რას აპირებს მოძრაობა „დაიცავი საქართველო" და იგეგმება თუ არა ხელისუფლების გადაბარება

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაქართველოს პარლამენტის შენობა
საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
13 აპრილს მოძრაობა „დაიცავი საქართველო" ფილარმონიაში შეკრებას და ყრილობის გამართვას გეგმავს.

მართალია, ექსპერტები ეჭვობენ, თითქოს ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძისა და სხვათა უკან ისევ ბიძინა ივანიშვილი დგას, მაგრამ მათი განცხადებების ტონი უფრო და უფრო მკაცრი ხდება.

სოციალურ ქსელებში უკვე გაჩნდა მოწოდებები, რომ ისინი ეპატიჟებიან ყველას, ვისთვისაც მიუღებელია როგორც „ქართული ოცნება“, ისე „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან თვლიან, რომ მათ შორის ღირებულებითი ზღვარი წაიშალა. სავარაუდოდ, „დაიცავი საქართველოს“ შეუერთდებიან ქართული ოცნების ძველი, ხელისუფლებაზე განაწყენებული ადამიანები, ვისაც სახელისუფლებო პარტიამ ამ 7 წლის განმავლობაში ვერაფერი შესთავაზა.

არადა, 2012 წელს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ წასვლა ნამდვილად გმირობა იყო, რის გამოც ოცნებამ ბევრი „პროლეტარი" ლიდერი დაიმატა, რომელთაც არჩევნების შემდეგ მოლოდინის რეჟიმში აცხოვრებდნენ.

ზვიად გამსახურდია - Sputnik საქართველო
ვის მხარეს დადგებიან პირველი პრეზიდენტის მომხრეები?

მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" შეუერთდებიან პოეტი დავით მაღრაძე, მსახიობი დავით დარჩია, თეატრალურ წრეებში კარგად ცნობილი შოთა გლურჯიძე.

ამასობაში ევროპარლამენტარების ერთი ჯგუფი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობასთანაა დაახლოებული, საქართველოს ხელისუფლებას წერილით მიმართავს.

ტონი საკმაოდ კრიტიკულია. ზოგადად, ყველა ის სტუმარი, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოს ესტუმრა, პროპორციული, სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამან გააჩინა განცდა, რომ 2020 წლისათვის რაღაც ცვლილება იგეგმება, თუმცა არსებული საარჩევნო კოდექსი უფრო მრავალპარტიული, ჭრელი პარლამენტისა და კოალიციური მთავრობის ფორმირების წინაპირობას ქმნის, ვიდრე ხელისუფლების გადაცემისა.

„გაყიდულები ვართ თხასავით" - ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა ოცნების ყოფილმა დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ სოციალურ ქსელში.

„დღეს ფოთში ვიყავი, სადაც ამერიკული სამხედრო ხომალდებია შემოსული. ამერიკის ელჩმა საზეიმო შეხვედრა მოაწყო, მის გვერდით გამოჭიმული იყო სანდრა რულოვსიო, ხოლო ფოთის მერი და სხვანი, სადღაც ბოლოში... და კიდევ რაღაცეები რომელიც არ ითქმის..." - წერს ნიშნიანიძე და ეჭვობს, რომ რაღაც დიდი გარიგებაა შემდგარი ხელისუფლების გადაბარებაზე.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
შედგება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე?

თუ ის წუხს, ნაციონალების მომხრეებს უხარიათ.

ჟურნალისტ ელისო კილაძის ფეისბუქგვერდზე ოპოზიციურად განწყობილები წერენ, რომ არსებული სიტუაცია ძალიან წააგავს 2003 წელს, როცა შევარდნაძემ არ ისურვა ან ვერ მოახერხა არჩევნების შედეგების აღიარება და სრულად დაკარგა ძალაუფლება.

ამ კონტექსტში ნამდვილად გასაოცარი იყო პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადება - ამერიკელები შეცდომებს უშვებენ ანგარიშებშიო. არადა, უმრავლესობიდან ის ერთ-ერთი სპიკერი და დასავლეთთან ურთიერთობის მომწესრიგებელი პირია.

ზოგადად, დასავლეთის დამოკიდებულება არსებული ხელისუფლების მიმართ გამკაცრდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მისგან ხელისუფლების გადაბარებას ითხოვენ ან მისი ცვლილება იგეგმება.

მთავარი დათმობა, რაც შესაძლოა, დასავლელმა პარტნიორებმა მოითხოვონ ქართული ოცნების ლიდერებისაგან, პროპორციული სისტემის შემოღებაა.

3-პროცენტიანი ბარიერის ფონზე კი პარლამენტში რამდენიმე პოლიტიკური პარტიის მოხვედრაა მოსალოდნელი.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0