ქართველი მუსიკოსის რვაგვერდიანი საკონცერტო ნუსხა და აღფრთოვანებული მიშელ ლეგრანი

© FB/ Nika Nikvashviliნიკა ნიკვაშვილი
ნიკა ნიკვაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ცნობილ მუსიკოსსა და პიანისტს ნიკა ნიკვაშვილს გაგაცნობთ.

თავის დროზე კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღნიშნა, რომ მისი ხელები რახმანინოვის ხელებს აგონებს და პიანისტს შემოქმედებითი გზა დაულოცა. მუსიკოსი რამდენიმე სიმფონიური, საგუნდო, კამერული და საფორტეპიანო ნაწარმოების ავტორია. მსოფლიოს უდიდეს ორკესტრებსა და გამოჩენილ შემსრულებლებთან თანამშრომლობს. 2015 წელს პარიზში გამართულ კონცერტზე კლასიკური მუსიკის ჟანრის ხუთ აღიარებულ კომპოზიტორს შორის ქართველი ნიკა ნიკვაშვილიც გახლდათ. არაჩვეულებრივი პიროვნება და მისი წარმატების ფონზე უჩვეულოდ თავმდაბალი ადამიანია. უკვე მეორე წელია, რაც პარიზში ცხოვრობს.

© FB/ Nika Nikvashviliნიკა ნიკვაშვილი
ნიკა ნიკვაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკა ნიკვაშვილი

– ნიკა, ამბობენ, ძალიან მუსიკალური ბავშვი ყოფილხართ, ეს ოჯახურმა გარემომ განაპირობა?

— ჯერ კიდევ სამი წლის ვიყავი, როცა მუსიკას ვუსმენდი, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ეს კლასიკური მუსიკა იყო. ჩემ მშობლებს მუსიკასთან არანაირი კავშირი არა აქვთ, მაგრამ მუსიკა ძალიან უყვართ და კარგი მსმენელები და შემფასებლები არიან. ბებია კარგად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე. დედა ფილოლოგია, ინგლისური ენის სპეციალისტი, მამა და და ეკონომისტები არიან. მე ჯერ მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე, მერე ზაქარია ფალიაშვილის საგუნდო-სადირიჟორო სასწავლებელი, ბოლოს საკომპოზიტორო განხრით – თბილისის კონსერვატორია, სადაც ჩემი პედაგოგი ბატონი ბიძინა კვერნაძე იყო. მის კლასში სწავლა ჩემთვის ბედნიერება იყო. გარდა იმისა, რომ ჩემი პედაგოგი იყო, მასთან საოცარი მეგობრობაც მქონდა. ბატონ ბიძინასთან ურთიერთობის ყოველი დღე ჩემთვის ცხოვრების გაკვეთილი იყო.

– მოსკოვში როგორ აღმოჩნდით?

— მოსკოვში ჩემ წასვლაში დიდი წვლილი ჩემ მეგობარს, მომღერალ მანანა თოდაძეს მიუძღვის. მოსკოვში კონსერვატორიის დამთავრების მერე გავემგზავრე. იქ ხუთი წელი ვიცხოვრე და ძირითადად კონცერტებში ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ არ მისწავლია. აქვე გეტყვით, რომ ჩემ სულთან ახლოს მყოფ კომპოზიტორებს შორის ყველაზე ახლოს რახმანინოვია, რაც უფრო ხშირად ვისმენ მის მუსიკას, მით უფრო მიყვარდება.

© FB/ Ирина Макушинаნიკა ნიკვაშვილი
ნიკა ნიკვაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკა ნიკვაშვილი

– დღეს პარიზში ცხოვრობთ, სადაც, ცნობილია, რომ შემოქმედი ადამიანისთვის რთულია წარმატების მიღწევა, თუმცა თქვენთვის ასე არ ყოფილა…

— მართალი ხართ, ზოგადად უცხო ქვეყნის დიდ ქალაქებში ფეხის მოკიდება ძალიან რთულია. პარიზში უკვე მეორე წელია, რაც ვცხოვრობ. აქ ვსწავლობ, მაგისტრატურას გავდივარ. ერთი წელი საკომპოზიტორო ფაკულტეტი გავიარე. ახლა სწავლით იმდენად დაკავებული ვარ, რომ არაფრის დრო აღარ მრჩება. სწავლა ფრანგულად მიწევს, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო. თუმცა აქ სწავლის უფრო მაღალი დონეა. უნდა გითხრათ, რომ თეორია-სოლფეჯიო საქართველოში იმდენად კარგად ისწავლება, რომ სამაგისტრო პროგრამიდან გამათავისუფლეს. ცნობილია – ქართული მუსიკალური სკოლა ყოველთვის გამორჩეული იყო.

