მოსაზრება: ჰუმანიტარული დახმარება მსოფლიოს პოლიტიკურ წესრიგს არღვევს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიჰუმანიტარული ტვირთი ჰაინანიდან
ჰუმანიტარული ტვირთი ჰაინანიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთმა მადლიერებით მიიღო ჰუმანიტარული დახმარება უზბეკეთისგან, საერთო ჯამში რუსეთს ხუთი მილიონი სამედიცინო ნიღაბი გადაეცემა.

ირინა ალქსნისი

ამ სიახლეს მრავალრიცხოვანი გესლიანი და დამცინავი კომენტარი მოჰყვა: ძლევამოსილი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს საკმარისი საბაზო სამედიცინო მასალებით ქვეყნის მომარაგებას და იძულებულია მეზობლების მოწყალებით ისარგებლოსო.

ამასობაში, ამ გესლისა და დაცინვის მიღმა, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, შეუმჩნეველი დარჩა მომხდარის მთავარი არსი. მის გასაგებად რამდენიმე ფაქტს შეგახსენებთ.

რუსეთმა აშშ–ში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა თვითმფრინავით - Sputnik საქართველო
რუსეთმა აშშ-ში თვითმფრინავით ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

მარტის პირველ ნახევარში რუსეთმა უსასყიდლოდ გადასცა უზბეკეთს რამდენიმე ათასი ტესტ-სისტემა კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის. თუმცა შუააზიური რესპუბლიკა ერთადერთი არ ყოფილა. თებერვლის დასაწყისიდან მოსკოვი სხვა მეზობელ სახელმწიფოებსაც ამარაგებს ტესტებით.

უზბეკეთი კი, თავის მხრივ, მხოლოდ რუსეთს არ დახმარებია. ორი თვის წინ ტაშკენტმა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა ჩინეთს, სადაც მაშინ ეპიდემია მძვინვარებდა. პეკინმა უანგარო დახმარებისთვის უზბეკეთს დიდი მადლობა გადაუხადა. თვე-ნახევარში ვითარება გამეორდა, ოღონდ საპირისპიროდ — მარტის ბოლოს დახმარება ჩინეთმა გაუგზავნა უზბეკეთს.

მსგავსი ვითარებაა რუსეთსა და ჩინეთს შორისაც: თებერვალში რუსეთმა ჩინეთს გადასცა ორი მილიონი ნიღაბი, რამდენიმე კვირაში კი თავად მიიღო მისგან დახმარება. თუმცა საქმე ტვირთის გაცვლით არ შემოფარგლულა. რუსეთმა მეზობელთან ეპიდემიასთან ბრძოლის სპეციალისტებიც გაგზავნა, მოგვიანებით კი ჩინელი მედიკოსები ეწვივნენ რუსეთს.

ასეთი გაცვლა-გამოცვლა შეიძლება უცნაურად გამოიყურებოდეს, მაგრამ მის უკან იმალება ჩვეული ჰუმანიტარული მექანიზმის გადახედვისა და შეცვლის მცდელობა.

თანამედროვე სამყაროში ჰუმანიტარული დახმარების კონცეფციამ საკმაოდ უცნაური, ზოგჯერ კი თვალთმაქცური და დამახინჯებული ფორმა შეიძინა.

ჯერ ერთი, ამგვარი დახმარების მთავარი „სცენარი“ გახდა პრობლემის ტერიტორიულად შემოსაზღვრული, წერტილოვანი ხასიათი: თუ რომელიმე ქვეყანა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება, დანარჩენებს, რომელთაც მსგავსი სირთულეები არ აქვთ, შეუძლიათ მისთვის დახმარების აღმოჩენა. 

თბილისი - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანი საქართველოს მოქალაქეებს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს

COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიო დააფიქრა კრიზისებზე, რომელთა ალბათობაც ყველამ დაივიწყა: როდესაც ერთი და იგივე პრობლემა ყველას ერთდროულად უჩნდება.

„საველე პირობებში გამოცდის“ შედეგი არასაიმედო აღმოჩნდა, განსაკუთრებით, დასავლეთში. ზოგმა სახელმწიფომ, რომლებიც მიჩვეული არიან თავის წარმოჩენას უბიწო მორალის მქონე ქვეყნად, შეიძლება ითქვას, სკანდალური საქციელი გამოავლინა: სხვისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული სამედიცინო დახმარება მიითვისა ყოველგვარი ყოყმანისა და სინდისის ქენჯნის გარეშე.

