„ზურაბიშვილით მანიპულირება არ გამოვა" – ექსპერტი საქართველოს პრეზიდენტზე

© photo: Administration of President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი თავისებური ხასიათის ადამიანია, მისთვის დამახასიათებელია პრინციპულობა, მიიჩნევს ექსპერტი.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი – ეს არის ქალი პრინციპული ხასიათით და მისით მანიპულირებას ვერავინ შეძლებს, მიაჩნია პუბლიცისტს, სმირნოვების სახლ-მუზეუმის დირექტორს ბაია ამაშუკელს.

ამის შესახებ ამაშუკელმა „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომლის თემაც იყო „საქართველოს ახალი პრეზიდენტი - გენდერული თანასწორობის გზაზე".

უპრეცედენტო შემთხვევა — პოლიტოლოგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა - Sputnik საქართველო
"უპრეცედენტო შემთხვევა" — პოლიტოლოგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ისაუბრა

„ზურაბიშვილი თავისებური ხასიათის ადამიანია. ზოგიერთისთვის მას მძიმე ხასიათი აქვს, ზოგიერთისთვის კი არა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ადამიანი, რომელიც თუ იტყვის, აუცილებლად შეასრულებს. ეს მისი ხასიათის პრინციპულობაზე მიუთითებს. მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე მისით მანიპულირებას შეძლებს", – განაცხადა ამაშუკელმა.

© Sputnik / Alex Shlamovბაია ამაშუკელი
„ზურაბიშვილით მანიპულირება არ გამოვა – ექსპერტი საქართველოს პრეზიდენტზე - Sputnik საქართველო
ბაია ამაშუკელი

სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ მხარდაჭერილმა ზურაბიშვილმა ოპოზიციური გაერთიანების "ძალა ერთობაშია" მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

ზურაბიშვილს მხარი 1,1 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა (59,52%) დაუჭირა.

ამაშუკელი ზურაბიშვილის მკაცრ ხასიათსა და ლავროვთან მისი შეხვედრის შესახებ საუბრობს - Sputnik საქართველო
ამაშუკელი ზურაბიშვილის მკაცრ ხასიათსა და ლავროვთან მისი შეხვედრის შესახებ საუბრობს

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის დედაქალაქში ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. უმაღლესი განათლება მან პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში მიიღო, მოგვიანებით კი აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. პირველი სამსახური მან იტალიაში დიპლომატის რანგში მიიღო – საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივნის პოზიციაზე. შემდეგ ზურაბიშვილმა თანმიმდევრულად განაგრძო კარიერული ზრდა.

52 წლის ასაკში მისი პროფესიული ოცნება ასრულდა – ის საქართველოში საფრანგეთის ელჩად დანიშნეს. თუმცა ამ თანამდებობაზე მან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იმუშავა. 2004 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზურაბიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის დაკავება შესთავაზა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ზურაბიშვილს წელიწად-ნახევრის განმავლობაში ეკავა. 2005 წლის ოქტომბრიდან ის დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან ოპოზიციაში გადასვლა გადაწყვიტა.

 

ყველა ახალი ამბავი
0