პაველ ვერეშჩაგინის 9 გრამიანი ტყვია...

© photo: Sputnikპაველ ლუსპეკაევი
პაველ ლუსპეკაევი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, ჩვენ ვიხსენებთ ადამიანებს, ვინც დაგვაკლდა, თავისი წასვლით გული გვატკინა, მაგრამ დატოვა ჩვენში განუმეორებელი სითბო და სიყვარული… და მეც მინდა თქვენთან ერთად ჩვენს აივანზე მოვიწიო ადამიანი, რომელიც, ალბთ ყველას გვახსოვს და რომელიც სულ ამბობდა, რომ ის უნდა დაბადებულიყო საქართველოში, მაგრამ „შემთხვევით  დაიბადა მის ფარგლებს გარეთ“. თუმცა, ის თავის თავს ნაწილობრივ თბილისელად მაინც თვლიდა, რადგანაც 7 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის ა. გრიბოედობის სახელობის სახელმწიფო რუსულ თეატრში.

ეს გახლავთ შესანიშნავი მსახიობი და პიროვნება, რომელმაც დაატკიცა, რომ ადამიანი, ნებისმიერი სირთულეების მიუხედავად, შეიძლება დარჩეს ადამიანად და კიდევ აქეთ გაამხნევოს თავისი ახლობლები და მეგობრები… ეს გახლავთ პაველ ლუსპეკაევი, რომელიც გარდაიცვალა სწორედ ამ დღეს, 1970 წლის 17 აპრილს, სულ რამდენიმე დღით ადრე, სანამ მას 43 წელი შეუსრულდებოდა…

ეს სიმღერა „«Ваше благородие, госпожа удача“, რეჟისორ ვლადიმერ მოტილის ფილმიდან — „უდაბნოს თეთრი მზე“, კომპოზიტორმა ისააკ შვარცმა და პოეტმა ბულატ ოკუჯავამ საგანგებოდ და პერსონალურად პაველ ლუსპეკაევისთვის დაწერეს…  ფილმი კი გამოვიდა ეკრანებზე 1970 წლის 30 მარტს…

სამწუხაროდ, ეს პაველ ლუსპეკაევის ბოლო ფილმი იყო… მახსოვს, ჩვენი თაობა შეყვარებული იყო მომხიბვლელ და ვაჟკაცურ მებაჟე ვერეშჩაგინში, რომელსაც სცენარის მიხედვით, თავიდან ალექსანდრე (საშა) უნდა რქმეოდა, მაგრამ მსახიობი იმდენად ღრმად შეიჭრა ამ როლში და ის იმდენად „მისი გახდა“, რომ რეჟისორმა ვერეშაგინს მსახიობის სახელი დაარქვა — პაველ (პაშა)… 

© photo: Sputnikპაველ ლუსპეკაევი ფილმში "უდაბნოს თეთრი მზე"
პაველ ლუსპეკაევი ფილმში უდაბნოს თეთრი მზე - Sputnik საქართველო
პაველ ლუსპეკაევი ფილმში "უდაბნოს თეთრი მზე"

შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ ლუსპერკაევი ამ ფილმში  ნამდვილ გმირობას ჩადიოდა. მას იმ დროისთვის ნაწილობივ ამპუტირებული ჰქონდა ტერფები, მაგრამ ფილმში ყველა ტრიუკს მაინც  თვითონ ასრულებდა, პროტეზებით… საშინელი ტკივილები ჰქონდა, რადგანაც კატეგორიული უარი განაცხადა ნარკოტიკების მიღებაზე.  გადასაღებ მოედანზე, მას მთელი გადამღები ჯგუფი გვერდიდან არ შორდებოდა, ის ყველას ამხნევებდა… მის მეუღლეს კი პატარა სკამი დაჰქონდა თან და ყოველ 20 მეტრში მსახიობს დაჯდომა უხდებოდა, რადგანაც დამდგარ მდგომარეობაში დიდ ხანს ყოფნა უჭირდა… მაინც ხუმრობდა და მთელი გადამღები ჯგუფის სული და გული იყო…

