ვინ ჩაიბარებს საქართველოს სასამართლო სისტემას შემოდგომაზე უვადოდ?

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე შეარჩია მოსამართლეობის ის 50 კანდიდატი 137-დან, რომლებთანაც გასაუბრება გაიმართება და რომელთა კიდევ უფრო შემცირებული სია სექტემბრიდან პარლამენტს გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ახალი თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არწმუნებს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი პარლამენტში იმდენად გამჭვირვალედ, ღია ეთერში გაიმართება, რომ საზოგადოებას კითხვის ნიშნები აღარ დარჩება.

ფარული კენჭისყრა იუსტიციის საბჭომ 20 ივნისს ჩაატარა. იმ ღამეს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის სისხლიანი დაპირისპირების ამბავმა კი ყველას დაგვავიწყა ის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რასაც უპატრონოდ დარჩენილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დანიშვნა ჰქვია.

კანდიდატები კი უკვე ნარკოლოგიურ ცნობებს აკეთებენ და გასაუბრებისთვის ემზადებიან.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
მზადაა თუ არა „ქართული ოცნება“, სასამართლოებს სრული თავისუფლება მისცეს?

ე.წ. შორტ-ლისტში მოხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი თავაძე და მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე. არც ერთის კვალიფიკაციაში ეჭვი არავის ეპარება. საუბარი მხოლოდ იმაზეა, რომელ მათგანს ჩააბარებენ 10 წლით სავარძელს, რომელშიც ნინო გვენეტაძე იჯდა.

უფრო მოსალოდნელია, რომ ეს კადრი შალვა თადუმაძე იქნება. გიორგი თავაძეს კი პოსტის დათმობის სანაცვლოდ საკმაოდ თბილ ადგილს სთავაზობენ. ყველა ქმედებიდან ჩანს, რომ ირაკლი კობახიძეს ე.წ. გუნდი არ გაწირავს და ყველაზე ცუდ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მაინც გაამწესებენ. მართალია, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და გენმდივანი კახი კალაძე მას მოწყალე თვალით უყურებენ, მაგრამ მისი პოლიტიკური რეიტინგი უკვე ისეთი დაბალია და გამაღიზიანებელი, თავისუფლად გაუწევდა კონკურენციას ზაქარია ქუცნაშვილს.

შემდეგ ეტაპზე გადასულთაგან საზოგადოება კარგად იცნობს მოსამართლე თამარ ალანიას, რომელსაც არასრულწლოვანისათვის მაღალი სასჯელის მიცემის გამო აკრიტიკებდნენ.

მოსამართლეობის შანსი აქვს ზურაბ აზნაურაშვილს, შოთა გეწაძეს, გიორგი გოგიაშვილს, მირანდა ერემაძეს, პროკურატურის მოქმედ მაღალჩინოსანს მამუკა ვასაძეს.

სიაში ვხვდებით ისეთ მაღალკვალიფიციურ იურისტებს, რომელთაც უზარმაზარი წვლილი მიუძღვით ქართული იურისპრუდენციის განვითარებაში. მაგალითად, როინ მიგრიაულსა და ლალი ფაფიაშვილს. სიაშია ასევე ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი.

Фемида - богиня правосудия - Sputnik საქართველო
რას მალავს სასამართლო „კლანონმდებლობა" და რატომ „გადააგდო" პარლამენტმა ვენეციის კომისია

ჯერჯერობით სიას მხოლოდ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე აპროტესტებენ. ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, შერჩეული კადრებიდან რამდენიმე კლანის წევრია და ისინი უნდა წავიდნენ. მეორე მხრივ, ჯანეზაშვილი ყურადღებას საბჭოს წევრებისა და შერჩეული მოსამართლეების ნათესაურ კავშირებზე ამახვილებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს, რომელსაც ნაზი ჯანეზაშვილმა დარღვევები აღმოუჩინა, მართლაც არ მიაღებინეს კონკურსში მონაწილეობა, სავარაუდოდ, მის მიერ გაკრიტიკებული კანდიდატები, შესაძლოა, ბორტს მიღმა აღმოჩნდნენ.

პარლამენტმა კი სულ ახლახან მიიღო კანონი, რომელიც საკმაოდ რთულ და გამჭვირვალე პროცედურებს მოიცავს. ასე რომ, შემოდგომაზე დიდი ბატალიების შედეგად საქართველოს უზენაეს სასამართლოს 20 ახალი, უვადოდ დანიშნული მოსამართლე ეყოლება, რომელთაც „ქმნა მართლისა სამართლისა“ უნდა ვუსურვოთ.

ყველა ახალი ამბავი
0