ამერიკული ქრონიკები: ბავშვებს პოლიციის შიშს ასწავლიან

© REUTERS / Jonathan Drakeპროტესტი აშშ-ში
პროტესტი აშშ-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეერთებულ შტატებში გარკვეული ძალები ცდილობენ, ნორჩი თაობის გონებაში პოლიციისადმი სიძულვილი ჩანერგონ, მიაჩნია პოლიტიკურ მიმომხილველს

ირინა ალქსნისი

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მზარდი პროტესტების ფონზე, როცა ამერიკაში პოლიციელების მხრიდან რასიზმის გამოვლინებას ებრძვიან, ხოლო ლონდონში დემონსტრანტები ბრიტანეთის პრემიერის რეზიდენციაზე შეტევის მიტანას ცდილობენ, დასავლეთში თითქმის შემჩნევლად დაეცა ურყევი საზოგადოებრივი წესების მორიგი ბასტიონი: არ დაუშვან ნორჩი თაობის მწვავე პოლიტიკურ კონფლიქტებში ჩართვა.

გადამწყვეტი ნაბიჯი ამჯერად ბიზნესმა გადადგა. 

პოლიცია აშშ-ის პროტესტების დროს - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ამერიკას რასიზმსა და ანარქიას შორის არჩევანს სთავაზობენ

პოპულარულმა საბავშვო ტელეარხმა Nickelodeon–მა მაუწყებლობა შეწყვიტა და 8 წუთისა და 46 წამის განმავლობაში (ოფიციალური ცნობით, სწორედ ამდენ ხანს ებჯინებოდა  ფლოიდს კისერზე პოლიციელი) შავ ეკრანზე, ადამიანის სუნთქვის ტაქტში, პულსირებდა ფრაზა: „ვერ ვსუნთქავ“. რგოლი ბოლოს გამოჩნდა სამოქალაქო უფლებების დამცველ ერთ–ერთ ორგანიზაციასთან შეერთების მოწოდება.

საპროტესატო მოძრაობაში ასევე ჩაერთო კორპორაცია Lego. კომპანიამ უარი თქვა საკუთარი ნაკრებების რეკლამირებაზე, რომლებშიც შედის საპოლიციო და სახანძრო უბნების შენობები, საპატრულო ავტომობილები, პოლისმენებისა და დამნაშავეების ფიგურები, ასევე სამართალდამცავ თემატიკასთან ასოცირებული სხვა ელემენტები.

ცოტა არ იყოს, შემაძრწუნებელი ექსპერიმენტი, რომელსაც დასავლეთი უწყობს საკუთარ ახალგაზრდა თაობას, უკვე არავის აკვირვებს. ჩვეულებრივად იქცა ბავშვების ტვინში ლიბერალური პოლიტკორექტულობის იდეოლოგიის ჩანერგვა ყველაზე რადიკალური ფორმებით, იქნება ეს  ზოოპარკში ჟირაფის სახალხოდ მოკვდინება თუ სამედიცინო პროცედურები სქესობრივი მომწიფების შეფერხების კუთხით თავისუფალი გენდერული იდენტიფიკაციის პოლიტიკის ფარგლებში.

ყველაფერი ეს — განხეთქილების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სულ უფრო ყოფს დასავლურ საზოგადოებას. მაგრამ აქამდე ბავშვებს პოლიტიკური შემადგენელი პირდაპირ არ ეხებოდა.

ლიბერალებსა და კონსერვატორებს შეეძლოთ ხისტად დაპირისპირებოდნენ ნორჩ თაობაზე გავლენის მოპოვებისთვის ბრძოლაში, მაგრამ ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბავშვები კანონმორჩილ მოქალაქეებად გაზრილიყვნენ. 

არეულობა აშშ-ში - Sputnik საქართველო
მოსაზრება: აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მაროდიორებთან ბრძოლაში გადაიზარდა

სწორედ ამ ლოგიკამ მისცა თავის დროზე აშშ–ს საშუალება, შეექმნა მოქალაქეთა  პოლიტიკური და პატრიოტული აღზრდის შთამბეჭდავად ეფექტური სისტემა. მასში მრავალი წლის განმავლობაში გონივრულად იყო ყურადღება აქცენტირებული ამერიკის ღირსებებსა და მიღწევებზე,  ფორმირდებოდა ეროვნული ერთიანობა.

პოლიციური სისასტიკე, მათ შორის, ფატალური შედეგებით, ასევე სხვა კანონდარღვევები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მისი დაცვა ევალებათ, ყველგან ხდება. მაგრამ სამართალდამცველი ინსტიტუტები სახელმწიფოს საყრდენი და  უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ასე რომ, ჩვეულებრივ ვითარებაში არცერთი ამერიკელი პოლიტიკოსი, არცერთი საზოგადოებრივ–პოლიტიკური ძალა არ მისცემდა თავს უფლებას, მთელი პოლიციისთვის მოეცხო ჩირქი. მსგავს შემთხვევებში ტრადიციულად ხაზი ესმება, რომ ერთი ან რამდენიმე ინციდენტის მიხედვით მთელ სისტემაზე მსჯელობა არ შეიძლება. ეს წესი მთელ მსოფლიოში მუშაობს და არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში.