ალბათ, გახსოვთ სცენა, სადაც ვერეშჩაგინი ძალდატანებთ მიირთმევს დიდი კოვზით შავ ხიზილალას, რომელიც სცენარის მიხედვით, მას მობეზრებული აქვს… თურმე ის 2 კგ ხიზილალა  ძლივს იშოვეს გადაღებისთვის და ლუსპეკაევს სინჯების დროს თითქმის მთლიანად შემოეჭამა. ამიტომაც გადაღების დროს, ხიზილალას ქვეშ  ბრინჯი ამოუდეს და ვერეშჩაგინი კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ ეს დუბლი უკანასკნელი უნდა იყოს, რადგანაც ხიზილალის ფული ბიუჯეტში აღარ რჩებოდა…

პაველ ლუსპეკაევმა საკმაოდ რთული და საინტერესეო ცხოვრება განვლო…

ის 15 წლის ასაკში მოხალისედ წავიდა ფრონტზე, სადაც ჩაეწერა პარტიზანების ჯგუფში… სწორედ მაშინ ერთ-ერთი ოპერაციის დროს, მოეყინა ფეხები, რის გამოც უკვე 26 წლის ასაკში გაუჩნდა სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით… ასევე იმდენად მძიმედ დაიჭრა ხელში, რომ ექიმებმა გადაწყვიტეს ამპუტაციის ჩატარება, მაგრამ პაველმა არაფრით არ მისცა უფლება, მიუხედავად იმისა, რომ განგრენის განვითარების საშიშროება არსებობდა…

დემობილიზაციის შემდეგ, მან დაიწყო მუშაობა ვოროშილოვგრადის დრამატულ თეატრში, 1946 წელს კი ჩავიდა მოსკოვში, სადაც ჩააბარა შჩუკინის სახელობის სასწავლებელში… ის ძალიან თავისებური სტუდენტი იყო, რადგანაც ჰქონდა აშკარად გამოხატული სამხრეთული აქცენტი და ხელებზე ტატუები, რომლის მოცილებაც მას კატეგორიულად მოსთხოვეს ინსტიტუტის პედაგოგებმა. ამისთვის კი პაველს დაჭირდა რამდენიმე მტკივნეული ოპერაციის გადატანა და დიდხანს დადიოდა გადახვეული ხელებით… ხასიათიც ფეთქებადი ჰქონდა, მაგრამ მასწავლებლები აფასებდნენ მის გამორჩეულ მსახიობურ ნიჭს და ადამიანურ თვისებებს… 

© გრიბოედოვის სახელობის თეატრის არქივიპაველ ლუსპეკაევი და მისი მეუღლე ინნა კირილოვა
პაველ ლუსპეკაევი და მისი მეუღლე ინნა კირილოვა - Sputnik საქართველო
პაველ ლუსპეკაევი და მისი მეუღლე ინნა კირილოვა

სხვათაშორის, მოგვიანებით, როდესაც ლუსპეკაევი გადავიდა ლენინგრადის დიდ დრამატულ თეატრში, გიორგი ტოვსტონოგოვმა, რომელსაც მაინც და მაინც არავისი შექება არ უყვარდა, განაცხადა, რომ „მისი თამაში ცხოვრებისეული სიმართლის აბსოლუტური კრიტერიუმია“, ხოლო დიდმა ლოურენს ოლივიემ, რომელმაც ლუსპეკაევი თეატრის სცენაზე ნახა, ბრძანა — „რუსეთში არის ერთი მსახიობი —აბსოლუტური გენიოსი! მაგრამ მისი გვარის გამოთქმა პრაქტიკულად შეუძლებელია“…

1950-57 წლებში ლუსპეკაევი მუშაობდა თბილისში, ა.გრიბოედოვის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რომელშიც წამყვან როლებს ასრულებდა. მან ასევე მიიღო მონაწილეობა ორ ქართულ ფილმში — „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ და „ორი ოკეანეს საიდუმლოება“.

