მოსაზრება: ტრამპი დარწმუნებულია, რომ ამერიკის ხსნა კოსმოსშია

© photo: Sputnik / Eva Marie Uskategi / გადასვლა მედიაბანკშიდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც  კოსმოსიდან რესურსების მოპოვებაზე ამერიკელების უფლებებს ამყარებს.

ირინა ალქსნისი

დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი: კოსმოსი "იურიდიულად და ფიზიკურად არის ადამიანის საქმიანობის უნიკალური სფერო და შეერთებული შტატები მას არ მიიიჩნევს საზოგადოებრივ მონაპოვრად“. თუმცა, როგორც თეთრ სახლში სამართლიანად აღნიშნეს, შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ დაადასტურა დიდი ხნის წინ შეთანხმებული პოზიცია, მასში რაიმე ცვლილების შეტანის გარეშე.

რუსეთის რეაქცია საკმაოდ პროგნოზირებადი აღმოჩნდა — თავშეკავებულ-დამგმობი.

ყველაზე დიდ ინტერესს — მეტწილად ირონიულ-შეცბუნებულს — უფრო მეტად თვით ბრძანებულების ხელმოწერის ფაქტი იწვევს: ასეთ დროს ამერიკისა და მისი ლიდერისთვის სხვა, უფრო აქტუალური პრობლემები ვერ მოიძებნა! 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
მთვარე ამერიკისაა: დონალდ ტრამპმა ახალი ბრძანებულება გამოსცა

და მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მთელი მსოფლიო რთულ პერიოდს გადის, უშუალოდ შეერთებულ შტატებში სიტუაციის დასახასიათებლად უფრო შესაფერისია გამოთქმა „იდეალური შტორმი“.   

ერთი მხრივ, უკიდურესად მძიმე COVID-19-ის ეპიდემია (ინფიცირებულთა უდიდესი რაოდენობა, 10 ათასზე მეტი გარდაცვლილი), მეორე მხრივ - მწვავე ეკონომიკური კრიზისი, რომლის კუპირებისთვისაც მთავრობებს უწევთ ისეთი უკიდურესი ზომების მიღება, რომ ექსპერტები მას ატომურ ბომბს ადარებენ და გამჭვირვალედ მიუთითებენ, რომ ეკონომიკის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯები შეიძლება უფრო მეტად დამღუპველი აღმოჩნდეს. 

ეკონომიკის მიღმა კანონზომიერად ჩამოიშალა სოციალური სფერო, რითიც ტრამპის სამი წლის მიღწევები დამარხა. უმუშევრობა რეკორდებს ხსნის, ექსპერტები კი შიშობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და შემდეგ მხოლოდ უარესი იქნება.

გარდა ამისა, ექვს თვეზე ცოტა მეტი დარჩა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რაც საბედისწეროა არა მხოლოდ თეთრი სახლის ამჟამინდელი პატრონისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის.

და ასეთ სიტუაციაში დონალდ ტრამპმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ყურადღება კოსმოსზე გაემახვილებინა.

ამასთან, მისთვის ეს შემთხვევითი ინტერესი არ არის. ის უკვე არაერთხელ შეეხო ამ თემას.

გასული წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რაღაც მომენტში წინადადება წამოაყენა, რომ NASA-სთვის შეუზღუდავი რაოდენობის თანხა გამოეყოთ იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო 2020 წლისთვის მარსზე ადამიანის გაგზავნას უზრუნველყოფდა.

2019 წლის მარტში ტრამპმა ხუთი წლის ვადაში ამერიკელების მთვარეზე გამგზავრება მოითხოვა. ივლისში ის წითელ პლანეტაზე საუბარს დაუბრუნდა და იქ აშშ-ის დროშის მალე აღმართვის პირობა დადო.

ამ წლის თებერვალში კი პრეზიდენტმა კონგრესს მიმართა თხოვნით, გამოეყოთ ფინანსები მთვარესა და მარსზე პილოტირებული ფრენების პროგრამის განსახორციელებლად. ასე რომ, ახალი ბრძანებულება ორგანულად ჯდება რამდენიმე წლის განმავლობაში ტრამპის მიერ გატარებულ პოლიტიკაში. 

„როსკოსმოსი“ - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ბრძანებულება აგრესიულია – „როსკოსმოსი“ ტრამპის დოკუმენტს აფასებს

მთავარი კითხვა სხვაა: როგორ უნდა შეფასდეს მსგავსი თანმიმდევრულობა, თუ არ ვიტყვით, აშშ-ის ლიდერის კოსმოსური თემით შეპყრობას?

დონალდ ტრამპის ექსცენტრულობა გახდა გამუდმებული საუბრის საგანი, რაც ოპონენტებს მის ნებისმიერ ცოდვაში  დადანაშაულებას უადვილებს — სისულელისა და სიგიჟის ჩათვლით (კრემლის სასარგებლოდ მუშაობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ).

