ვეფხვი, რომელიც ცეკვავდა კლდეზე…

© photo: Sputnik / Besik Pipiyaმიხეილ ხერგიანი სახლ-მუზეუმი მესტიაში
მიხეილ ხერგიანი სახლ-მუზეუმი მესტიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს განსაკუთრებით ვამაყობ იმით, რომ ჩვენი აივანი, თქვენ რომ ასე ლამაზად და ამაყად ქუსლავთ, არწივის ბუდესავით ზემოთაა დაბრძანებული და მასთან ჩახუტება, წიკლაურის აღმართის ავლით — უბრალო საქმე სულაც არ არის…

ანუ, ცოტა უნდა აფორიაქდე, ცოტაც გაოფლიანდე, მაგრამ მთლად რომ ამოხვალ, ვახტანგ გორგასალივით თვალს ვერ მოწყვეტ შესანიშნავ თბილისს…

დღეს კი, ალბათ ძალიან დაუძაბავად, ფეხის სულ ერთი მოსმით, გვესტუმრება მთების მეფე, მწვერვალების დამპყრობი, ცის კიდეზე არწივივით ფრთაგაშლილი კაცი — მიხეილ (მიშა) ხერგიანი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1932 წლის 25 მარტს…

საოცარი ბატონი მიშა — კლდესავით მაგარი, იმედიანი და მოკრძალებული… ღრუბლიანი და მზესავით შინაარსიანი…

მიხეილ ხერგიანი დაიბადა დაბა მესტიაში და გაჰყვა ზუსტად იმ გზას და კვალს, რომელზეც მამამ, ცნობილმა მთამსვლელმა, ბესარიონ ხერგიანმა არწივის პატარა მართვესავით თბილად დასვა…

მიშა ხერგიანმა 14 წლის ასაკში მიიღო თავისი პირველი ჯილდო — სამკერდე ნიშანი "საბჭოთა კავშირის პირველი კატეგორიის ალპინისტი". ნურავის ნუ ეწყინება, მაგრამ შემდგომშიც, ამხელა საბჭოთა კავშირში, მიხეილ ხერგიანს ბადალი არ ყავდა… 1955, 1956, 1964 წლებში იგი სამჯერ გახდა ალპინიზმში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი…

© http://archives.gov.ge/ge/page/mixeil-xergiani-80მთამსვლელი მიხეილ ხერგიანი
მთამსვლელი მიხეილ ხერგიანი - Sputnik საქართველო
მთამსვლელი მიხეილ ხერგიანი

ცნობილი მთამსვლელების- ჯორჯ პანტის, ჟან ფრანკოს და არმანდოს შეფასებით, მიშა ხერგიანი "კლდის ვეფხვი" იყო. სწორედ ეს წოდება მიენიჭა მას ოფიციალურად 1964 წელს…

როგორ მოხდა ეს ზუსტად გავიგე ბატონ თამაზ ჩიქვანაიას საოცარი მოგონებებიდან — თურმე, ხერგიანი ინგლისში მიუწვევიათ ტურნირზე, რომელსაც ინგლისის დედოფალი დასწრებია… როდესაც დედოფალმა კლდეზე მცოცავი მიშა შეამჩნია, თქვა: "ერთსვიცნობ, ჩვენია, მაგრამვინარისის, მეორე, კლდისვეფხვივითრომდაცოცავსო?" მედიამდედოფლისფრაზააიტაცადამიხეილხერგიანს "კლდისვეფხვი" სახელი სამუდამოდ შერჩა.

9 წლის შემდეგ კი, ივლისის თვეში,მიხეილ ხერგიანმა ვიაჩესლავ ონიშჩენკოსთან ერთად იტალიის ტორევენეციის 300 მეტრიანი კლდე რეკორდულ დროში დაიმორჩილა… შემდეგ კი ბანკოტის 700 მეტრიანი კედელი… მაგრამ მესამე ასვლა 800 მეტრიან მწვერვალ სუ-ალტოზე, მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა… ქვის ცვენის დროს, ერთერთმა ქვამ მისი თოკი გაწყვიტა… მეორე, სათადარიგო თოკი კი "კლდის ვეფხვს" არ ჰქონია…

მოდით, მოვუსმინოთ ვლადიმერ ვისოცკის სიმღერას, რომელიც მან მიხეილ ხერგიანს მიუძღვნა..

არ ვიცი, არ მესმის, ვერ ვიგებ, რა ძალა ეძლევათ ადამიანებს, რომლებიც სულ ზევით და ზევით ადიან და ცისარტყლებივით იშლებიან…

ბატონი მიშა ხერგიანი ამბობდა —"რაცმედლებიმაქვს, ყველასერთადმირჩევნია, რომბევრიმთამსვლელიმყავსგადარჩენილი, ყველაზემეტადისმიხარებსგულს, ადამიანსსიცოცხლესრომშევუნარჩუნებ."

არა და ბატონი მიშა ხერგიანი მარტო სიცოცხლეს კი არ უნარჩუნებდა ადამიანებს…

ის ჩვენში აღვიძებდა სანუკვარ, მთლად მთის კენწეროში ლამაზად მოკლათებულ ოცნებებს…

რადგანაც მთაა — ესე იგ მაღალია…

რადგანაც მაღალია — ესე იგი უსასრულოა…

რადგანაც მაღალი და უსასრულოა — ესე იგი მთაა…

პირადად მე კი ყოველთვის ავალ იმ მთაზე, რომლის მწვერვალზეც აუცილებლად დამხვდება შესანიშნავი კაცი — მიხეილ ხერგიანი…

მთავარია, არ დაგვავიწყდეს, რომ

დაპყრობილ მწვერვალს აღარ ქვია უკვე სიმაღლე,

ის სხვა სიმაღლის მისადგომთან — ისევ ძირშია…

Вершина та, что покорил ты,

В подножии других вершин…

გისურვებთ ნათელ, ლამაზ და მხოლოდ მწვერვალამდე მიმავალ დღეს!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0