მოსაზრება: ვინ ცრის დასავლეთს სუსტი დამოუკიდებლოების ვირუსზე

© photo: Sputnik / Mikhail Klimentyev / გადასვლა მედიაბანკშიანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი
ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან ერთდროულად მოულოდნელიც იყო და მოსალოდნელიც.

პიოტრ აკოპოვი

სამშაბათს გამართული ვიდეოკონფერენციის დრო წინასწარ და დასახელებულა. მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მთელი სამი კვირის განმავლობაში ლაპარაკობდა, რომ „ნორმანდიულ ფორმატში“ შეხვედრის განზრახვა ჰქონდა. საბოლოოს ზელენსკის მოლაპარაკებებზე არ დაუძახეს — კრემლმა ამით მიანიშნა, რომ დონბასში ზავის დამრღვევ და ვითარების დამძაბავ პოლიტიკოსთან ახლა საუბარს არ აპირებს.

ვითარება უკრაინის დონეცკის ოლქში - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
მოსაზრება: რუსეთი არკვევს, რამდენად მზადა დასავლეთი დონბასში ომის განსაახლებლად

მაგრამ ფორმალურად უკრაინა გვერდზე იმიტომ დარჩა, რომ სამ ლიდერს ბევრი თემა ჰქონდა განსახილველი — მათ შორის იმათი, ვისთვისაც სამეულის ფორმატის გამოყენებაა შესაძლებელი.  

პუტინს მერკელსა და მაკრონთან დაახლოებით სამი თვეა, არ უსაუბრია, მაგრამ იანვარში მათი სატელეფონო საუბრის შემდგომ პერიოდში მხოლოდ დონბასში ვითარება კი არ დაიძაბა, არამედ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებიც. არადა, თითქოს მეტი დაძაბვა შეუძლებელი იყო, მაგრამ ბაიდენის თანამდებობაზე მოსვლამ და ევროპის რეაქციამ ნავალნის დაპატიმრებაზე ვარდნის ახალი სიღრმეები გამოაჩინა. მოსკოვში პირდაპირ დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები გაყინულია და თანაც არა მოსკოვის ინიციატივით. ამასთან ევროკავშირსა და ცალკეული სახელმწიფოების ლიდერებს რეალურად არ შეუძლიათ თავს მოსკოვთან ურთიერთობების პაუზაზე დაყენების უფლება მისცენ. პირიქით, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის, შიდაპოლიტიკურიდანაც, აქტიური აღმოსავლური პოლიტიკის გატარებაა საჭირო. მაგრამ, როგორ გატარდება ის მოლაპარაკებების გარეშე?

ჰოდა, დაილაპარაკეს — თანაც ერთბაშად უამრავ თემაზე: უკრაინიდან ლიბიამდე, რუსული ვაქცინებიდან ირანამდე. არ დავიწყებიათ არც ნავალნი და არც ლუკაშენკო. გარღვევა არცერთ პუნქტში არ მომხდარა. ვერც მოხდებოდა. იმიტომ რომ ევროპას რაღაც თემების გადაჭრის კონკრეტული ინტერესები და შესაძლებლობები აქვს, რაღაცისა კი ან შესაძლებლობა არ აქვს (ირრანი), ან სურვილი (უკრაინა).

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 25.02.2021
მოსაზრება: ევროპა ვერ ირიდებს ვალდებულებებს რუსეთის შეკავებაზე

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მაკრონმა და მერკელმა მოისურვეს, რომ რუსეთმა „თავზე აიღოს ვალდებულება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სტაბილიზაციაზე და მინსკის ხელშეკრულების დაცვით კრიზისიდან გამოსავლის მოძებნაზე“. და პუტინს „ნორმანდიულ ფორმატში“ ზელენსკისთან შეხვედრას სთავაზობდნენ. ამგვარი შეხვედრის პერსპექტივა ჯერჯერობით ნულოვანია, მით უმეტეს, რომ პასუხად პუტინმა „სერიოზული შეშფოთება გამოთქვა შეხების ხაზზე უკრაინის მიერ შეიარაღებული ესკალაციის პროვოცირებაზე“. ბერლინი და პარიზი მზად არ არია, აიძულონ უკრაინა წავიდეს დონბასთან პირდაპირ დიალოგსა და საკონსტიტუციო რეფორმებზე. ამის გარეშე ლო დარეგულირებაში არანაირი პროგრესი არ მოხდება.

არ გამოვიდა საუბარი ბელორუსიის თემაზეც. პუტინმა აღნიშნა, რომსუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევა დაუშვებელია.