თუმცა, თეთრ სახლში ყოფნის ამ წლებში მისმა პატრონმა დაამტკიცა, რომ იმიჯი მხოლოდ გარეგანი გარსია, სინამდვილეში კი ჩვენს წინ ჭკვიანი და ძალიან ეფექტური მმართველია, რომელსაც წარმატების მიღწევა ყველაზე არახელსაყრელ პირობებშიც კი შეუძლია. მან შეძლო თავის სასარგებლოდ შეეცვალა სიტუაცია ვაშინგტონში, სადაც მის წინააღმდეგ აშშ-ის პრაქტიკულად მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობდა. მან ეკონომიკური სისტემიდან გამოწურა შედეგები, რომლებსაც მისი ოპონენტები შეუძლებლად და მიუწვდომლად მიიჩნევდნენ. დიახ, ახლა ეს წარმატებები განულდა გარემოებების ზეწოლით (რომელზეც ტრამპმა ასევე ისაუბრა დიდი ხნის წინ, მკაცრად აკრიტიკებდა რა მათ), მაგრამ ეს ფაქტს არ ცვლის.

და ახლა, როცა ჩვეული სამყარო ჩვენ თვალწინ ინგრევა, აშშ-ის პრეზიდენტი კოსმოსის ათვისების თემაზე პედალირებას განაგრძობს.  

დონალდ ტრამპის მხრიდან ეს არც ახირებაა და არც უგუნურება. ის მართლაც ამაში ხედავს გამოსავალს ჩიხიდან, რომელშიც ამერიკის ეკონომიკა შევიდა. სავარაუდოდ, მის პოზიციებზე გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ ის მიეკუთვნება თაობას, რომლის ახალგაზრდობამაც კოსმოსური პერსპექტივებისადმი მასობრივი ოპტიმიზმის ფონზე ჩაიარა. თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დადგენილი „დიაგნოზი“ არსებითად აბსოლუტურად სწორია.

გლობალური ეკონომიკა სისტემურ კრიზისში შევიდა, რაც კიდევ ერთ დიდ გადანაწილებას გამოიწვევს. შეერთებული შტატები არის არსებული სისტემის მთავარი ბენეფიციარი. მსოფლიოში კი ფრიად სერიოზულმა კონკურენტებმა მოიპოვეს ძალა, ასე რომ, მიმდინარე ცვლილებები ვაშინგტონს ყველაზე მძიმე დანაკარგებს უქადის. მდგომარეობას ამწვავებს ის, რომ „გლობუსი დასრულდა“ — პლანეტაზე აღარ არის ახალი ტერიტორიები და ბაზრები, რომლებიც შეიძლება ეკონომიკური განვითარების შემდეგი ციკლის რესურსი გამხდარიყო, როგორც ეს აქამდე ყოველთვის იყო ისტორიაში.

მსგავს ვითარებაში ამერიკის ეკონომიკის აღდგენისა და განახლების ნებისმიერ ძალისხმევას კოსმეტიკური და მოკლევადიანი ეფექტი მოჰყვება. საჭიროა პრინციპულად ახალი წყარო, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი ასეთად ციურ სივრცეს ხედავს.

ეს ძალზე საეჭვო იდეაა თანამედროვე საზოგადოების თვალში. 

მთვარე - Sputnik საქართველო
ამერიკელებმა მთვარე საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადეს - დოკუმენტი უკვე ხელმოწერილია

50-60 წლის წინ როგორც ექსპერტები, ისე ფართო მასები დარწმუნებული იყვნენ, რომ XXI საუკუნის დასაწყისისთვის კაცობრიობა სრულად გამოიკვლევდა კოსმოსს და იქიდან უნიკალურ და შეუზღუდავ რესურსებს მოიპოვებდა.

რეალობა გაცილებით ნაკლებ ოპტიმისტური აღმოჩნდა. კოსმოსი ძალიან ძვირადღირებულ „ჰობად“ რჩება მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნებისთვის. მისი კომერციული გამოყენება მეტისმეტად შეზღუდულია (საკომუნიკაციო თანამგზავრები და მსგავსი პროექტები), სამაგიეროდ მასმედია რეგულარულად გვამცნობს არასასიხარულო ამბებს. გასულ კვირაში ყველამ შეიტყო კომპანია OneWeb-ის გაკოტრებისა და ილონ მასკის კიდევ ერთი წარუმატებლობის შესახებ.

ეჭვგარეშეა, რომ ადრე თუ გვიან მოხდება სამეცნიერო და ტექნოლოგიური გარღვევა, რაც კაცობრიობას კოსმოსის ათვისების ახალ ეტაპზე გაიყვანს და მას კომერციულად მიმზიდველს გახდის.

ამ პრობლემის სწრაფ გადაჭრაზე ფსონის დადება აშკარად სარისკოა. მაგრამ, როგორც ჩანს, ტრამპი აპირებს ამის გაკეთებას.

დიდი ალბათობით, როგორც ბიზნესმენი და როგორც სახელმწიფო მოღვაწე, რომელსაც ღრმა ჩავარდნებიდან ამოძრომა ხელეწიფება, ტრამპი დარწმუნებულია, რომ აუცილებელი რესურსებისა (ფინანსური და ადამიანური) და საკმარისი ადმინისტრაციული ზეწოლის არსებობის შემთხვევში ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა შეიძლება.

თუმცა უფრო სწორი იქნებოდა გვეთქვა — თითქმის ყველა.     

 

ყველა ახალი ამბავი
0