© FB/ Nika Nikvashviliნიკა ნიკვაშვილი ჯაბა ქარსელაძესთან და მანანა თოდაძესთან ერთად
ნიკა ნიკვაშვილი ჯაბა ქარსელაძესთან და მანანა თოდაძესთან ერთად - Sputnik საქართველო
ნიკა ნიკვაშვილი ჯაბა ქარსელაძესთან და მანანა თოდაძესთან ერთად

 

– პარიზში ალბომზე მუშაობის დროს, თურმე, მიშელ ლეგრანს შეხვდით, თუ შეიძლება, ეს შეხვედრა გაიხსენეთ…

— მიშელ ლეგრანი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიტორია. ბედნიერი ვარ, რომ მასთან ურთიერთობის საშუალება მომეცა. ამ შეხვედრამ ძალიან ამაღელვა, რადგან მისი ნაწარმოები მისივე თანდასწრებით შევასრულე, რის შემდეგაც გამოვუტყდი, რომ ძალიან ვნერვიულობდი. მიშელ ლეგრანი თბილად გადამეხვია და ასეთი სიტყვები მითხრა: “ნიკა, შენ გაქვს ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც შემსრულებელთა 90%-ს არ აქვს, ეს სიღრმე და ემოციურობაა, ასე რომ, დარჩი საკუთარი თავის ერთგული“. ამით მან შემდგომი შემოქმედებით გზა დამილოცა.

© FB/ Ирина Макушинаნიკა ნიკვაშვილი
ნიკა ნიკვაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკა ნიკვაშვილი

– წარმატებული ადამიანი ხართ, მაგრამ ამბობენ, რომ ძალიან თვითკრიტიკულიც…

— დიახ, ერთხელ, როცა საფრანგეთისთვის „სივი“ დამჭირდა, ჩემ მიერ ჩატარებული კონცერტების ნუსხა თაბახის 8 გვერდი გამომივიდა. მიუხედავად ამისა, მაინც არაფერი მომწონს და საკუთარი თავით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ. ერთხელ შვეიცარიაში კონცერტის ჩატარება მთხოვეს, ვუთხარი, რომ არ შემიძლია, რადგან პიანისტი არ ვარ–მეთქი. უნდა გენახათ, როგორი გაკვირვებული მიყურებდნენ. მე ვფიქრობ, შემოქმედი მუდმივად განახლების პროცესში უნდა იყოს, ამიტომ სულ დაკავებული ვარ და ვმუშაობ.

© FB/ Ирина Макушинаნიკა ნიკვაშვილი
ნიკა ნიკვაშვილი - Sputnik საქართველო
ნიკა ნიკვაშვილი

 

– ანუ თავისუფალი დრო საერთოდ არ გრჩებათ?

— ბევრს ვმოგზაურობ, რადგან ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ისე მოხდა, რომ ყველაზე მეტ თავისუფალ დროს თვითმფრინავში ვატარებ. ძირითადად მძინავს ხოლმე, იმიტომ რომ სხვა დროს ელემენტარულად ვერ ვახერხებ ძილს, ან რაღაცას ვქმნი, გამოდის, რომ ჩემ ჩანაწერებსაც ჰაერში ვაკეთებ. საერთოდ, ხანგრძლივად ერთ ქალაქში ცხოვრება არ მიყვარს. მუსიკოსს თავისი სახე უნდა ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიახლეები არ შეეხოს, პირიქით, მუდმივად განახლების სურვილი უნდა ჰქონდეს. ამიტომ მიყვარს, როცა ცხოვრებაში რაღაც იცვლება, ყოველ ახალ ქალაქს ემოციურად და მუსიკალურადაც ახალი ინტონაციები და შეგრძნებები მოაქვს.

– საქართველოში ჩამოსვლას რამდენად ხშირად ახერხებთ?

— შვიდი წელია, რაც პარიზში ვარ, საქართველო ყოველთვის მენატრება, რადგან აქ ჩამოსვლის დროს იმდენ სითბოს და სიყვარულს ვიღებ, რომ დიდხანს მიმყვება. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული გრაფიკით ცხოვრება მიწევს, თბილისში კონცერტსა და გამოსვლაზე უარს არასოდეს ვამბობ. სულ მიკვრის იმ ხალხის, საქართველოში ჩამოუსვლელად დიდხანს რომ ძლებენ. ხანდახან მგონია, რომ აქ ჩამოსასვლელ მიზეზებს თავადაც ვეძებ ხოლმე…

 

ყველა ახალი ამბავი
0