წინ, მომავლისკენ! სიჩქარე – 60 წუთი საათში

CC BY 2.0 / Ben Perrin / Lysterfield Lakeხედი ჰორიზონტზე
ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანდახან კარგია ყველაფრის დაკარგვა – გაიგებ რა გაკლია ნამდვილად.

"სიბრძნის სიმფონიის" სტუმარია კლაივ სტეიპლზ ლუისი (Clive Staples Lewis 1898–1963) – ირლანდიელი მწერალი, პოეტი, მასწავლებელი, მეცნიერი და ღვთისმეტყველი. განსაკუთრებით ცნობილია ნაწარმოებებით ფენტეზის ჟანრში, მათ შორისაა "ნარნიის ქრონიკები", "ბალამუტის წერილები", "კოსმოსური ტრილოგია", რელიგიური ჟანრის წიგნებით – "უბრალოდ ქრისტიანობა", "სასწაული", "ტანჯვა" და სხვა.

ლუისის ნამუშევრები თარგმნილია 30–ზე მეტ ენაზე, გაყიდულია მისი მილიონობით წიგნი. "ნარნიის ქრონიკები" ყველაზე ცნობილი ნაწარმოების ციკლია, ის რამდენიმე მხატვრული ფილმის სიუჟეტს დაედო საფუძვლად.

აყვავებული ხე - Sputnik საქართველო
სიყვარულიც ომია, ოღონდ იქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება...

• ყველა ადამიანი იღებს ცხოვრებაში იმას, რაც სურს. მაგრამ ამის შემდეგ ყველას არ უხარია

• მე დავწერე ის, რისი წაკითხვაც მინდოდა. ადამიანები ამას არ წერდნენ, მე თვითონ მომიწია

• ხანდახან სასარგებლოა ყველაფრის დაკარგვა, რათა გაიგო, რა გაკლია ნამდვილად

• მომავალი ისაა, რისკენაც თითოეული ჩვენგანი საათში 60 წუთი სისწრაფით მიილტვის

• სიყვარულის მთავარი მტერი გულგრილობაა და არა სიძულვილი

ერიხ მარია რემარკი - Sputnik საქართველო
ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობა არის აზროვნება...

• რა ადამიანიც ხარ და საითაც იყურები, ამაზეა დამოკიდებულია ის, რასაც ხედავ და რაც გესმის

• როცა გეშინია, ყველაზე კარგია საფრთხისკენ პირით დადგე და ზურგს უკან იგრძნო რაღაც სითბო და იმედი

• ოდესმე საკმარისად გაიზრდებით იმისთვის, რომ კიდევ წაიკითხოთ ზღაპრები

• საბავშვო წიგნი, რომელიც მხოლოდ ბავშვებს მოსწონთ, ცუდი წიგნია. კარგი ყველასთვის კარგია. ვალსი, რომელიც სიხარულს მხოლოდ მოცეკვავეებს ანიჭებს – ცუდი ვალსია

• სამყაროში რომ ბოროტებაზე გაიმარჯვო, ის საკუთარ თავში უნდა დაძლიო

• ნუ ითავხედებ შენზე სუსტთან. შენზე ძლიერთან – როგორც გინდა

• თუ ფიქრობთ, რომ ამპარტავანი არ ხართ, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად ამპარტავანი ბრძანდებით

სტივენ კინგი - „საშინელებათა მეფე“ - Sputnik საქართველო
„სიბრძნის სიმფონია“ – სტივენ კინგი

• სულში, ისევე, როგორც ნიადაგში, ყველაზე ღრმა ფესვებს ულამაზო ყვავილები უშვებს

• საკმარისია მეხსიერება გააღვიძო, რომ ის ძალაუფლებისმოყვარე დესპოტად იქცევა

• მოწიფულ ასაკს მიღწეული ყოველთვის კეთილგანწყობილია ყმაწვილებისადმი, და ყველაზე დატვირთული ადამიანები ყოველთვის მზად არიან, სხვებს საკუთარი დრო დაუთმონ

• ტირილი ცუდი არაა, სანამ ტირი, მაგრამ ადრე თუ გვიან ცრემლი შრება და მაშინ უნდა გადაწყვიტო, რა გააკეთო

• არ ღირს დროის დახარჯვა იმაზე, რომ გაარკვიო, გიყვარს ადამიანი თუ არა. ისე მოიქეცი, თითქოს დარწმუნებული ხარ, რომ გიყვარს

• შენ სული არ გაქვს. შენ სული ხარ. შენ სხეული გაქვს

ყველა ახალი ამბავი
0