მოსაზრება: ისრაელისა და უნგრეთის „სავაქცინო ნაციონალიზმი“

© photo: Sputnik / AFK Sistema / გადასვლა მედიაბანკშივაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ
ვაქცინა  COVID-19-ის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელი მოლაპარაკებებს აწამოებს რუსეთთან COVID-19-ის ვაქცინის შეძენის თაობაზე, რის შესახებაც ცნობილი ვლადიმირ პუტინისა და ბენიამინ ნათანიაჰუს სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა.

ირინა ალქსნისი

რუსული ვაქცინის მიმართ ისრაელის სახელმწიფოს ინტერესის შესახებ ეს ახალი ამბავი განსაკუთრებულად სენსაციური არ ყოფილა. ასეთი რამ ორიოდე კვირის წინ მოხდა, როცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ იერუსალიმის სამედიცინო ცენტრმა „ჰადასამ“ ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს მილიონ-ნახევარი დოზა დაუკვეთა. ასე რომ, ორი ლიდერის საუბარი პროცესის ორგანულ გაგრძელებად გამოიყურება.  

მაგრამ ისრაელი მარტო რუსულ მედიკამენტზე არ დებს ფსონს. პირიქით, როგორც ნათანიაჰუმ განაცხადა პუტინთან საუბრის შემდეგ, მათი მიზანი — „რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ვაქცინის შეძენაა რაც შეიძლება მეტი წყაროსგან, რაც შეიძლება მეტი მოქალაქისთვის“. 

რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V - Sputnik საქართველო
ისრაელში COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის რეგისტრაცია იგეგმება

პრემიერის სიტყვები საქმეს არ შორდება. ისრაელმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გააფორმა კონტრაქტი ვაქცინის შეძენაზე ამერიკულ კომპანია Moderna-სთან, რომელიც, როგორც ამ დღეებში გახდა ცნობილი, 94,5%-იან ეფექტურობას ავლენს გამოცდის მესამე ფაზაზე. ხოლო გასულ კვირაში თელ-ავივსა და კომპანია Pfizer-ს შორის ანალოგიური შეთანხმების თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია.

მოკლედ რომ ვთქვათ, ისრაელმა ღრმად პრაგმატული პოზიცია დაიკავა, რაც სრულად გამართლებულია დაავადების საფრთხისა და გავრცელების, ჯანდაცვის სისტემაზე კოლოსალური დატვირთვისა და ეროვნული ეკონომიკისთვის დარტყმის ფონზე. ისრაელმა რამდენიმე კალათში ჩადო კვერცხი, ოღონდ არჩევანის გაკეთებისას მხოლოდ სამეცნიერო მოსაზრებებს ეყრდნობა, იდეოლოგიურ–პოლიტიკურს კი იგნორირებას უკეთებს.

მაგრამ ახლა დასავლური სამყაროსთვის ამგვარი მიდგომა შეიძლება უნიკალურად და უჩვეულოდ ჩაითვალოს.

ევროკავშირი გულდასმით აყენებს თავის წევრებს „სმენაზე“ და „პარტიის ხაზისგან“ განდგომილებს საჯელით ემუქრება. ასეთია ახლა უნგრეთი.

ევროკავშირის სტრატეგია კორონავირუსის ვაქცინაციაზე იმ პრეპარატების გამოყენებას მოიაზრებს, რომლებიც მის ტერიტორიაზეა დამზადებული. სხვათა შორის, ეს ის „სავაქცინო ნაციონალიზმია“, რაშიც რუსეთს ადანაშაულებდნენ ორიოდე თვის წინ. ამ დროისათვის ევროკავშირს სამ ფარმაცევტულ კომპანიასთან — AstraZeneca-სთან, Sanofi-GSK-სთან და Johnson & Johnson-თან აქვს გაფორმებული კონტრაქტები პოტენციური მედიკამენტის შესყიდვაზე.

COVID-19-ის ვაქცინა  - Sputnik საქართველო
ჯანმო რუსულ ანტიკორონავირუსულ ვაქცინას შეამოწმებს

ბუდაპეშტი კი, რომელმაც ამ თემაზე მოსკოვთან დაიწყო თანამშრომლობა, ბრიუსელის მითითების საწინააღმდეგოდ მიდის, რომელიც დამრღვევებს ადმინისტრაციული ზომების გატარებითაც კი დაემუქრა. თუმცა უნგრელებისთვის ასეთი მუქარები ჩვეული ამბავია, ისევე, როგორც მათი იგნორირების უნარი. „სპუტნიკ V“-ს პირველ ნიმუშებს ამ კვირაში მიაწვდიან უნგრეთს ტესტირებისთვის, იქ უკვე მზადდება სივრცე, სადაც რუსული ვაქცინის წარმოების ორგანიზება იგეგმება.