იგივე მოიაზრებოდა ალექსეი ნავალნის საქმის განხილვისასაც, როდესაც მერკელმა და მაკრონმა პრეზიდენტ პუტინის ყურადღება გაამახვილებინეს ნავალნის უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე „ადამინის უფლებების ევროპული კონვენციის შესაბამისად“. ნავალნის ისტორია უკვე ისედაც აისახა რუსეთისა და ევროპის ურთიერთობებზე — მაგრამ არიან კი მზად ევროპელები იმისთვის, რომ შემდგომშიც გამოიყენონ ეს თემა დამატებითი დაძაბულობის შესანარჩუნებლად? აცნობირებენ კი იმას, რომ ამ საკითხში არანაირი დათმობა არ იქნება, ხოლო ნავალნის თემის გამოყენება პუტინზე ზეწოლის ინსტრუმენტად არათუ უსარგებლო, არამედ კონტრპროდუქტიულიცაა? ხომ გასაგებია, რომ რუსეთი თავის შინაურ საქმეებში არანაირ ჩარევას არ დაუშვებს?

დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
პესკოვი: მოსკოვი ვაშინგტონს ძალის პოზიციიდან საუბრის უფლებას არ მისცემს

ამასთან მოლაპარაკებების საკვანძო ფორმულირება პუტინის განცხადება გახდა იმის თაობაზე, რომ რუსეთი „მზადაა ევროკავშირთან ნორმალური დეპოლიტიზირებული ურთიერთობებისთვის, თუ ამაზე შემხვედრი დაინტერესებაც იქნება“. დიახ, დეპოლიტიზირებული — ანუ ზეწოლისა და მანიპულაციების პრიმიტიული ილეთების გარეშე.

პრობლემა ისაა, რომ ამჟამინდელ ევროპულ ვითარებაში ვერც ვერავის დაელაპარაკები. მით უმეტეს, მერკელსა და მაკრონს. მათ აბსოლუტურად არ აქვთ უნარი, გადაჭრან სტრატეგიული საკითხები  — მათ შიდა საკითხები აწუხებთ. შემოდგომაზე მერკელი კანცლერის პოსტს დატოვებს, ახლა მას ყველაზე მეტად ის აფიქრებს, ხელისუფლება როგორმე  თავის თანაპარტიელს ან მოკავშირე პარტიის წევრს გადასცეს. მაკრონს კი მომავალ გაზაფხულზე ურთულესი საპრეზიდენტო არცევნები ელის, რომელზეც მას ხელმეორედ არჩევა არანაირად არ აქვს გარანტირებული. მისი მოწინააღმდეგე იქნება არა უბრალოდ ოპოზიციური, არამედ კონტრელიტური მარინ ლი პენი. დაეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მთლიანად ევროკავშირისა და ცალკე აღებული გერმანიისა და საფრანგეთის გეოპოლიტიკურ სისუსტეებზე.

დიახ, გერმანიის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი–2–თან“ მიმართებით კანცლერის გავრზე არ არის დამოკიდებული — გაზსადენის დაცვა გერმანიის გეოპოლიტიკურ ინტერესებს პასუხობს.

აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
მოსაზრება: აშშ-ს სურს ყველას ჭკუა ასწავლოს

მაგრამ განა მათ ინტერესებს ასევე პასუხობს ანგლოსაქსური თამაში უკრაინასთან, მისი ევროინტეგრაციისა და ატლანტიზაციის დაპირება? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა არც ბერლინს შეუძლია და არც პარიზს. უკრაინის საკითხის გადაუჭრელად კი ევროპის ურთიერთობები რუსეთთან ყოველთვის მიწყვლადი იქნება ატლანტისტების გავლენის მიმართა — ანუ, უკეთეს შემთხვევაში, მოსკოვი ყოველთვის არადამოუკიდებელ პოლიტიკოსებად აღიქვამს ევროპის ლიდერებს, ადამიანებად, რომლებსაც შეზღუდული გეოპოლიტიკური შესაძლებლობები და სუსტი სუვერენიტეტი აქვთ.

და ამაში მათ რუსული „სპუტნიკ V“ ვერ დაეხმარება, იმიტომ რომ რუსეთს იმუნიტეტი აქვს გარედან ჩარევაზე, ევროპელებს კი ეს იმუნიტეტი კრიტიკულად დაუქვეითდათ. მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა გვიანი არასდროს არ არის — მთავარია, აღიარო, რომ დიაგნოზი იცი.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0