მიღებულია, რომ ბავშვები დაცულები უნდა იყვნენ რეალობის ბნელი მხარეებისგან, უნდა ჩაენერგოთ  პოზოტიური წარმოდგენები წესრიგის დაცვის სტრუქტურების შესახებ — იქნება ეს რუსული „ჩემი მილიცია მე მიცავს“, თუ ამერიკული „მსაურება და დაცვა“. ასაკის მატების კვალდაკვალ, მათ კიდევ ექნებათ საშუალება გააცნობიერონ, რომ  ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც სინამდვილის „გამპრიალებელ“ დეტექტივებში.

Nickelodeon–ისა და Lego–ს ქმედებები იმაზე მოწმობს, რომ ამ საკითხშიც კარდინალური ცვლილებები ხდება.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აშშ-ში - Sputnik საქართველო
მოსაზრება: ვის აწყობს ამერიკულ ბუნტში რუსეთის დადანაშაულება

ტელეარხის თითქმის ცხრა წუთიანი  რგოლი არ ამახვილებს ბავშვების ყურადღებას რასიზმის პრობლემაზე. სინამდვილეში ეს შემაშინებელი და პირქუში ვიდეო პატარა მაყურებელში ბადებს მარტივ აზრს: „ამერიკული პოლიცია ხალხს ხოცავს“ — და ამით შიშს უჩენენ სამართალდამცავი ორგანოებისადმი.

ხოლო მიზანმიმართულად ფორმირებული ბავშვური შიშიდან სიძულვილამდე და გა ნადგურებისკენ სწრაფვამდე ერთი ხელის გაწვდენა რჩება უფრო მოზრდილ ასაკში.

მაგრმ სახელმწიფო სიცოცხლის უუნაროა იმ სტრუქტურების გარეშე, რომლებიც წესრიგისა და თავად სახელმწიფოს დაცვის სადარაჯოზე დგანან. მოქალაქეთა აღზრდისათვის თანმიმდევრული და მასშტაბური ძალისხმევები, უარყონ სახელმწიფოს მექანიზმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, მომავალში უამრავი სიურპრიზის გარანტიას იძლევა.

აშშ–ში ამჟამინდელი პოლიტიკური დაპირისპირება საფრთხის შემცველია ზოგადად ამერიკული სისტემისთვის, ვინაიდან მისი მონაწილეები აქტიურად ამბობენ უარს საბაზო წესების დაცვაზე, რომლებზეც ის დგას და რომელთა წყალობითაც გადაიტანა უამრავი მძიმე კრიზისი. ტრამპთან ბრძოლაში მისი მოწინააღმდეგეები სულ უფრო ხშირად აყენებენ დარტყმას თავად სახელმწიფოს. ხოლო ის ფაქტი, რომ გლობალური მედიარესურსების მფლობელები ახალი თაობების აღზრდას იწყებენ, ადასტურებს, რამდენად გარღმავებულია იქ მდგომარეობა.

© video: Ruptlyარეულობა აშშ-ში: როგორ ანგრევენ მომიტინგეები მაღაზიებს ნიუ-იორკში - ვიდეო
ამერიკული ქრონიკები: ბავშვებს პოლიციის შიშს ასწავლიან - Sputnik საქართველო
არეულობა აშშ-ში: როგორ ანგრევენ მომიტინგეები მაღაზიებს ნიუ-იორკში - ვიდეო

ამერიკა მზადაა, დადგეს თვითსიძულვილისა და თვითგანადგურების რელსებზე რუსეთისათვის კარგად ცნობილი ლოგიკით: „მიუღებელი პრეზიდენტი — მანკიერი სახელმწიფო მექანიზმები — წყეული სახელმწიფო, რომელიც უნდა განადგურდეს — განწირული სახელმწიფო“. გარკვეული პოლიტიკური ძალები იმდენი ხანია საგულდაგულოდ ცდილობენ ამგვარი წარმოდგენები თავს მოგვახვიონ, რომ საზოგადოებას უკვე იმუნიტეტი გამოუმუშავდა.

ახლა საქმე ისაა, შეძლებს კი შეერთებული შტატები შეჩერებას. თუ  ნორჩ ამერიკელებში პოლიციისადმი შიშისა და სიძულვილის აღზრდა გაგრძელდება, ამის შანსები მცირეა.

P.S. რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

 

ყველა ახალი ამბავი
0