00:52 18 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1187
  • 100 RUB4.5355
  • USD3.4363
მოსაზრება
მოკლე ბმულის მიღება
24 0 0

მოსკოვთან ურთიერთობების გაუარესებისა და ევროპაზე „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ის“ გამო ზეწოლების, ასევე ახალი სანქციებით მუქარის ფონზე ამერიკელებმა მკვეთრად გაზარდეს რუსული ნავთობის შესყიდვები.

ნატალია დემბინსკაია

რატომ არ უშლის ხელს აშშ–ს საკუთარი საგარეო პოლიტიკა ენერგორესურსების რუსეთისგან შესყიდვაში?

იმპორტის ზრდა

აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგო–სააგენტოს (EIA) ინფორმაციით, გასულ წელს აშშ–მა რუსეთიდან ნავთობისა და ნავთთობპროდუქტების იმპორტი 3,5%-ით გაზარდა და ამით ცხრაწლიან მაქსიმუმს მიაღწია. რუსეთი მიმწოდებლებს შორის მეორე ადგილზე გავიდა, შეავიწროვა რა საუდის არაბეთი, რომელმაც მკვეთრად შეამცირა ექსპორტი ბაზარზე ბალანსის აღსადგენად.

2020 წელს ამერიკელები რუსეთიდან დღე–ღამეში საშუალოდ 538 ათას ბარელ ნავთობს იღებდნენ, ხოლო საუდის არაბეთიდან — 522 ათასს. უმსხვილესი მყიდველები იყვნენ Valero და Exxon–ი, რომლებმაც 55 და 50 მლნ ბარელი შეიძინეა (შესაბამისად). ამ ორ კომპანიაზე რუსული იმპორტის თითქმის ნახევარი მოვიდა.

სხვა არსაიდან

ამერიკულმა ნავთთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსეთს მას შემდეგ მიმართეს, რაც ვენესუელიდან ნედლეულის მიწოდება შეწყდა. ეს დონალდ ტრამპის დამსახურებაა, რომელმაც 2019 წელს სანქციები დაუწესა Petroleos de Venezuela S. A–ს, რის შედეგადაც მიწოდებების ჯაჭვი დაირღვა.

ყველაზე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მექსიკის ყურისა და აღმოსავლეთ სანაპიროს ქარხნები, მათ შორის: Citgo Petroleum–ი, Valero Energy და Chevron–ი. ამერიკელები რუსეთისგან ძირითადად ნედლ ნავთობს კი არ ყიდულობენ არამედ მაზუთს, რომელიც ბენზინის წარმოებისთვისაა  აუცილებელი.

„დაკარგა რა ვენესუელური ნავთობი და შეეჯახა ნედლეულის გაძვირებას „ოპეკის“ ტრადიციული მომწოდებლებისგან, აშშ რუსული მაზუთის ძირითადი მომხმარებელი გახდა“, — აღნიშნავს ოქსფორდის უნივერსიტეტის ენერგეტიკული კვლევების მეცნიერი ადი იმსიროვიჩი.

სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა „ოპეკის“ მოპოვებებმა. საუდის არაბეთიდან მიწოდებები ამ დროისათვის 1985 წლის შემდგომ მინიმუმზეა და, ექსპერტების აზრით, ამერიკულ ნავთოგადამამუშავებელ ქარხნებს მუშაობის გაგრძელების საშუალება მხოლოდ რუსულმა მაზუთმა გაუჩინა.

ფიქალური კრიზისი

სიტუაციაზე გავლენა მოახდინა პანდემიის გამო ფიქალური დარგის ჩამოშლამაც. აშშ–ში დღე–ღამეში 13 მილიონ ბარელს მოიპოვებდნენ, ახლა კი ეს მაჩვენებელი 11 მლნ ბარელია.

შე,მცირდა ენერგომატარებლებზე მოთხოვნაც, ჩამოიშალა ნავთობ–კოტირებები. გაზ– და საბურღ დანადგართა რაოდენობა განუხრელად მცირდებოდა, კომპანიები მუშაობას წყვეტდნენ. გაკოტრდა ასორმოცდაათამდე ფიქალ–მწარმოებელი. უპირველესად ისინი, ვისაც პრობლემები კოვიდამდეც ჰქონდა: კომპანიები ვალებში იყვნენ ჩაფლული ინვესტიციების უკმარისობის გამო. უოლ–სტრიტს 2018 წლიდან გაუცივდა გული მეფიქალეების მიმართ, რადგან განსაჯა, რომ ისინი პრაქტიკულად არ იძლეოდნენ მოგებას და პროექტების უმეტესობა წამგებიანი იყო.

2020 წელს, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს შეფასებით, ინვესტიციები ორზე მეტჯერ დაეცა — 45 მლრდ დოლარამდე.

EIA–ში მიაჩნიათ, რომ ფიქალური ნავთობის სადღეღამისო მოპოვება მარტში 7,5 მლნ ბარელამდე დაიწევს. უარყოფითი დინამიკა შეინიშნება შვიდიდან ექვს ნავთობრაიონშიც — ანადარკოს, ბაკენის, ნაიობრარის, იგლ–ფორდის, ბერმანის, ჰეინსვილისა და აპალაჩის ფორმაციებში.

Fitch–ის პროგნოზით, ფიქალური დარგი კიდევ ორი–სამი წელი ვერ დაუბრუნდება კრიზისამდელ მაჩვენებელს.

არალოგიკური მდგომარეობა

როგორც Bloomberg–ი წერს, აშშ მეტად არალოგიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა: რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების გაძლიერება სრულ წინააღმდეგობაშია სახელმწიფოს ენერგეტიკულ კურსთან. ერთი მხრივ, ვაშინგტონი მთელი ძალებით ცდილობს, უარი ათქმევინოს ევროპას „ჩრდილოეთის ნაკადი–2–ზე“, რათა საკუთარი გაზი გაყიდოს, მეორე მხრივ — ამერიკული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსეთში იმაზე მეტ ნედლეულს ყიდულობენ, ვიდრე ოდესმე შეუძენიათ.

„ტეხასის შტატში, ბეითაუნის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან მდგარი ტანკერები ზუსტად ისევე გამოიყურება, როგორც ჰიუსტონის სანაოსნო არხში მოძრავი სხვა ბევრი. მაგრამ მათ უზარმაზარ ტრიუმებში უჩვეულო ტვირთი იმალება: რუსული ნავთობი“, — აღნიშნავს სააგენტო.

„ბლუმბერგის“ აზრით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ კრემლმა ვაშინგტონის პოლიტიკა სათავისოდ გამოიყენა.

„არადა ტრამპი ტრაბახობდა, რომ აშშ ენერგეტიკულ ზესახელმწიფოდ იქცა და ქვეყანა არასდროს იქნება დამოკიდებული „მტრულ უცხოურ მომწოდებლებზე“, — ამბობს ბეიკერის ინსტიტუტის ნავთობანალიტიკოსი მარკ ფინლი.

საინტერესოა, რომ შექმნილ ვითარებაზე ვაშინგტონში  არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა იმპორტის განუხრელი ზრდა აშკარად მიუთთებს იმაზე, რომ ტრამპის მანტრა ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე არ მუშაობს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

მთავარი თემები