდა: პოლიცია გამოიძახეს,. აქტი შეადგინეს: სასმელი სად მიგაქვთო, გვითხარით მისამართი, რამდენი ხართ და ყველაფერიო.. აი ასე იცავენ თავიანთ ხალხს და ჩვენ აშკარად კავკასიაში დასაცინი გავხდით, ერთი რუსი მსახიობი მეუბნება: პიდ…-ის ქორწილში არ ვყოფილვარ და თქვენთან არ დამპატიჟებენო?!

ზვიად ხუციშვილი - Sputnik საქართველო
ამერიკული „ძმები რინგლინგების“ ქართველი აკრობატი, ანუ ცხოვრება ცირკია

- ბატონო ოლეგ, ცირკი-საზღვრების გარეშეო და რაიმე “საცირკო ამბავი“ ხომ არ შეგემთხვათ?

— ერთ  დილას ყავას ვადუღებ, 7 საათი იქნება. უკვე საკმაოდ ცხელა და შორტებით ვარ. ამ დროს ზარია კარზე, ვაღებ და ვიღაც კაცი მეუბნება: წინა კორპუსიდან ვარ და მაისური ჩაიცვიო. რატომ მეთქი?— ჩემი ცოლი და გოგო გიყურებენო! მე ვუთხარი: მთელი საქართველო თურქულ სერიალებს უყურებს და ეგენი რაღა მანდამაინც მე მიყურებენ მეთქი?! ისე, მაინტერესებს რა მოხდება: ჩემი კორპუსის წინ ერთი არაბი ცხოვრობს. როცა ჩამოვალ, მისი ცოლი რომ დამინახავს შორტებით, დავაკვირდები როგორი რეაქცია ექნება, ექსპერიმენტი უნდა ჩავატარო..

-როცა ჩამოხვალთ რაიმე ტურნე ხომ არ გაქვთ დაგეგმილი?

— აქედან რომ ჩამოვალ, საქართველოში უკვე დაგეგმილია კონცერტები, ჩვენი ცირკი რაჭაში ჩადის: ონი, შოვი, ამბროლაური, ცაგერი,  ლენტეხი და თბილისი… ასე რომ, ვისაც ნამდვილი ცირკი მოენატრა- ყველას ვეპატიჟები….

 

ყველა ახალი ამბავი
0