მოსაზრება: რატომ ირჩევს ეგვიპტე 500 ერთეულ Т-90МС ტანკს

© photo: Sputnik / Evgeny Byatov / გადასვლა მედიაბანკშიTancul rusesc T-90MS
Tancul rusesc T-90MS  - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთს შეიარაღების მსოფლიო ბაზრის თითქმის მესამედი უკავია და მნიშვნელოვან უპირატესობას ინარჩუნებს: ხარისხიანი პროდუქცია ადეკვატურ ფასად.

ეგვიპტის ტრანსპორტის მინისტრმა, გენერალ-მაიორმა ქამელ ალ-ვაზირმა 26 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთთან გააფორმა ხელშეკრულება ეგვიპტური არმიისთვის 400-500 ერთეული Т-90МС ტანკის მიწოდებაზე: „Т-90МС-ს წარმოება ეგვიპტეს შესაძლებლობას მისცემს, შეიძინოს ტანკებისა და ჯავშანტექნიკის შექმნის ტექნოლოგიები და გაამდიდროს ამერიკულ მხარესთან М1А1 Abrams ტანკების ერთობლივი წარმოების უკვე არსებული გამოცდილება“. ალ-ვაზირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გარიგება მნიშვნელოვნად გაზრდის ეგვიპტის სამხედრო პოტენციალს და მას Т-90МС ტანკების უმსხვილეს ოპერატორად აქცევს.

Patriot  - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა საუდის არაბეთში

კონტრაქტის შესახებ ცნობები საინფორმაციო ველში 2017 წლიდან გამოჩნდა. როგორც ჩანს, მხარეთა შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ყველა დეტალზე და გარკვეული დრო მოითხოვა. ამას წინათ მოსკოვმა და კაირომ ხელი მოაწერეს შეთანხმებების პაკეტს 3,5 მლრდ დოლარის ღირებულების შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე. ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმე კონტრაქტი მსხვილი შეიარაღების თაობაზე. ეგვიპტე, ტრადიციულად, რუსული შეიარაღების მსხვილი იმპორტიორია.

კაირო ფლობს მძლავრ სატანკო ჯარებს: 4000-ზე მეტ მანქანას – 30-ზე მეტ Т-80У ტანკს, 1100 ერთეულ М1А1 Abrams-ს, დაახლოებით 200 ერთეულ Т-62-ს, 800-ზე მეტ Т-54/55-ს და 260 ერთეულ Рамзес II-ს, 300 ძველ ამერიკულ M60A1-სა და 850 M60A3-ს. რასაკვირველია, 500 უახლეს რუსულ Т-90МС-ს შეუძლია ტექნოლოგიური რევოლუცია მოახდინოს არაბული რესპუბლიკის სატანკო ჯარში. ინფორმაციამ კონტრაქტის შესახებ უკვე შეაფიქრიანა ისრაელის თავდაცვის სამინისტრო.

შეთანხმება ითვალისწინებს რუსული ტექნოლოგიის გადაცემასა და საბრძოლო მანქანების ერთობლივი წარმოების წამოწყებას ეგვიპტის ტერიტორიაზე. ინტრიგა ისაა, რომ 1992 წლიდან ეგვიპტელები თავიანთი ჯარისთვის აგროვებენ M1A1 Abrams ტანკებს კომპანია General Dynamics-თან კონტრაქტის საფუძველზე. ეგვიპტური „აბრამსები“ ავთენტურ ამერიკულზე ძვირი აღმოჩნდა. დიდია ალბათობა, რომ Т-90МС-ს აწყობა უფრო რენტაბელური იქნება, რადგან რუსული ჯავშანტექნიკის ფასი მსოფლიო ბაზარზე საგრძნობლად, ორჯერ-სამჯერ ნაკლებია დასავლურ ანალოგებზე. მაგალითად, სალიცენზიო კონტრაქტი ინდოეთთან 1000 ერთეული Т-90С ტანკის წარმოებაზე შეფასებული იყო 2,5 მილიარდ დოლარად (2,5 მილიონი ერთი ცალი). ბოლო დრომდე ამერიკული ტანკის საშუალო სტატისტიკური ღირებულება 12 მილიონ დოლარს აღემატებოდა.

