უკრაინის ექს-პრემიერი: კიევი კიდევ 25 წელი ვერ გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთისა და უკრაინის დროშები
რუსეთისა და უკრაინის დროშები  - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
გამოწერა
ჟენევაში აშშ-ისა დარუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამ უკრაინის მომავლის საკითხი წამოჭრა. მიიღებს თუ არა უკრაინა ნატოს წევრობას? როგორის დასავლეთის პოლიტიკა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისადმი?

ამის შესახებ Sputnik-ის კორესპონდენტ ნიკიტა ჩიკუნოვს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი  ნიკოლაი აზაროვი ესაუბრა, რომელმაც ქვეყანა 2014 წლის მოვლენების შემდეგ დატოვა.

კიევის შორი ოცნება

ევროკავშირისა და რუსეთის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2021
სიტყვით ზეწოლა, საქმით – თანამშრომლობა: ევროკავშირის „ახალი“ სტრატეგია რუსეთის მიმართ

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები შეხვედრაზე შესაძლოა შეეხნენ უკრაინის ნატოსი გაწევრიანების საკითხს, თუმცა უახლოეს პერსპექტივაში ეს არ მოხდება, მიაჩნია ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი აზაროვს.

პოლიტიკოსის თქმით, კიევის სხვადასხვა ორგანიზაციებში მიღება სრულადაა დამოკიდებული აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციებზე. ხოლო ამ ორი უკანასკნელის წარმომადგენლები უკრაინის ნატოში ინტეგრაციის წინააღმდეგი არიან.

„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში არანაირ შესვლაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. სანამ უკრაინა ღარიბი და ჩამონგრეული ქვეყანაა, იქით გზა დაკეტილია. ამ დღეებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყნის ნატოში შესვლა გათვალისწინებული არ არის. გერმანია იგივე პოზიციაზეა. ეს ლოგიკურია მათი მხრიდან. უკრაინას არც ევროკავშირი და არც ნატო არ ელის კიდევ მინიმუმ 25 წელი“, — აღნიშნა აზაროვმა.

მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები ამგვარ პოზიციაზე ჯერ კიდევ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს იყვნენ, თუმცა მას შემდეგ ქვეყანა ევროკავშირის სტანდარტებს კი არ დაუახლოვდა, არამედ პირიქით, დეგრადაცია განიცადა.

დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
რაზე ისაუბრეს პუტინმა და ბაიდენმა სამიტზე: პესკოვის განმარტება

ამასთან  ნიკოლაი აზაროვი ყურადღებას ამახვილებს, რომ კიევის პოტენციური წევრობა ამ სტრუქტურაში მთელ ომისშემდგომ უსაფრთხოების სისტემას დაანგრევდა და მეორე მსოფლიო ომის შედეგების ფაქტობრივ გადახედვას მოითხოვდა.

„საბჭოთა კავშირმა ძალიან დიდი ფასი გადაიხადა უსაფრთხოების არსებული სტანდარტებისთვის. სტალინის მოთხოვნით, შეიქმნა ბუფერული ზონა, როელსაც რუსეთის დაცა უნდა უზრუნველეყო დასავლეთის მორიგი შემოსევებისგან ასეულობით წლების განმავლობაში. ნატოს გაფართოება ამ შეთანხმებებს ეჭვქვეშ აყენებს“, — აცხადებს ექს-პრემიერი.

ახალი ომის ექო

როგორც აზაროვი ამბობს, ჟენევის სამიტის შემდეგ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მინსკის შეთენხმებებისადმი მხარდაჭერა. უკრაინის ხელისუფლების ამჟამინდელი განცხადებები კი სხვა რამეზე მეტყველებს.

„[უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა] ალექსეი დანილოვმა თქვა, რომ დონბასის აღება ქვეყნისთვის პრობლემა არ არის, უბრალოდ დიდი მსხვერპლი იქნება, რაც სასურველი არ არის. რისთვის კეთდება ასეთი განცხადებები? სულ ახლახან შედგა მისი უშუალო პატრონის შეხვედრა  პუტინთან. ორივე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათმა მოლაპარაკებებმა სტაბილურობისკენ უნდა გახსნას გზა. ის კი უცბად ამბობს, რომ კიევს დონბასის აღება ორიოდე დღეში შეუძლია“, — კითხულობს პოლიტიკოსი.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
რუსეთ-აშშ-ის სამიტის შედეგები: რა უამბო ჟურნალისტებს პუტინმა

თუმცა ის მსხვილმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტს გამორიცხავს, ვინაიდან ასეთი სცენარი არახელსაყრელი იქნება ამერიკისთვის.

„ვფიქრობ, ამერიკელები ამის ნებას არ მისცემენ. არა იმიტომ, რომ ძალიან აღელვებთ ადამიანური მსხვერპლი — ეს ყველაზე ნაკლებ აღელვებთ. ამაზე მეტყველებს ერაყის, სირიისა და ლიბიის გამოცდილებები. მათ აღელვებთ რეჟიმის არსებობის საკითხი. თუ სერიოზული კონფლიქტი დაიწყება, მაშინ თავად უკრაინის სახელმწიფოებრიობის არსებობის საკითხი წამოიჭრება“, — შენიშნავს აზაროვი.

კონკურენტების მოშორება

უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკა პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, მიზანმიმართულ დარღვევაზეა აქცენტირებული — პოლიტიკურად და ეკონომიკურად.

„თავის დროზე „ცივი ომი“ თუ კარიბის კრიზისი შემთხვევით არ დაწყებულა. აშშ რუსეთის დაშლის პოლიტიკას ატარებდა და ამან იმიშავა. ახლა ამერიკელები ცდილობენ, შეზღუდონ ჩინეთის განვითარება. ამის არდანახვა შეუძლებელია“, — დარწმუნებულია იგი.

ამასთან ყოფილ პრემიერს მიაჩნია, რომ აშშ ასეთ პოლიტიკას იმის მიუხედავად ატარებს, თუ ვინ დგას სახელმწიფოს სათავეში.

„ამ პოლიტიკას გარკვეული ამერიკული უწყებები ატარებენ სახელმწიფოთა მეთაურების თანხმობით ან მათი მონაწილეობის გარეშე. დონალდ ტრამპი ღიად არ ენდობოდა თავის სპეცსამსახურებს, ამაზე საჯაროდაც საუბრობდა“, — დაასკვნა ნიკოლა აზაროვმა.

ყველა ახალი ამბავი
0