ტრამპი: ერაყში რას აღარ ვაშენებთ და ერთი დედამ...ული სკოლა ვერ აგვიშენებია ბრუკლინში

© REUTERS / Andrew Kellyდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები უკვე სამი დღეა დასრულდა, მაგრამ მსოფლიო მასმედიაში ჯერაც არ ჩამცხრალა ინტერესი და ვნებათაღელვა ექსტრავაგანტული და, როგორც ახლა უწოდებენ, „არაპროგნოზირებადი“ მილიარდერის მიმართ.

შესაბამისად, „Sputnik-საქართველომაც“ მოიძია საინტერესო მასალა ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის თაობაზე. ქვემოთ დონალდ ტრამპის ცხოვრების მთავარ პრინციპებსა და უძლიერეს გამონათქვამებს გაგაცნობთ:
 
•    არ მიყვარს არშემდგარი, წარუმატებელი ადამიანები.

•    თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩემი დრო წასულია, ტრაგიკულად ცდება.

•    ერთადერთი განსხვავება ჩემსა და სხვა კანდიდატებს შორის ისაა, რომ მე უფრო პატიოსანი ვარ, ხოლო ჩემი ქალები — უფრო ლამაზები.

•    ჰილარიმ საკუთარი ქმარი ვერ დააკმაყოფილა და ამერიკას როგორღა დააკმაყოფილებს?!

•    ჩემი მომხიბვლელობის ერთ-ერთი შემადგენელი ისაა, რომ მდიდარი ვარ.

დონალდ ტრამპის როლები - Sputnik საქართველო
დონალდ ტრამპის შვიდი ყველაზე ცნობილი გაელვება კინემატოგრაფში

•    მუდამ ვოცნებობდი, ადამიანებს ჩემი ბოლომდე შეფასება გასჭირვებოდათ.

•    ფული, როგორც ასეთი, არასდროს მიზიდავდა. ის ჩემთვის მხოლოდ წარმატების საზომია.

•    ბიზნესი ჩემთვის ხელოვნებაა. ვიღაც ხატავს, ვიღაც ლექსებს წერს, მე კი გარიგებებს ვდებ — როგორც წესი, დიდ გარიგებებს.

•    ზოგჯერ საუკეთესო ინვესტიცია ისაა, რომელიც არ განგიხორციელებია.

•    ბევრი მეუბნება, რომ აზარტული მოთამაშესავით ვიქცევი, მაგრამ ცხოვრებაში ერთხელაც არ მითამაშია. აზარტული მოთამაშე ისაა, ვინც კაზინოში სათამაშო ავტომატებთან წრიალებს, მე კი ვამჯობინებ ამ ავტომატების მფლობელი ვიყო.

•    დიახ, ვაპირებ მექსიკასთან საზღვარზე უზარმაზარი კედელი წამოვჭიმო. და რამდენადაც არავის ძალუძს კედლების ჩემზე კარგად და ეფექტურად აგება, მე მას იაფად ავაშენებ. უფრო მეტიც, ისე გავაკეთებ, რომ მექსიკამ თავად გადაიხადოს ამ კედლის საფასური. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები.

•    როგორ თუ ჩინეთი არ მიყვარს? ოდესღაც სახლი მივყიდე ერთ ჩინელს 15 მილიონად. როგორ შეიძლება, რომ ამის შემდეგ ეს ქვეყანა მძულდეს?

•    შეხედეთ, როგორ ვიქცევით ერაყში: ჩვენ იქ ვაშენებთ სკოლებსა და გზებს. მერე ვიღაც აფეთქებს სკოლას — ჩვენ თავიდან ვაშენებთ ახალს, მერე ვიღაც აფეთქებს გზას — ჩვენ თავიდან ვაგებთ ახალს… და ამის ფონზე ერთი დედამ…ული სკოლა ვერ აგვიშენებია ბრუკლინში.

მელანია ტრამპი - Sputnik საქართველო
აშშ-ის ახალი პირველი ლედის მელანია ტრამპის სამი ცნობილი ციტატა

•    მეჩვენება, რომ საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ადგილზე იგივენაირი შენობა უნდა აგვეგო, ოღონდ ერთი სართულით მაღალი — რაღაც სულელური პროექტები კი არ უნდა გამოგვეგონებინა. 

•    ვფიქრობ, ამერიკის მთავარი პრობლემა ისაა, რომ სურს იყოს პოლიტკორექტული.

•    თუ პრეზიდენტი გავხდი, თქვენ ისევ იხილავთ შობის მილოცვებს მაღაზიებში.

•    მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მე აბორტების წინააღმდეგი ვარ.

•    ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ადამიანები დარწმუნებული არიან, რომ კარგ ადამიანს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში.

•    ვიღაცას ეჩვენება, რომ მოკლე თითები მაქვს. მაგრამ ჩემი თითები გრძელიცაა და ლამაზიც, ისევე, როგორც სხეულის სხვა ნაწილები, რაც დაწვრილებითაა დაფიქსირებული დოკუმენტებში.

•    არ შეიძლება შვილებს ტვირთად აჰკიდო დაუმსახურებელი სიმდიდრე. ეს მათ ცხოვრებას დაუნგრევს.

•    სანამ ფიქრი შეგიძლია, იფიქრე მასშტაბურად.

•    არაფერია იმაზე დიდი დანაშაული, ვიდრე კარგი იდეის მოფიქრება და მერე მისი განუხორციელებლად მიტოვება.

•    არასდროს ისარგებლოთ შვებულებით. თუ საქმე სიამოვნებას არ გგვრით, ესე იგი, თქვენს ადგილზე არ ხართ.

•    ჩემი დევიზი ასეთია: დაიქირავე საუკეთესოები და არ ენდო მათ არაფერში!

•    თუ შენი უფროსი სადისტია, გაათავისუფლე ის სამსახურიდან — მოძებნე სხვა სამუშაო.

•    გამარჯვებით მხოლოდ არშემდგარი, წარუმატებელი ადამიანები ტკბებიან.

•    ყოველთვის ვიხდი ბოდიშს, როცა რამეში მართალი არ ვარ.

ყველა ახალი ამბავი
0