Lockheed Martin F-35 Lightning II - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: რა მოუვა თერმობირთვულ ბომბს, თუ აფრენისას F-35-ს კუდი მოძვრება

საბრძოლო მახასიათებლები

ბევრი Т-90-ს უახლესი Т-14 „არმატას“ ღირსეულ კონკურენტად მიიჩნევს (ამ ორ მოდელს ბევრი საერთო აქვს: შეიარაღების, აქტიური დაცვის, კავშირისა და საბრძოლო ინფორმაციის მიღების სისტემები). ინდოეთში ფიქრობენ, რომ „ეფექტურობით Т-90С-ს შეიძლება ვუწოდოთ ბირთვული იარაღის შემდეგ რიგით მეორე შემაკავებელი ფაქტორი“. სირიის სამთავრობო ჯარისთვის გადაცემულმა საბაზო მოდიფიკაციის Т-90А ტანკებმა კარგი შედეგი აჩვენა ბრძოლის ველზე გამოცდისას.

Т-90МС-ს საექსპორტო ვერსია ფლობს ახალ საბრძოლო განყოფილებას 125 მმ-იანი 2А46М-5 ყუმბარმტყორცნით და დისტანციურად მართული ტყვიამფრქვევებით, ცეცხლსასროლი მართვის სისტემით „კალინა“. რუსულ ტანკს გააჩნია ავტომატიზაციის მაღალი ხარისხი, აღჭურვილია ლაზერული დამიზნების სისტემით. დღისით მიზნის აღმოჩენის სიშორე 5 კმ-ს აღწევს. ამავე მანძილზე შეუძლია Т-90 ტანკს მოწინააღმდეგისთვის ცეცხლის გახსნა მართული რაკეტებით მთავარი იარაღის 125 მმ-იანი კალიბრის ლულიდან. ჯავშანგამტანი კუმულატიური საბრძოლო მასალით სროლისას მაქსიმალური სამიზნე მანძილი 4 კმ-ს შეადგენს, მსხვრევადი-ფუგასური საბრძოლო მასალით ბალისტიკური ტრაექტორიით – 10 კმ-მდე. იარაღის ავტომატური დამტენი საშუალებას იძლევა, შეამციროს ეპიკაჟი სამ კაცამდე (დასავლურ ტანკებში იარაღის დასატენად ეკიპაჟის მეოთხე წევრს იყენებენ).

კორპუსისა და გუმბათის ფრონტალური მრავალშრიანი ჯავშანი 850 მმ-იანი ჯავშნიანი ფოლადის ეკვივალენტურია. ტრადიციული ჯავშნის გარდა, მანქანა აღჭურვილია დინამიკური დაცვის კომპლექსით – „რელიქტით“. საბრძოლო მასალის დეტონაციის გამოსარიცხად (40 ჭურვი) საბრძოლო პირობებში ავტომატური დამტენი დაჯავშნილია და საბრძოლო მასალა გადანაწილებულია ოპტიმალურად. Т-90МС-ს აქვს უფრო მძლავრი ძრავა (1130 ცხენის ძალის) და დამატებითი ენერგოაგრეგატი გაჩერებული მანქანის ელექტრომომარაგებისთვის, ასევე ყველაზე დაბალი სილუეტი ძირითად თანამედროვე ტანკებს შორის. ტანკი, თავისი საბრძოლო კომპლექტით, 48 ტონას იწონის. მაქსიმალური სიჩქარე 70 კმ/სთ-ია, სვლის მარაგი – 500 კმ.

დისტანციური განაღმვის მანქანა - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: დისტანციური დანაღმვისა და განაღმვის უახლესი მანქანები

გადაუჭარბებლად – ტექნიკა „კოსმოსურია“. ნავიგაციას უზრუნველყოფს ორიენტირების კომბინირებული სისტემა თანამგზავრული ნავიგაციის აპარატურით, რომელსაც ელექტრონული კარტოგრაფიული და ობიექტებს შორის კავშირის რეჟიმები გააჩნია. მონაცემთა უსაფრთხო გადაცემისათვის გამოიყენება დაშიფვრის აპარატურა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი თავის ტანკისტებს არ ივიწყებს. ამას წინათ გამოცემა Military Watch-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნა: „რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აპრილში ევროპაში მიიღეს რევოლუციური Т-90М ტანკების პირველი ნაწილები. ეს მანქანები Т-90-თან შედარებით მნიშვნელოვნადაა მოდერნიზებული. მანქანაში ინტეგრირებულია ტყვიამფრქვევი 2А82-1М და რამდენიმე მოწინავე ტექნოლოგია, რომელიც შემუშავებულია გაცილებით უფრო მძიმე, მომდევნო თაობის T-14 „არმატა“ ტანკისთვის. იარაღი და ცეცხლის მართვის სისტემა „კალინა“ Т-14-სთვის შექმნილი სპეციალური ჭურვების ფართო სპექტრის გამოყენების საშუალებას იძლევა. რუსული არმია უახლოეს მომავალში რამდენიმე ასეული Т-90М ტანკის მიღებას იმედოვნებს და, როგორც აცხადებენ, ძველი Т-90 ტანკებიც ანალოგიურ სტანდარტამდე იქნება მოდერნიზებული იმავე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით“.

