ქართველი ბანკირის მიერ გადაღებული საქართველოს კადრები CBN-ზე

© FB/ Shermazanaგიორგი შერმაზანაშვილი
გიორგი შერმაზანაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი შერმაზანაშვილი პროფესიით ეკონომისტია, საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადასახადო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე. წარსულში ლარის სიმბოლოს პროექტის მენეჯერი და ერთიანი საერთაშორისო საბანკო ანგარიშების (IBAN) დანერგვის პროექტის მენეჯერი. ამ ჩამონათვალს შეიძლება მისი სერიოზული გატაცებაც მივუმატოთ...

საქართველოში ინტერნეტ-სივრცეში განთავსებული მისი გვერდი — „შერმაზანა“ ძალიან პოპულარულია. ამას გარდა მის მიერ პროფესიონალურ დონეზე დრონით გადაღებულ კადრებს უცხოურ სატელევიზიო არხზეც იყენებენ. 

© photo: courtesy of Giorgi Shermazanashviliსტეფანწმინდა შებინდებისას
სტეფანწმინდა შებინდებისას - Sputnik საქართველო
სტეფანწმინდა შებინდებისას

– ბატონო გიორგი, როგორ დაიწყეთ ფილზე მუშაობა და CBN-ის ეკრანზე როგორ აღმოჩნდა იგი?

— პროფესიით ეკონომისტი ვარ და ბანკში ვმუშაობ. ფოტოგრაფია ჩემი ჰობი იყო, მერე შევყევი და საბოლოო ჯამში რა გამოვიდა, თქვენც ნახეთ. საერთოდ როგორ დაიწყო, იცით? ჩვეულებრივ ოჯახურ გარემოში ფოტოებს ვიღებდი. კამერაც არ მქონდა ხარისხიანი, ციფრული კი იყო, მაგრამ იაფიანი და ძველებური. იმის შემდეგ ცოტა უფრო უკეთესი შევიძინე. აი, ამის მერე უკვე პეიზაჟების გადაღებაც დავიწყე. როცა ჩემი გადაღებული ფოტოები ნახეს, მეგობრებმა, რომ იტყვიან, მაიძულეს გამეხსნა ფოტოგრაფიის გვერდი, სადაც ჩემ გადაღებულ კადრებს გამოვფენდი. მერე ჩემი — „შერმაზანას“ გვერდი გავაკეთე. შევიძინე დრონი და ფოტოებს უკვე ამით ვიღებდი. ეს სიახლე იყო და ფოტოების პარალელურად ვიდეოების გადაღებაც დავიწყე. გული მიგრძნობდა, რომ ისინი სადღაც გამომადგებოდა. საბოლოო ჯამში ბევრი კარგი კადრი დამიგროვდა და ვიფიქრე ამ კადრებით ვიდეოს გავაკეთებ მეთქი. ეს იქნებოდა ზემოდან დანახული საქართველო. თუმცა მანამდე სხვა მსგავსი ვიდეო მქონდა გაკეთებული, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ის ფოტოებით იყო აწყობილი. ამ შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ბევრ ფოტო-კადრს იღებ და მათი გაერთიანებით ერთ წამში დაახლოებით 25 ფოტო ერთიანდება. 

© photo: courtesy of Shermazanaდაშბადის ჩანჩქერი - წალკა
დაშბადის ჩანჩქერი - წალკა - Sputnik საქართველო
დაშბადის ჩანჩქერი - წალკა

– და ეს ვიდეოს ეფექტს იძლევა, არა?

— დიახ ასეა. ღრუბლის მოძრაობა, ხალხის მოძრაობა – ყველაფერი აჩქარებულია და ვიდეო გამოდის. პირველი სწორედ ეს ღრუბლები გადავიღე, მეორე კი Aerial Georgia. ამ უკანასკნელში მხოლოდ დრონით გადაღებული კადრებია შესული. ამ ვიდეოს ინტერნეტ-სივრცეში საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა და ნახვები უცებ რამდენიმე ათასზე ავიდა. 

© courtesy of Shermazanaსამების საკათედრო ტაძარი
სამების საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
სამების საკათედრო ტაძარი

– უცხოეთიდან ვინ დაგიკავშირდათ?

— თუ არ ვცდები, ჯორჯ ტომასი, რომელმაც ეს ვიდეო YouTube-ზე ნახა. იმ დროს როცა ძებნაში „ჯორჯიას“ ვწერდი, პირველივე ამ ვიდეოს აგდებდა. დღეს რამდენიმე გეოგრაფიული საიტია და მათ გადამასწრეს. ახლა ეს ვიდეო მესამე ამოდის. მოკლედ, ეს კაცი დამიკავშირდა და მითხრა, საქართველოზე ვიდეოს ვაკეთებთ და თუ შეიძლება, რომ თქვენი ნამუშევრიდან კადრები გამოვიყენოთ და ამის მიხედვით ავაწყოთო. 

© photo: Shermazana / FBმახათას მონასტრის მშენებლობა
მახათას მონასტრის მშენებლობა - Sputnik საქართველო
მახათას მონასტრის მშენებლობა

სიმართლე გითხრათ, მანამდე ჩემი კადრები არავისთვის მიმიცია და თან ვუფრთხილდებოდი იმ თვალსაზრისით, რომ არ მინდოდა, ეს კადრები ყველას დაეტრიალებინა.

– რატომ არ გინდოდათ, პრინციპში, ეს ხომ თქვენი ნამუშევრის პოპულარიზაციაა, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის რეკლამირებაზე?

— საქმე ისაა, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც კადრები მიაქვთ, მათი ავტორის სახელსა და გვარს შლიან ან საერთოდ არ ახსენებენ, ანუ სხვის ნამუშევარს საკუთარი რეკლამისთვის იყენებენ და ავტორთან არაფერს ათანხმებენ. ასეთი დამოკიდებულება ძალიან მაღიზიანებს და მაბრაზებს. დავინტერესდი და მერე ამ ადამიანის სახელი და გვარი მე თავად „დავგუგლე“. რომ ვნახე, უშუალოდ ეს ადამიანი იყო წამყვანი და ჩავთვალე, რომ ეს ქვეყანას წაადგებოდა. როცა ვიდეო ატვირთა, მაჩვენა. მერე უკვე მე ვთხოვე, რომ მას ცალკე ავტვირთავდი. ამ ვიდეოს დღეს 27 000 გაზიარება აქვს. ასევე ჩემი სხვა ვიდეო „საქართველოს ღრუბლები“ ინტერნეტში განვათავსე. 

© FB/ Shermazanaგიორგი შერმაზანაშვილი
გიორგი შერმაზანაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი შერმაზანაშვილი

– სამომავლოდ რაზე აპირებთ ვიდეოს გადაღებას?

— გეგმაში რამდენიმე პროექტი მაქვს, მაგრამ ამჯერად ერთზე შევაჩერებ თქვენ ყურადღებას – დაწყებული მაქვს მუშაობა ყაზბეგზე, რადგან ეს იმდენად ლამაზი მხარეა, რომ აქ ბევრი საინტერესო რამის დანახვა შეიძლება. გადაღებები უკვე დაწყებული მაქვს. მუსიკა სპეციალურად ამ ვიდეოსთვის ჩემმა მეგობარმა გოჩა იაშაღაშვილმა დამიწერა. ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ ყველაზე საუკეთესო კადრები, რაც კი აქამდე გამიკეთებია, ერთ ვიდეოში მოვაქციო.

გიორგი შერმაზანაშვილის მიერ გადაღებული ვიდეო “საქართველოს ღრუბლები“:

ყველა ახალი ამბავი
0