1957 წელს ლუსპეკაევმა მუშაობა დაიწყო კიევის რუსული დრამის თაეტრში, შემდეგ კი — ლენინგრადის დიდ დრამატიულ თეტრში. აღსანიშნავია, რომ ლენინგრადში, ერთერთ ყველაზე ცნობილ თეატრში სამუშაოდ გადასვლა მოხდა შესანიშნავი მსახიობის და პიროვნების კირილ ლავროვის დახმარებით, რომელმაც მშობლიურ კიევში სტუმრობისას, ყურადღება მიაქცია მსახიობს და რეკომენდაცია გაუწია მას გიორგი ტოვსტონოგოვთან… უფრო მეტიც, ჩათვალა, რომ ლუსპეკაევი ერთერთ  როლს მასზე უკეთესად ასრულებდა  და თხოვა რეჟისორს, რომ მის მაგივრად ლუეპეკაევი აეყვანა. 

© SPUTNIK/ АЛЕКСАНДР ГЛАДШТЕЙНტ.დორონინა და პ. ლუსპეკაევი
ტ.დორონინა და პ. ლუსპეკაევი  - Sputnik საქართველო
ტ.დორონინა და პ. ლუსპეკაევი

1963 წელს პაველ ლუსპეკაევის მიიწვიეს ფილმში „რესპუბლიკა შკიდი“ მონაწილეობისთვის, სადაც მას უკვე მერამდენედ უმტყუნა ძველმა იარებმა და ექიმებმა კატეგორიულად მოითხოვეს ორივე ფეხის ამპუტაცია…  მსახიობი არ დათანხმდა, მაგრამ ცოტა ხანში ავადმყოფობა გართულდა და მას მოუხდა ორივე ტერფის ნაწილობრივი ამპუტაცია… ამის შემდეგ, მსახიობს დაეწყო საშინელი, გულწასვლამდე ტკივილები და მას  ძლიერი ნარკოტიული საშუალება დაუნიშნეს… მაგრამ როდესაც ის მიხვდა, რომ ეჩვევა ნარკოტიკს, მოიკრიბა მთელი ნებისყოფა და თავი დაანება მას… თუმცა ტკივილებმა თავი არ დაანებეს…

1968 წელს ლუსპეკაევი მიწვიეს ფილმში „უდაბნოს თეთრი მზე“. რეჟისორმა შესთავაზა მას ყავარჯნებით თამაში, თითქოს ომის ინვალიდი იყო, მაგრამ მსახიობი არ დათანხმდა და პროტეზები არჩია… იმასაც კი ყვებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, მაინც მოახერხა და გადაღებების დროს შეუყვარდა ფილმის მიხედვით „აბდულას უფროსი ცოლი“ … 

© SPUTNIK/ РИА НОВОСТИ პაველ ლუსპეკაევი ფილმში "უდაბნოს თეთრი მზე"
პაველ ლუსპეკაევი ფილმში უდაბნოს თეთრი მზე - Sputnik საქართველო
პაველ ლუსპეკაევი ფილმში "უდაბნოს თეთრი მზე"

ამ ფილმის შემდეგ, პაველ ლუსპეკაევი კიდევ  3 ფილმში მოიწვიეს. ერთ-ერთი მათგანის რეჟისორი გახლდათ ცნობილი მსახიობი მიხეილ კოზაკოვი. მაგრამ, სამწუხაროდ,  მსახიობმა ვეღარ მოასწრო ამ როლების შესრულება…

მისი უახლოესი მეგობარი, ოლეგ ბასილაშვილი ყვება, რომ ლუსპეკაევი ოცნებობდა ეთამაშა ოტელოს როლი და უთქვამს მისთვის, რომ ის მიხვდა, თუ როგორ კლავდა ოტელო დეზდემონას — ის მას ხელებით კი არ ახრჩობდა, არამედ კოცნით… სიყვარულით კლავდა…

აი ასეთი შესანიშნავი, ბობოქარი, ვაჟკაცური და ოპტიმისტური კაცი იყო პაველ (პაშა) ლუსპეკაევი…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ლამაზ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0