მან და ფიროსმანმა „მილიონი ვარდი“ აჩუქეს ორ სხვადასხვა ქალბატონს, ოღონდ...

ვლადიმერ მაიაკოვსკი ახალგაზრდებთან ერთად.
ვლადიმერ მაიაკოვსკი ახალგაზრდებთან ერთად. - Sputnik საქართველო
გამოწერა
მის ცხოვრებაში - დაბადებიდან სიკვდილამდე - ბევრი რამ იყო და ახლაც არის ბურუსით მოცული...

თვითონ წერდა — ჩემ დაბადებასთან დაკავშირებით — 1893-ის თუ 94-ის 19 ივლისი — ოჯახშიც აზრთა სხვადასხვაობა იყოო. სიკვდილის შემდეგ კი მის ცხედართან „ნაგანი“ და მისივე ხელით დაწერილი წერილი იდო, მაგრამ ბევრი ისევ საუბრობს მაიაკოვსკის იდუმალ მკვლელზე. ბევრი საბჭოთა იდეოლოგიის მეხოტბედ თვლის და თვლიდა. არადა ავიწყდებათ, რომ მაშინდელი გენიალური პოეტებისთვის გალექსილი „პასპორტი“ – „კეისრისთვის“ გადახდილი „ხარკია“.

მაქსიმალისტი იყო! იყო პოპულარული, იღებდნენ ფილმებში, ღია კარი ხვდებოდა პარიზის გამომცემლობებში. უყვარდა და უყვარდათ, ღალატობდნენ, მაგრამ თვითონაც ღალატობდა. პარიზში ცნობილ ელზა ტრიოლეს გაჰყვა ნაცნობ ექიმთან. მისაღებში მისი კაცობით მოხიბლული და მისი პოეზიის თაყვანისმცემელი, რუსი ემიგრანტი, ულამაზესი ტატიანა (ტატა) იაკოვლევა იჯდა. იმ დღიდანვე გაიბა ახალი რომანი…

ისიც შეეძლო, რომ პარიზის მაღაზიებში საყვარლისთვის ეთხოვა ცოლისთვის გასაგზავნი საჩუქრების არჩევა. ცხოვრების მუდმივ სინანულად ექცა ელზა კაგანს თავისი სიმპათიური თაყვანისმცემლის საკუთარი, უკვე გათხოვილი უფროსი დის — ლილია ბრიკის ოჯახში წარდგენა. ეს ის ქალბატონი იყო, ყველა მამაკაცი რომ დანახვისთანავე სიყვარულს უხსნიდა, და გაცნობისთანავე მაიაკოვსკის მუზად ქცეული ლილია ბრიკიც მალე მისი ცოლი გახდა. 

© РИА Новостиვლადიმირ მაიაკოვსკი და ლილია ბრიკი
ვლადიმირ მაიაკოვსკი და ლილია ბრიკი - Sputnik საქართველო
ვლადიმირ მაიაკოვსკი და ლილია ბრიკი

ნიჭი, სხარტი აზროვნება, ლაზათი და სილამაზე ჯიშად მოსდგამდა!

ლაღი, ფიზიკურად ძლიერი, უკვე შვიდი წლისა მამას, მთავარ მეტყევეს დაჰყვებოდა „შემოვლებზე“ და ამის გამო იყო, რომ ზედმიწევნით კარგად იცნობდა თავისი კუთხის ბუნებას. უყვარდა და ბოლომდე თავის სამშობლოდ თვლიდა სოფელ ბაღდათს. 

                                                         Я

                                                             В долгу…    

                                                                    Перед вами,

                                                                         Багдадские небеса…

არც გასაკვირია, როცა ქართულ სოფელში გაიზარდა. ქართული ენა მისი ბავშვობის ენა იყო და არასოდეს დავიწყებია.

© РИА НОВОСТИპოეტი ვლადიმირ მაიაკოვსკი (1893-1930). 1925 წელი
პოეტი ვლადიმირ მაიაკოვსკი (1893-1930). 1925 წელი - Sputnik საქართველო
პოეტი ვლადიმირ მაიაკოვსკი (1893-1930). 1925 წელი

ჰყვებიან, რომ 1925 წელს ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრისას ინგლისურის არცოდნის გამო ვიღაცამ მისი გამასხარავება გადაწყვიტა და შეკითხვა ინგლისურად დაუსვა. მან კი არც აცია, არც აცხელა და ქართულ ენაზე „უპასუხა“. რასაკვირველია, მისი პასუხიდან ვერაფერი გაიგეს, მაგრამ აზრი იყო იოლად გასაგები – თუ შენ, ემიგრანტი, ჩემთვის უცნობ ენაზე მესაუბრები, მეც ასევე მოგექცევი.

საქართველოში ყოფნისას შეხვედრებზე რუსულთან ერთად ქართულადაც კითხულობდა საკუთარ ლექსებს — თავისი ბოხი და ძლიერი ხმით. ეს ოვაციების საგანი ხდებოდა. ერთხელ ასეთი ოვაციებისგან ფრთაშესხმული თბილისურად შეხტა მიმავალ ტრამვაიზე, რომელიც წუთში გაივსო მისი თაყვანისმცემლებით. მაშინ მოუბრუნდა თავის საქართველოში ჩამოყოლილ მეგობარს და სტუმარს და უთხრა: ახლა ხომ ხვდებით, რა არის Тифлис, სად, როდის და ვის ჰქონია მსგავსი და ასეთი შეხვედრა?! ტფილისი მისი სახლი იყო, მისი გამოცოცხლებისა და განწყობის სტიმული. ასეა ლექსშიც Владикавказ – Тифлис:

Я знаю:

глупость — эдемы и рай!

 Но если 

пелось про это, 

должно быть, 

Грузию,

радостный край, 

 подразумевали поэты… 

…მაგრამ დიდი მოღვაწე ლეგენდების გარეშე ნაკლულ ღვინის ჯამს ჰგავს და მეც ის ლეგენდა ყველა ნამდვილ ამბავზე მეტად მომწონს, როცა პარიზში მაიაკოვსკიმ მთელი თავისი დანაზოგი გაიღო და ყვავილების მაღაზია უყიდა შიმშილის პირას მისულ ერთ ულამაზეს რუს ემიგრანტ ქალბატონს!

მან და ფიროსმანმა აჩუქეს „მილიონი ვარდი“ ორ სხვადასხვა ქალბატონს, ოღონდ სხვადასხვა დროს და სხვადასხვაგვარად…

მერაბ ხაჩიძე

 

ყველა ახალი ამბავი
0