საქართველოში შემთხვევით აღმოჩენილი სანქტ-პეტერბურგელი გოგონას ახალი ცხოვრება

© FB / Anastasia Lukisანასტასია ლუკისი
ანასტასია ლუკისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანასტასია ლუკისი თბილისში სანქ-პეტერბურგიდან დაახლოებით ორი წლის წინ ჩამოვიდა და იმდენად მოიხიბლა, აქ დარჩენა გადაწყვიტა. ანასტასია მწვრთნელია, ქალებს, და არა მარტო ქალებს სხეულის სასურველი ფორმის მიღებასა და შენარჩუნებაში ეხმარება.

ანასტასიამ ჩვენს მკითხველს ჯანსაღი ცხოვრების წესთან და კვებასთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევები გაუზიარა.

© FB / Anastasia Lukisანასტასია ლუკისი
ანასტასია ლუკისი - Sputnik საქართველო
ანასტასია ლუკისი

— საქართველოში სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი. მიყვარს მოგზაურობა და ერთხელაც გადავწყვიტე მთაში წავსულიყავი იმისთვის, რათა მთის კულტურა, ტრადიცია გამეცნო. ამისთვის საქართველო ავირჩიე. სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოვედი. თავიდან ძალიან გამიჭირდა საქართველოში, რადგან აქ სულ სხვა კულტურა და ცხოვრების წესია. განსხვავებული ქვეყანაა საქართველო, თავისი თავისებურებებით. ყველაფრის მიუხედავად აქ დარჩენა გადავწყვიტე, რადგან მივხვდი, რომ რაღაც საინტერესოს გაკეთება შემეძლო. უკვე წელიწად-ნახევარია საქართველოში ვცხოვრობ.

– სპორტით როდის დაინტერესდით?

— სპორტით ცხოვრება ორი წლის წინ დავიწყე. მომბეზრდა ინტერნეტში ლამაზი სხეულის მქონე გოგონების სურათების თვალიერება. ამიტომ გადავიწყვიტე ამემაღლებინა ჩემი თვითშეფასება და ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ საკუთარი სხეულის შეცვლა შეიძლება. როცა ვარჯიში დავიწყე, 68 კილოგრამს ვიწონიდი. ჯერ 10 კილო დავიკელი და შემდეგ კუნთოვანი მასის აკრეფა დავიწყე. როდესაც ჩემი ტრანსფორმაცია დავინახე, ძალიან გახარებული ვიყავი და ეს ჩემთვის ერთგვარი მოტივაცია გახდა. როდესაც საკუთარ თავს სარკეში ვუყურებ, ან როდესაც ვხედავ და ვგრძნობ სხვა ადამიანები როგორ მიყურებენ — ძალიან მსიამოვნებს!

© FB / Anastasia Lukisანასტასია ლუკისი
ანასტასია ლუკისი - Sputnik საქართველო
ანასტასია ლუკისი

– საქართველოში ქალები რამდენად აქცევენ ყურადღებას სხეულის მოვლას, ჯანსაღი ცხოვრების წესს და რა დროს უთმობენ ვარჯიშს?

— სიმართლე გითხრათ, საქართველოში ცხოვრების ჯანსაღი წესი სულ ახლახან შემოვიდა. სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება სპორტით. რაც შეეხება ქალბატონებს, უკვე დაიწყეს დარბაზში სიარული. მინდა ამ ქალების რიცხვი დღითიდღე გაიზარდოს. ჩემში ისინი პატივისცემის გრძნობას იწვევენ. ზოგჯერ ბევრი ქალი ეძებს უამრავ მიზეზს იმისთვის, რომ არ იაროს დარბაზში, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის მოტყუებაა. მე ვარჯიშს ჩვეულებრივ საათ-ნახევრის განმავლობაში ვატარებ, ეს ოპტიმალური დროა. ჩემში ყოველთვის დიდი პატივისცემას იწვევენ ის ადამიანები, რომლებიც, მიუხედავად გარემოებებისა და მიზეზებისა, საკუთარ სხეულზე ზრუნვას იწყებენ და ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ.

– სხვა ქვეყნებში როგორაა საქმე ამ კუთხით?

– მე არასდროს არავის არ ვადარებ ერთმანეთს. საქმე ეროვნებაში კი არა, არამედ ადამიანის პიროვნულ თვისებებშია. მაგალითად, რუსეთში და ამერიკაში მანდილოსნები უფრო მეტ დროს უთმობენ საკუთარი სხეულის მოვლას და გარეგნობას. საქართველოში პრიორიტეტი ოჯახს ენიჭება.

© FB / Anastasia Lukisანასტასია ლუკისი
ანასტასია ლუკისი - Sputnik საქართველო
ანასტასია ლუკისი

– საქართველოში დარჩენას ცხოვრების ბოლომდე გეგმავთ?

— მე უკვე ვცხოვრობ საქართველოში და სხვა ქვეყანაში გადასვლაზე არ ვფიქრობ. ახლა ვემზადები შეჯიბრებებისთვის და ვარჯიშებს ვატარებ.

– რამდენად რთულია ქალისთვის მწვრთნელობა?