დიდი კონკურენცია

რუსეთმა შეძლო ახალი ტანკების ბაზარზე აღიარებული ლიდერი გამხდარიყო, რადგან შეინარჩუნა და გაზარდა წარსულის მიღწევები. „საბჭოთა კლასიკის“ – Т-72-ის ბაზაზე შექმნილი ტანკი Т-90 უზარმაზარი ტექნოლოგიური ნახტომია მომავალში და მხოლოდ ამიტომ არის მასზე ასეთი დიდი მოთხოვნა და ამიტომ იყიდება ყველაზე კარგად XXI საუკუნეში.

ფრეგატი „ფლოტის ადმირალი კასატონოვი“ - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: ანტიტორპედო – რუსული ფრეგატების უნიკალური თავდაცვა

უახლესი Т-90МС გამოფენაზე Russian Expo Arms 2011 წელს წარადგინეს. მას შემდეგ გამოშვებულია 2000 ერთეულზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციის Т-90, რომელთა დიდი ნაწილი, 1500 ერთეული საექსპორტოა. მრავალი ასობით მანქანა დაჯავშნილია წლებით ადრე. კონტრაქტები გაფორმებულია ერაყთან (73 მანქანა), ვიეტნამთან (64 მანქანა), კუვეიტთან (146 მანქანა), ინდოეთთან (464 მანქანა). უახლოეს წლებში რუსეთის ქარხანა ექსპორტზე გაგზავნის სულ მცირე 2500 Т-90МС-ს. შეძენილი მანქანების მნიშვნელოვანი რაოდენობა ათწლეულებით განსაზღვრავს საბრძოლო მასალების, სათადარიგო ნაწილების, შეკეთებისა და მოდერნიზების მომავალ მოცულობას. კომერციული წარმატების მიღწევაში როლი ითამაშა სანაქებო საბრძოლო მახასიათებლებმა და ფასისა და ხარისხის ოპტიმალურმა თანაფარდობამ. Т-90МС-ს საექსპორტო ღირებულება 4 მლნ დოლარს აღწევს, დასავლური ანალოგები არანაკლებ 6 მლნ დოლარი ღირს.

ერაყის, სირიისა და სხვა ქვეყნების საომარმა კონფლიქტებმა გამოავლინა ამერიკული და გერმანული ჯავშანტექნიკის სისუსტე, რომელთაც ადრე ექსპერტები რუსულ ანალოგებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებდნენ. მაგალითად, ამერიკული Abrams-ის ტანკები იემენში, საუდის არაბეთის ჯარის შემადგენლობაში, ასანთის ღერებივით იწვოდა. ჰუსიტმა მეამბოხეებმა გაანადგურეს საუდის არაბეთის არანაკლებ 20 ერთეული M1A2S Abarms. შედეგად – ერ-რიადი დღეს რუსული Т-90МС-ს შეძენის შესაძლებლობას განიხილავს.

გერმანული ტანკი Leopard 2 ასევე ითვლებოდა მსოფლიოში საუკეთესოდ, ვიდრე სირიაში თურქეთის ჯარის შემადგენლობაში არ აღმოჩნდა. ეს იყო სრული კრახი: ბრძოლის ველზე დარჩა მოგლეჯილი „ციფრული გუმბათები“ და ნაფლეთებად ქცეული კორპუსები. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა პატარა ქალაქ ელ-ბაბისთვის ბრძოლისას 10 ერთეული Leopard 2A4 გაანადგურეს. სხვათა შორის, საბჭოთა წარმოების „ფაგოტისა“ და „კონკურსის“ მეშვეობით.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯავშანსატანკო ტექნოლოგიების ბრძოლა გრძელდება.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0