ქართველი ჩოგბურთელის წარმატება გერმანიაში და ქართული წესები არიულ ყოფა-ცხოვრებაში

© courtesy of Irina Malatsidze-Konigირინა მალაციძე
ირინა მალაციძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში" ქართველ სპორტსმენს ირინა მალაციძე-კონიგს წარმოგიდგენთ.

ირინა მალაციძე-კონიგი — მოზარდთა შორის საბჭოთა კავშირის ოთხზის ჩემპიონი როგორც გუნდურ, ასევე ერთეულთა თანრიგში. რამდენიმე წელი საქართველოს ქალთა ნაკრების პირველი ნომერი იყო, ერთეულთა შორის ბულგარეთის ქალთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის ვერცხლის პრიზიორი გახლდათ. დღეს ცხოვრობს გერმანიაში, სადაც ერთი ადგილობრივი ჩოგბურთის გუნდის მოთამაშე-მწვრთნელია. მისი მწვრთნელობით მეტენდორფის გუნდი წელს B კლასიდან A კლასში გადავიდა. ქართველ სპორტსმენს ქალაქ კიკესჰაუზენში დავუკავშირდით.

© FB/ Irina Malatsidze-Konigირინა მალაციძე
ირინა მალაციძე - Sputnik საქართველო
ირინა მალაციძე

– ქალბატონო ირინა, საუბარი დავიწყოთ იმით, თუ როგორ ცხოვრობდით საქართველოში, რატომ აირჩიეთ თავის დროზე ჩოგბურთი?

— ჩოგბურთზე შემთხვევით არ მოვხვედრილვარ – დავიბადე და გავიზარდე ისეთ ეზოში, სადაც ცხოვრობდნენ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი სოლომონ თუხარელი და მისი და, ქართველი ჩოგბურთელი ნინო თუხარელი. ჩოგბურთის კორტებიც ახლოს იყო, ახლა რომ იუსტიციის სახლია, იმ ადგილზე. იმ დროისთვის ჩოგბურთი და საერთოდ სპორტის ყველა სახეობა უფასო იყო და უამრავი ბავშვი იყო ვარჯიშით დაკავებული. ჩემი მშობლები ძალიან მომთხოვნი იყვნენ და ამიტომ მე და ჩემი და სპორტზე მხოლოდ ჯანმრთელობისთვის არ დავდიოდით, საკმაოდ მონდომებით და ბევრს ვვარჯიშობდით. ბატონი სოლომონი მაქსიმალურ ყურადღებას იჩენდა ჩვენ მიმართ და წარმატებამაც არ დააყოვნა. თუ პროფესიულ დონეზე გინდა ვარჯიში, რა თქმა უნდა, ჩოგბურთი ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ თუ ჯანმრთელობისა და სიამოვნებისთვის გინდა, არც ისეთი ძვირია. მეც და ჩემი დაც წლების განმავლობაში მოსწავლეთა შორის ჩვენ ასაკში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები ვიყავით. საქართველოს ქალთა ნაკრებშიც მოვხვდი, შემდეგ ორივე სპორტის ოსტატები გავხდით.

© FB/ Irina Malatsidze-Konigირინა მალაციძე გერმანელ მეუღლესთან ერთად
ირინა მალაციძე გერმანელ მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
ირინა მალაციძე გერმანელ მეუღლესთან ერთად

– როგორი იყო გერმანიით მიღებული თქვენი პირველი შთაბეჭდილება?

— ჩემი მეუღლე გერმანელია, ამიტომაც მომიწია გერმანიაში გადმოსვლა. პირველი ექვსი თვე ჩემთვის კოშმარი იყო. გერმანული ენის მესამე საფეხურის სერტიფიკატი უნდა ამეღო, გადამებარებინა მართვის მოწმობა და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლო სამსახურის დაწყება ჩემი სპეციალობით. ეს ყველაფერი მეუღლის დახმარებით მოვახერხე. იგი გერმანული ენის პედაგოგია და ექვს თვეში უკვე მზად ვიყავი.

© FB/ Irina Malatsidze-Konigგერმანიის ჩოგბურთელთა გუნდი, სადაც ირინა მალაციძე თამაშობს
გერმანიის ჩოგბურთელთა გუნდი, სადაც ირინა მალაციძე თამაშობს - Sputnik საქართველო
გერმანიის ჩოგბურთელთა გუნდი, სადაც ირინა მალაციძე თამაშობს

– გერმანიაში ჩოგბურთის გუნდში როგორ აღმოჩნდით?

