მოსაზრება: ამერიკელი მეფიქალეები ნავთობგიგანტების გადარჩენას ცდილობენ

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშინავთობსაქაჩი
ნავთობსაქაჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ–ში ნავთობის მოპოვების პროგნოზები ძველებურად აქტუალური თემაა. მისი უდიდესი ნაწილი ფიქალურ ნავთობზე მოდის, რომელიც მსოფლიო ნავთობ–ბაზრის მოქნილი ბალანსირია.

ალექსანდრ სობკო

საერთო სურათი, რომელსაც ყოველკვირეულ ანგარიშებში ასახავს აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტრო, გასაგებია: მარტის პიკიდან სამი თვის განმავლობაში საკმაოდ მკვეთრი ვარდნა დღე–ღამეში 13 მილიონი ბარელიდან 10,5 მლნ ბარელამდე (ანუ 20%-ით), რის შემდეგაც ამ მაჩვენებელმა რყევა დაიწყო პლუს–მინუს ნახევარი მილიონი ბარელით, მათ შორის, ქარიშხლების სეზონის გამოც — ეს არა მარტო ფიქალური, არამედ სახმელეთო და მექსიკის ყურეში საზღვაო მოპოვებების საერთო სტატისტიკაა. ბოლო მონაცემებით, აშშ–ში მოპოვებების ჯამური რაოდენობა დღე–ღამეში 10 მლნ ბარელს ჩამოცდა, მაგრამ კვირის მონაცემები ხშირად იცვლება, ასე რომ, ეს უფრო ზოგად ტენდენციას აჩვენებს.

“ჩრდილოეთის ნაკადი-2“ - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ჩაანაცვლებს თუ არა ამერიკული გაზი რუსულს

რა იქნება შემდეგ? მოპოვების ტრადიციულ ინდიკატორად მომუშავე საბურღი მოწყობილობების რაოდენობა მიიჩნევა. ამაშიც სწრაფი ვარდნა შეინიშნებოდა მარტის მოვლენების შემდეგ — 682 ერთეული მარტში ლოკალურ პიკზე და 172 ერთეული აგვისტოში, რაც შემდეგ 205 ერთეულამდე გაიზარდა (დღეის მონაცემები).

მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მოპოვებაზე — ეს ეგრეთ წოდებული დაუსრულებელი ჭაბურღილებია. მათი რაოდენობა უკვე 7,7 ათასია, რაც საკმაოდ სერიოზული მოცულობაა მომუშავე 200 ერთეულის გათვალისწინებით.

მთელი ბოლო წლის განმავლობაში დაუსრულებელი ჭაბურღილების რაოდენობა არსებითად არ შეცვლილა, თუმცა ახლა უკვე ცოტა შემცირება დაიწყო. რაც მთავარია, აშშ–ის ენერგეტიკის სამინისტრომ თავის ბოლო პროგნოზში პირდაპირ მიუთითებს: ახლა ისინი მომუშავე საბურღი დანადგარების მცირე რაოდენობის ფონზე მოპოვებების მხარდაჭერის რეზერვს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ნოემბრისთვის ეს პროგნოზი აშშ–ში ფიქალური მოპოვების ახალ დაცემას  ვარაუდობს.

მოკლედ, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ფიქალურ საქმეებში, ისევ გაურკვევლობებია, რის შედეგადაც პატივსაცემი ორგანიზაციები პროგნოზებში უზარმაზარ დიაპაზონს აჩვენებს: დაწყეული ჯამური მოპოვებების 11,5-12 მლნ ბარელამდე ზრდით და დასრულებული ათ მილიონამდე ვარდნით დღეში 2021 წლის შუა პერიოდისთვის.

გათხევადებული ბუნებრივი აირის ტანკერები - Sputnik საქართველო
მოსაზრება: გაზის მსოფლიო ფასებს ქარიშხალი და ბანდები ადგენენ

იმავდროულად ამ შეფასებებს ერთვის ფიქალური კომპანიების ცნობილი ფინანსური პრობლემები. დიახ, სახსრების ეკონომიის მიზნით ბურღვის მოცულობები მცირდება, მაგრამ ეს მოპოვებების სიმცირესაც ნიშნავს, რაც ვალის მომსახურებისთვის ფულადი ნაკადის დაცოტავებასაც მოასწავებს. მცირე კომპანიების გაკოტრება უკვე დაიწყო და გრძელდება.