უნგრეთის ხელისუფლების მოტივაციის გაგება მარტივია. კორონავირუსის პირველმა, საგაზაფხულო ტალღამ გამოაჩინა, რომ ევროკავშირში თითოეული ქვეყანა იძულებულია ეპიდემიას დამოუკიდებლად გაუმკლავდეს. არც ამჟამინდელი მოვლენები იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს — პრაქტიკულად ყოველდღიური ანტირეკორდებით დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედით.

ამ ვითარებაში ევროკავშირი, რომელმაც პრაქტიკულად ხელები დაიბანა, მისი წესების დაცვას მოითხოვს იმ მხრივ, თუ როგორ და რით უნდა ებრძოლონ COVID-19-ს. ძალიან მოსახერხებელი პოზიციაა ბრიუსელისთვის.

უფრო უარესიც: რუსული ვაქცინა მხოლოდ მზადყოფნის მხრივ არ უსწრებს ევროპულებს, რაც მის ფართო გამოყენებას უფრო ადრე გახდის შესაძლებელს, არამედ თავად პრეპარატების მიმართაც არსებობს კითხვები.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: რუსეთი მზადაა COVID-19-ის ვაქცინაციის საკითხზე ევროპასთან თანამშრომლობისთვის

AstraZeneca-ს „ოქსფორდულ“ ვაქცინას არაერთი უსიამოვნო ინციდენტი უკავშირდება ტესტირების პროცესში, რამაც მისი უსაფრთხოება ეჭვქვეშ დააყენა. ამის პარალელურად კი ევროკავშირი ვაქცინას შედარებით დაბალ ფასად (ერთი დოზა – 2,5 ევრო) ყიდულობს, ხოლო კომპანია, გარიგების პირობების თანახმად, იმუნიტეტს იღებს იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინა ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებს. თავის მხრივ, ფრანგული Sanofi-ს მედიკამენტთან დაკავშირებით არაფერი შემაშფოთებელი არ მომხდარა, მაგრამ ის ოთხჯერ ძვირიც ღირს.

შედეგად, შეუძლებელია არ დავსვათ კითხვა: როგორ გადანაწილდება ევროკავშირს შიგნით ეს ვაქცინები? ძნელია თავიდან მოიშორო ეჭვები, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი წევრები უპირატესად AstraZeneca-ს პრეპარატით მომარაგდებიან. და თუ მის გამოყენებას მასობრივად მოჰყვა მძიმე შედეგები ადამიანების ჯანმრთელობაზე, პრობლემების მოგვარება ეროვნულ მთავრობებს მოუწევთ.

ამგვარ ანტურაჟში უნგრეთის ხელისუფლების მოქმედებები ჯანსაღი აზრის ნიმუშად და ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ მიდგომად გამოიყურება: უკეთესია განკარგულებაში გქონდეს, დაე, არა „იდეურად სწორი“, მაგრამ ეფექტური ვაქცინა, რომლის უსაფრთხოებაშიც დარწმუნებული ხარ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V  - Sputnik საქართველო
კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ჯანმოში გადაკვალიფიცირებას გაივლის

სხვათა შორის, ზუსტად ეს თქვა „ჰადასის“ ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ზეევ როტშტეინმა მისი დაწესებულების მიერ რუსული ვაქცინის შეძენის თაობაზე: „მე სრულიად არ ვღელავ ჩემი გადაწყვეტილების გამო – არ მივაქციო ყურადღება პოლიტიკურ ან კომერციულ უთანხმოებებს. ჩვენ ნეიტრალურები ვართ, ჩვენ არ ვართ პოლიტიკურად მიკერძოებულები. ჩვენ ისე ვეკიდებით ვაქცინას, როგორც პირველი საჭიროების ელემენტს ჩვენი პაციენტებისთვის“.

როგორც ყველაფრიდან ჩანს, თანამედროვე დასავლეთისთვის მსგავსი მიდგომა მიუღებელია, ამადაც იწვევენ ესოდენ მკვეთრ უარყოფას მცირერიცხოვანი „რენეგატები“. იდეოლოგიას ისინი საკუთარი ნაციის ინტერესებზე მაღლა აყენებენ.

თუმცა ეჭვიც არ გვეპარება, რომ ბებერი ევროპა თავს არ გაინაწყენებს და მისი მოსახლეობა საუკეთესო ვაქცინას მიიღებს სამი დაკონტრაქტებულიდან.

ხოლო თუ რეგიონის სხვა ქვეყნების უმეტესობა ძველებურად მზადაა უსიტყვოდ შეასრულოს მითითებები ზემოდან, ეს მათი არჩევანი და პასუხისმგებლობაა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0