— გერმანიაში მწვრთნელად ვმუშაობ და ბავშვებს ვავარჯიშებ. ამას გარდა ქალაქ მეტენდორფში 40 წლის ზევით ვეტერანთა ჩობურთის გუნდსაც, რომლის მოთამაშე მწვრთნელი ვარ. მეტენდორფის გუნდმა ბოლოს 2002 წელს ითამაშა A კლასში. როგორც ყველა პროვნციულ ქალაქში, აქაც ხმები მალე ვრცელდება და ერთ საღამოს ჩემ სახლში იყო ზარი, მეტენდორპის კლუბს 25 წელი უსრულდებოდა და მთხოვეს, რომ მასტერ-კლასი ჩამეტარებინა. შემდეგ კი ვეტერან ქალთა გუნდი მევარჯიშებინა. ერთი წლის შემდეგ შედეგმა არ დააყოვნა და დღეს ამ გუნდის მოთამაშე მწვრთნელი ვარ. წელს ჩემმა გუნდმა გაიმარჯვა და B კლასიდან A კლასში გადავიდა. რაც შეეხება იმას, თუ როგორები არიან გერმანელები ურთიერთობაში, მართლა ვერ წარმომედგინა, რომ კანონმორჩილი და პრაგმატული გერმანელები ასეთი თბილი, მეგობრული და ყურადღებიანი აღმოჩნდებოდნენ.

© FB/ Natalia Akhalkatsiირინა მალაციძე საქართველოში სპორტული შეჯიბრების დროს
ირინა მალაციძე საქართველოში სპორტული შეჯიბრების დროს - Sputnik საქართველო
ირინა მალაციძე საქართველოში სპორტული შეჯიბრების დროს

– სიტყვამ მოიტანა და, როგორ დაეტყო მათ ქართველ ადამიანთან ურთიერთობა?

— ეს მართლა შესამჩნევია. ქალაქი, სადაც ბავშვებს ვავარჯიშებ, პატარა, პროვინციული ქალაქია, სადაც თითქმის ყველა ერთმანეთს იცნობს. ჩემთვის ყველაზე სანერვიულო ის იყო, თუ როგორ გამიგებდნენ გერმანელი ბავშვები, რადგან ენას კარგად ვერ ვფლობდი და რაღაცის ახსნა მიჭირდა. ღვთის წყალობით, ჩვენი ურთიერთობა შედგა და ბავშვებისგან დღემდე დიდ სიყვარულს ვგრძნობ. მშობლებს ეს არ გამოპარვიათ და ისეთი ამბავი გადამხდა, რაც აქ, გერმანიისთვის დამახასიათებელი არ არის. მხარი მაწუხებდა და ჩემმა მეუღლემ დარეკა კლინიკაში, სადაც ექიმთან ვიზიტზე ჩამწერა. აქ რიგში, ყველაზე ცოტა, სამი თვე მაინც უნდა იდგე. მას უპასუხეს, მოვიდეს ხვალ, დილით, პირველს ჩავწერ რიგში და ექიმს ვთხოვ, რომ მიიღოსო. ძალიან გაგვიკვირდა, მაგრამ მერე გავარკვიეთ, რომ ექიმი ჩემი ერთ-ერთი ბავშვის მშობელი აღმოჩნდა. ამ ამბის მერე ჩემი მეუღლე რალფი ხალისობდა: ირინამ აქ პატარა საქართველო მოიწყოო…

© FB/ Irina Malatsidze-Konigირინა მალაციძე
ირინა მალაციძე - Sputnik საქართველო
ირინა მალაციძე

– რა გაიგეს გერმანელებმა თქვენი დახმარებით საქართველოს შესახებ?

— რა თქმა უნდა, ჩემმა თანაგუნდელებმა საქართველოს შესახებ ზოგადი ფაქტები იცოდნენ, მაგრამ ვეცადე, რომ მათთვის უფრო მეტი ინფორმაცია მიმეწოდებინა. დღეს უკვე დაუსწრებლად უყვართ ჩვენი ქვეყანა და დიდი სურვილი აქვთ, რომ ჩემთან ერთად საქართველოში იმოგზაურონ. რაც შეეხება ქართულ სუფრას, ისინი ცდილობენ, რომ გოზინაყისა და საცივის კეთება ისწავლონ. გერმანელები გიჟდებიან ჩურჩხელებზე, აჯიკასა და ფხალეულზე, მაგრამ ვერ იქნა და სტუმრად მოსვლის დაგეგმვას ორი კვირით ადრე ვერ გადავაჩვიე…

ყველა ახალი ამბავი
0