ჯერ კიდევ კრიზისამდე ორმა უმსხვილესმა ამერიკულმა ნავთობ–გაზის გიგანტმა,

ExxonMobil–მა და Chevron–მა ინვესტიციები ჩადეს ფიქალურ მოპოვებებში და არსებითად არალეგალური შეჯიბრი მოაწყეს. შედეგად გაჩნდა მოსაზრება, რომ, თუ რამე მოხდა, ფიქალური მომპოვებლების ვალებს მსხვილი კომპანიები გამოისყიდიან.

ნაწილობრივ ასეც ხდება.

ამ დღეებში ConocoPhillips–მა ფიქალური მომპოვებლის, Concho Resources–ის შეძენის ტაობაზე გამოაცხადა 9,7 მლრდ დოლარად. ამგვარად კიდევ ერთი ამერიკული ნავთობგიგანტი იმავდროულად მეფიქალეც ხდება. თუმცა საინტერესო ისაა, რომ ყიდვა ფულად ფორმაში კი არ მოხდა, არამედ აქციების გაცვლით.

მსგავსი ისტორია მოხდა ოქტომბრის დასაწყისშიც, როდესაც Chevron–მაNoble Energy შეიძინა. ახლა კიდევ რამდენიმე ფიქალური მომპოვებელი განიხილება წარმატებული კომპანიების მიერ ყიდვის კანდიდატებად.

გაზსადენი - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ნავთობის კრიზისს გაზის კრიზისიც მოჰყვება

მოკლედ რომ ვთქვათ, ყველაფერი დაახლოებით ისე ხდება, როგორც წლის დასაწყისში იყო ნავარაუდევი. თუმცა ნავთობის დარგში კრიზისმა სხვა შედეგიც მოიტანა: მეფიქალეების მშთანთქმელი კომპანიების ფინანსური მდგრადობა ბევრად შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემური კომპანიების შედეგების გარეშე „მონელება“ უფრო რთული იქნება.

ალბათ ყველაზე მკაფიო მაგალითი ExxonMobil–ია. წლის დასაწყისში კომპანიის აქციების კოტირებები ორჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ახლაა. ამასთან ბევრი ევროპელი კოლეგისგან განსხვავებით, კვარტლური დივიდენდები არ დაუწევია. კოტირებების ორჯერ  ვარდნა დივიდენდების უცვლელი მოცულობის პირობებში ნიშნავს გაზრდილ რისკებსა და საფრთხეებს, რომ კომპანია ვერ შეძლებს მომავალშიც შეინარჩუნოს ფინანსური მდგრადობის დონე. მსგავსი ვითარება შეინიშნება სხვა სხვილ კომპანიებშიც. საინტერესო ისაა, რომ კრიზისის დასაწყისში სწორედ ExxonMobil–ი გამოდიოდა მოპოვებების კოორდინირებული შემცირებების წინააღმდეგ.

არსებითად უმსხვილეს ტრანსნაციონალურ კომპანიებს სურდათ ფიქალური მოპოვებების ამოქაჩვა თავიანთი მასშტაბებითა და ფინანსური მდგრადობით და ეს ამოცანა ახლაც დგას დღის წესრიგში. მაგრამ საქმე უფრო რთულდება. ანუ ფინანსური დისციპლინის საკითხები კვლავ პირველ პლანზე გამოდის და ზრდის მოლოდინი ფიქალურ სექტორში გაუმართლებელია.

ამას დავამატოთ ისიც, რომ „მწვანე დღის წესრიგმა“ ზეწოლა მოახდინა ნავთობ–გაზის ყველა კომპანიაზე, მათ შორის, უმსხვილესებზეც. იმის თქმა, რომ ბანკები უარს იტყვიან მენავთობეების დაკრედიტებაზე ნებისმიერი პროცენტით, ჯერჯერობით უკიდურესად ნაადრევია. თუმცა გასაკვირი არ იქნება, თუ კლიმატური დღის წესრიგი“ ფიქალური მომპოვებლების შენაძენებთან ჯამში ახალი ვალის ღირებულებას გაზრდის დარგის უმსხვილესი კომპანიებისთვისაც კი.

შევაჯამოთ: ფიქალური დარგის კოლაფსი არ მოხდება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ფიქალური ველების ახალი მფლობელები უფრო მკაცრად დაიცავენ ფინანსურ დისციპლინას, უფრო პასუხისმგებლობით მიუდგებიან ინვესტიციების რენტაბელობას. ხოლო იმას, დაეხმარება თუ არა რამით სექტორის კონსოლიდაცია თვითღირებულების დაწევას და ამით მოპოვებების მოცულობების შენარჩუნებას, დრო გვაჩვენებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

ყველა ახალი ამბავი
0