— ძალიან ადვილია, როდესაც შენი საქმე გიყვარს. მზად ვარ ვითანამშრომლო ბევრ სპორტულ კლუბთან. განსაკუთრებით მსიამოვნებს იმ ადამიანების აღფრთოვანებული სახები, რომლებსაც მე ვავარჯიშებ. სასიამოვნოა ის მომენტი, როდესაც ისინი მადლობას მიხდიან და მეუბნებიან, რომ მათი მიზნების მიღწევაში ვეხმარები.

– მამაკაცების მწვრთნელი თუ ყოფილხართ?

— დიახ, მამაკაცებსაც ვავარჯიშებ, მაგრამ მინდა უფრო მეტი ქალი ვარჯიშობდეს, ვიდრე მამაკაცი. ქალები – ეს ესთეტიკაა…

© FB / Anastasia Lukisანასტასია ლუკისი
ანასტასია ლუკისი - Sputnik საქართველო
ანასტასია ლუკისი

– რა რაციონისგან შედგება თქვენი საკვები?

— ამჟამად შეჯიბრისთვის ვემზადები და ძალიან მკაცრი რაციონი მაქვს. მკითხველს ვეტყვი ერთს — როგორ გამოიყურება თქვენი სხეული, როგორია თქვენი სხეულის ფორმა, 70%-ით დამოკიდებულია კვებაზე. შეიზღუდეთ შემწვარ-მოხრაკული და ტკბილი. მიიღეთ მეტი ცილა, არ ჭამოთ ზედმეტი და თქვენ დაინახავთ, თუ როგორ შეიცვლება თქვენი სხეული, კანი და თმა. კანის მდგომარეობაც უშუალოდ დამოკიდებულია კვებაზე. ყველას გირჩევთ, დაძლიეთ კუჭის მოთხოვნილება და იცხოვრეთ საკუთარი თავისთვის. თქვით უარი მავნე საკვებზე და თქვენ მიხვდებით, რომ ხართ ძლიერი, თავდაჯერებული, ლამაზი. მავნე საკვებზე უარის თქმა თქვენს ხასიათსაც გააძლიერებს. რაც შეეხება წყალს, გირჩევთ უზმოზე 1 ჭიქა წყალი დალიოთ, ხოლო დღეში არანაკლებ 2 ლიტრი წყალი მიიღოთ. პირველ რიგში ეს ხელს უწყობს თირკმელების სტაბილურ მუშაობას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, ამ დროს სითხე ორგანიზმში არ გაჩერდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შესამაბისად, შეშუპება არ გექნებათ. ასევე გირჩევთ მიიღოთ გაფილტრული წყალი, ვინაიდან ორგანიზმი მას უკეთ ითვისებს.

– ალბათ ბევრი მამაკაცი დაინტერესდება თქვენი პირადი ცხოვრებით…

— რთულია სლავი ქალის ცხოვრება. ბევრი ცუდად გვიყურებს, ბევრი – პირიქით, აღფრთოვანებით, მაგრამ მე ვცდილობ მაგალითი ქალებსაც და მამაკაცებსაც მივცე, როგორ უნდა წარადგინო საკუთარი თავი და როგორ მოიქცე. ეროვნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, როგორი ადამიანი ხარ და რა ფასეულობები გაგაჩნია. საქართველოში უკეთ ვისწავლე ადამაინების ამოცნობა, რადგან, სამწუხაროდ, ახლა ყველაფერი აგებულია გარეგნობასა და სტერეოტიპებზე. ყველაზე მთავარია — არ გაჩერდე ერთ ადგილზე, განვითარდე და წინ წახვიდე. ამას ვურჩევ ქართველებს. მე შევძელი უამრავი სირთულის დაძლევა, იმის მიღწევა, რაც მინდოდა და ეს არ არის ბოლო წერტილი. ეს არის სლავი გოგონას მხოლოდ პირველი ნაბიჯები სხვა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც არის სულ სხვა აზროვნება და სტერეოტიპები.

– შეგიძლიათ რამე მარტივი ვარჯიშები გვასწავლოთ ქალებისთვის, რაც ყოველდღიურად, მარტივად შესასრულებელია.

– ძალიან ხშირად ადამიანებს ერიდებათ დარბაზში სიარული, რადგან ფიქრობენ, რომ იქ სასაცილოდ და სულელურად გამოიყურებიან. მაგრამ ეს ასე არ არის. ნებისმიერ სპორტულ დარბაზში არის მწვრთნელი, რომელიც დაგეხმარება. სპორტი აძლიერებს ხასიათს, ამაღლებს თვითშეფასებასა და ხელს უწყობს სწორ კვებას. უკეთესად გამოიყურები და თავსაც უკეთესად გრძნობ. სრულყოფილებას საზღვარი არ გააჩნია. დღეს სპორტი ძალიან მოდურია. მე ძალიან მომწონს, როდესაც ქალს აქვს ლამაზი ფეხები და საჯდომი. შესაბამისად, იმისთვის, რომ მრგვალი საჯდომი და ლაზათიანი ფეხები გქონდეთ, ყველაზე ეფექტური ვარჯიში არის ჩაჯდომები.

ყველა ახალი ამბავი
0