საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები შესაძლოა ერთდროულად ჩატარდეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო ყუთი ერთ-ერთ უბანზე
საარჩევნო ყუთი ერთ-ერთ უბანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნამდვილად არაა ურიგო იდეა, რადგან რახან სიმწვავეა, ბარემ საბოლოოდ სიმწვავე იყოსო, იტყვის ობივატელი. საქმე ისაა, რომ ეს იდეა „ქართული ოცნებიდან" წასულმა და ახალი პარტიის დამფუძნებელმა მარიამ ჯაშმა გაახმოვანა.

ოპოზიცია, რომელიც თითქოს მზადაა, არჩევნებით სასწრაფოდ შეცვალოს ხელისუფლება, სხვადასხვა მიზეზებს პოულობს ხელისუფლების ზრახვების გასაკრიტიკებლად. არიან ისეთებიც, ვინც ასე რადიკალურად არ უყურებს ვითარებას და აცნობიერებს, რომ ის, თუ რა მოხდება შემოდგომაზე, ზამთარში ან გაზაფხულზე, დიდწილად ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული და არა ხელისუფლების ნება-სურვილზე. სხვათა შორის, ყველა გარემოება ოპოზიციამაც ისე კარგად შეიძლება გამოიყენოს, როგორც ხელისუფლებამ და ამ მხრივ გასაკვირი არაფერია.

უსაფუძვლოდ მიიჩნევს ბოლო დღეებში არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. მისი აზრით, პოლიტიკური ძალა მუდმივად უნდა იყოს მზად არჩევნებისთვის და დეკემბერში ჩატარდება ის თუ მაისში, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.

ირაკლი კობახიძე, ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და არჩილ თალაკვაძე ქართული ოცნების სხდომაზე - Sputnik საქართველო
ვინ გახდება „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი

როგორც ირკვევა, მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში კორონავირუსის გამო უკვე გადაიდო სხვადასხვა დონის არჩევნები.

მაისი ვახსენეთ და არც არჩევნების მაისში ჩატარებაა გამორიცხული. საქმე ის გახლავთ, რომ დეპუტატი მარიამ ჯაში, როგორც ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და პროფესიით ექიმი, სწორედ ამ იდეით გამოდის – რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად და თუ ამ დროისათვის ვაქცინა არ იქნება კორონას წინააღმდეგ, ყოველ შემთხვევაში, ეპიდემიოლოგიური სურათი უკეთესი იქნება, რადგან ვირუსული დაავადებები ძირითადად ზამთარში მწვავდება ხოლმე.

მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონები ქართულ პოლიტიკაში ჯერ 20 პროცენტამდეც კი არ არიან და გენდერული კვოტირება ხდება საჭირო, ისინი საკმაოდ საინტერესო იდეებს წამოაყენებენ ხოლმე და კარგ სპიკერებად გვევლინებიან. მაგალითად, კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ეჭვობს, რომ ხელისუფლება კორონაპანდემიას საკუთარი ზრახვებისთვის იყენებს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ღრმადაა დარწმუნებული, რომ ივანიშვილის მმართველობა ქვეყანაში დასრულება და გაერთიანებული ოპოზიცია გაიმარჯვებს. თუმცა ამის არ სჯერა უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიცია ჯამში ხმების 35-40 პროცენტს მიიღებს. იგულისხმება, რომ დანარჩენი ისევ „ქართულ ოცნებას“ ერგება.

წინასაარჩევნო კამპანია - Sputnik საქართველო
ერთპროცენტიანი საცდური ერთკაციანი პარტიებისათვის

რა პლუსები და მინუსები აქვს არჩევნების დროულად ჩატარებას ან გადატანას?

საქმე ისაა, რომ არჩევნების გადატანის შემთხვევაში პროპორციული სისტემა არა 2024 წელს, არამედ 2025 წლიდან ამოქმედდება. ამით კონსტიტუცია კი დაირღვევა, მაგრამ ბოლო წლებში კონსტიტუციონალისტები ისე ჭრიან და კერავენ ამ კონსტიტუციას, რომ არც ამ ჩანაწერის გასწორება გახდება შეუძლებელი.

რაც შეეხება ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების ერთად ჩატარებას, ამით, პირველ რიგში, სახელმწიფო სახსრები დაიზოგება იმ მხრივ, რომ საარჩევნო კომისიები ერთდროულად ორივე არჩევნებს გამართავენ. უფრო ადვილი იქნება ამომრჩევლების მობილიზებაც და, სავარაუდოდ, ამ დროისათვის ცხოვრების ნორმალურ კალაპოტსაც უნდა დავუბრუნდეთ. მეორე მხრივ, უცნობია, რა რეაქცია ექნებათ ამ შეთავაზებაზე პოლიტიკურ სპექტრსა და დასავლელ პარტნიორებს. წესით, არცთუ ისე მწვავე, რადგან იდეას უკვე არა ხელისუფლების წარმომადგენელი, არამედ ოპოზიციონერი ახმოვანებს, რომელიც ძალიან მონდომებულია, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები.

 

ყველა ახალი ამბავი
0