22:39 26 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9424
  • 100 RUB4.3806
  • USD3.3138
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)
37172

რა არის ადამიანური სათნოება, ვნება, მოწყალება, სიბრძნე, სიყვარული, მეგობრობა... "სიბრძნის სიმფონია" ფრანგი მჭევრმეტყველისა და მწერლის ფრანსუა დე ლაროშფუკოს (1613-1680) მაქსიმებს გთავაზობთ.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. "მაქსიმები" აფორიზმების კრებულია, რომელიც მწერლის ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგსა და ყოფითი ფილოსოფიის ერთგვარ კოდექსს წარმოადგენს.

• ჩვენი სათნოება უმეტესწილად სხვა არა არის რა, თუ არა შენიღბული მანკიერება

ფრანსუა დე ლაროშფუკოს აფორიზმი
ფრანსუა დე ლაროშფუკოს აფორიზმი

• ის, რაც სათნოება გვგონია, ხშირად მხოლოდ და მხოლოდ ნარევია სხვადასხვა ქმედებისა და ანგარებისა, რომელთა შერჩევა აგრერიგად ეხერხება ბედისწერას და ცბიერებას; ამიტომაც როცა ქალები უმანკონი არიან, ხოლო მამაკაცები მამაცნი, ეს როდი ნიშნავს იმას, რომ მათ უმანკოება და გაბედულება სჩვევიათ.

• მოწყალება, სათნოებად რომ მიიჩნევენ, ხანდახან პატივმოყვარეობითაა აღძრული, ზოგჯერ სიზარმაცით, ხშირად შიშით და თითქმის ყოველთვის სამივეთი ერთად.

• ყველას გვყოფნის ძალა, გავუძლოთ სხვის უბედურებას.

• ბრძენთა სიდინჯე სხვა არა არის რა, თუ არა უნარი, გულში ჩაიმარხონ მღელვარება.

• ფილოსოფია იოლად ამარცხებს წარსულისა და მომავლის მწუხარებას. აწმყოს მწუხარებით კი მარცხდება.

• დიდი სათნოებით უნდა იყოს დაჯილდოებული კაცი, რომ ბედის წყალობას უფრო მეტი თავშეკავებით შეხვდეს, ვიდრე ბედის სიმუხთლეს.

• მზესა და სიკვდილს თვალს ვერ გაუსწორებ.

• ადამიანი არასოდეს არც ისე ბედნიერია და არც ისე უბედური, როგორც წარმოუდგენია.

ფრანსუა დე ლაროშფუკოს აფორიზმი
ფრანსუა დე ლაროშფუკოს აფორიზმი

• კაცის ბედნიერება თუ უბედურება ისევეა მის ხასიათზე დამოკიდებული, როგორც ბედზე.

• ძნელია სიყვარულის განსაზღვრა. შეიძლება ითქვას, რომ სულისთვის იგი ბატონობისკენ სწრაფვაა, გონებისთვის — თანაგრძნობა, სხეულისთვის — იდუმალი და კრძალული სურვილი, მრავალი იწილო-ბიწილოს შემდეგ დაეუფლოს იმას, ვინც უყვარს.

ფრანსუა დე ლაროშფუკოს აფორიზმი
ფრანსუა დე ლაროშფუკოს აფორიზმი

• გვიყვარს მხოლოდ ის, რაც გვჭირდება. მეგობრებს მარტოოდენ საკუთარი სიამოვნებისა და მოთხოვნილების კარნახით ვეწირებით და ამგვარი თავგანწირვა მაინც ნამდვილი და უებრო მეგობრობის ერთადერთი საფუძველია.

• ადამიანები საზოგადოებაში დიდხანს ვერ დაჰყოფდნენ, ერთმანეთს რომ არ ატყუებდნენ.

თემები:
სიბრძნის სიმფონია -2018 (89)

მთავარი თემები