მოსაზრება: ტრამპმა ბრძოლაში ბოლო რესურსი ჩართო

© AP Photo / Seth Wenigდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შიდაპოლიტიკური სამზარეულოს საჯარო სივრცეში გატანით ტრამპი აღიარებს, რომ რესპუბლიკელ სენატორებთან ერთად საქმე არ გაკეთდება. ამიტომაც „მოიხსნა მუზარადი“ და თანამებრძოლებს უნიღბოდ დაუპირისპირდა, რათა მისმა მხარდამჭერებმა იცოდნენ, ვინ დაადანაშაულონ.

მიხაილ შეინკმანი

საერთოდ, მისი შემოქმედებისთვის ეს რაღაც ახალია. როგორც წესი, ტრამპი „ტვიტერით“ მიმართავს ხოლმე რიგით ამერიკელებს, აქ კი კავშირის ღია არხი გამოიყენა რესპუბლიკელი სენატორებისთვის ბრძანების მისაცემად — არ დაიხიონ უკან და არ დანებდნენ.

პენტაგონი - Sputnik საქართველო
თუ ტრამპი სამხედრო მდგომარეობას გამოაცხადებს: პენტაგონში სცენარებს განიხილავენ

„დადგა დრო პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლისა, როგორც ამას დემოკრატები გააკეთებდნენ, მათ რომ მართლა გაემარჯვათ. გაყალბების მტკიცებულებები უდავოა!“ — განაცხადა ტრამპმა და მოგვიანებით, მეტი დამაჯერებლობისთვის, ჯო ბაიდენს „ფეიკ პრეზიდენტი“ უწოდა. რაღაც აზრით, ესეც მისი სატელეფონო უფლებაა.

შიდაპოლიტიკური სამზარეულოს საჯარო სივრცეში გატანით ტრამპი აღიარებს, რომ რესპუბლიკელ სენატორებთან ერთად საქმე არ გაკეთდება. ამიტომაც „მოიხსნა მუზარადი“ და თანამებრძოლებს უნიღბოდ დაუპირისპირდა, რათა მისმა მხარდამჭერებმა იცოდნენ, ვინ დაადანაშაულონ. და მომხრეებმა ეს იციან. ხოლო თანამებრძოლებმა იციან, რომ ტრამპის მხარდამჭერები ამის ცოდნის გარეშეც ძალაა, ხოლო ცოდნით — მიმართული ძალაა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მას ბოლო პერიოდში თითი არ გაუნძრევია, თუ სმარტფონს არ ჩავთვლით. დანარჩენ დროს გოლფი აქვს. თითქოს 20 იანვრის მერე დრო არ ექნება სათამაშოდ. თუმცა, 6 იანვარს აპირებს, რომ ვაშინგტონში იყოს. გააფრთხილა კიდეც, რომ დიდი პროტესტი იგეგმება.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციის დღეს თეთრი სახლის დატოვებას არ აპირებს

მის მდგომარეობაში სხვაგვარად არც გამოვა. იმისათვის, რომ ფრთის მბრძანებლად დარჩეს, კაპიტოლიუმის ბორცვი უნდა აიღოს. ეს მისი ბოლო სიმაღლეა. ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრის შედეგების გადათამაშების მცირე, მაგრამ ჰიპოტეთური შანსი არსებობს. და ამის პრეცედენტიც არის — თუმცა უძველეს 1876 წელს. ამიტომ ამაზე ახლა საუბარი საკუთარი თავის უპატივცემულობას ნიშნავს. და არა იმიტომ, რომ ის არჩევნები აქამდე ყველაზე ბინძურად მიიჩნეოდა ამერიკის ისტორიაში. რატენფორდ ჰეიზი მაშინ მაინც გახდა პრეზიდენტი სამხრეთის შტატის კონგრესმენებთან გარიგების წყალობით, რომლებიც მონობის დაბრუნებაზე ოცნებობდნენ. იყო გრანდიოზული სკანდალი, რომელსაც ლამის სამოქალაქო ომის განახლება მოჰყვა.

სწორედ ამაზე დაყრდნობით გამოდის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვის წინააღმდეგ რესპუბლიკელი სენატორი მიჩ მაკკონელი და არა იმიტომ, რომ ჯო ბაიდენთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.

ესმის რა, რომ მას ღალატობენ, ტრამპმა ბრძოლაში ბოლო რესურსები გამოიყენა, რათა ყველას თვალწინ შეერცხვინა თანამებრძოლები და იქნებ ცოტა დაეშინებინა კიდეც. ჯერ კიდევ ყველა ძველებურად ფიქრობს, რომ მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მაგრამ არა სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება. ასეთი განზრახვები რომც ჰქონოდა, მედიასაშუალებებში ინფორმაციის დროული გაჟონვა ტრამპის ცეცხლს გაანელებდა.

ყველა ახალი ამბავი
0