მეორეც, ჰუმანიტარული დახმარების იდეა, როგორც გაირკვა, დატვირთულია მრავალრიცხოვანი პირობითობითა და შეზღუდვით.

ერთნი შიშობენ, არ გამოავლინონ სისუსტისა და საკუთარი ძალებით სირთულეების მოგვარების უუნარობა, რაც ყველაზე ხშირად ძლიერი „დერჟავული“ ამბიციების მქონე სახელმწიფოების შემთხვევაშია აქტუალური; მეორენი დახმარების მიღებას მხოლოდ მოკავშირეებისგან თანხმდებიან. მაგალითად, 2016 წელს რუსეთის სახანძრო თვითმფრინავები მონაწილეობდნენ ხანძრების ჩაქრობაში პორტუგალიაში, მაგრამ საბერძნეთმა 2018 წელს, როდესაც მსგავს პრობლემას გადააწყდა, მოსკოვის ინიციატივის იგნორირება ამჯობინა.

ამ ვითარებაში რუსეთი ცდილობს არა სიტყვით, არამედ საქმით დაამტკიცოს, რომ სრულიად განსხვავებული მიდგომაა შესაძლებელი და აუცილებელი.

დავიწყოთ იმით, რომ საერთო მსოფლიო კრიზისიც კი არ არის სახელმწიფოებისთვის ღირსების დაკარგვის საფუძველი. არავინ ამბობს, რომ ნაციონალური ინტერესების უგულებელყოფაა საჭირო სხვა ქვეყნების დასახმარებლად. მაგრამ თუ რეზერვები ამის საშუალებას იძლევა, სწორი და გონივრულია იმათი დახმარება, ვისაც უფრო მეტად უჭირს, და იმის ცოდნა, რომ შენც შეიძლება გქონდეს სხვისი დახმარების იმედი გაჭირვების დროს. 

G20 ის სამიტი ჰამბურგში - Sputnik საქართველო
მოსაზრება: სამყარო სისტემურ კრიზისში ჩაეფლო

ისეთი გამოწვევები, როგორიცაა პანდემია — როდესაც ყველას ერთდროულად სჭირდება დახმარება — საერთაშორისო დონეზე ჰუმანიტარული საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის საფუძველს ქმნის. მიმდინარე მოვლენები კი ცხადყოფს, რომ ეს რეალურია. ჩინეთმა, მიუხედავად თავისი ეკონომიკური სიძლიერისა და წარმოების მოქნილობისა, დაუფიქრებლად მიიღო დახმარება თებერვალში, როდესაც იქ ეპიდემიის ყველაზე მწვავე ფაზა იყო. სამაგიეროდ, როდესაც ვითარება გაუმჯობესდა, პეკინმა თავად დაიწყო დახმარების გაცემა.

პრაქტიკულად ხორცშესხმული ჰუმანიტარული ურთიერთდახმარების იდეა ხვეწს მსოფლიო პოლიტიკური სისტემის საფუძვლებს. შემთხვევითი არ არის, რომ ზოგი სახელმწიფო არასასურველი ქვეყნებისგან დახმარების მიღებას სერიოზულ დანაკარგს ამჯობინებს. ამით ისინი ინარჩუნებენ აშშ-ის ჰეგემონიასთან მკაცრ იერარქიას, სადაც ყოველი ქვეყანა ვალდებულია, ეკავოს მკაფიოდ გამოყოფილი ადგილი და ფიქრადაც კი არ გაივლოს მისი შეცვლა.

სწორედ ამიტომაა აშშ-სთვის წარმოუდგენელი, მიიღოს კუბისგან დახმარება, მიუხედავად იმისა, რომ კუბის საგანგებო მდგომარეობისა და ჯანდაცვის სისტემებმა უკვე არაერთხელ დაამტკიცეს უპირატესობა ამერიკულ სისტემებთან შედარებით. სწორედ ამიტომ ისმის ქილიკი რუსეთისთვის გაწეული უზბეკური დახმარების მისამართითაც: უკვე წყალშემდგარ, მაგრამ ჯერ კიდევ არსებულ მსოფლიო მოწყობაში მსგავსი საქციელი ძლიერი სახელმწიფოს სისუსტედ და დამცირებად აღიქმება.

თუმცა რუსეთი და ჩინეთი ასე არ ფიქრობენ.

პირიქით, მათთვის COVID-19-თან ერთობლივი ბრძოლა ახალი სისტემის აგებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია — აბსურდული იერარქიული თამაშების გარეშე, სამაგიეროდ პარტნიორების პატივისცემითა და ყველასთვის ერთნაირი წესებით.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

ყველა ახალი ამბავი
0