იწვიმებს თუ არა ისე, როგორც ქუხს: პოლიტიკური „თამაშის“ ფასი

CC0 / Pixabay / ფული
ფული - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეკონომიკის შესაძლო პასუხი ულტიმატუმზე... რა გავლენა ექნება პოლიტიკური დაპირისპირების ქუჩაში გადატანის და მოვლენათა ესკალაციის მცდელობას ქვეყნის ეკონომიკაზე, რამდენად რეალურია, პოლიტიკური რყევები ეროვნული ვალუტის კურსზე აისახოს?

სამსონ ხონელი

წამმზომი ჩართულია! ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მხოლოდ პროპორციული სისტემით! — ასეთია ოპოზიციური ერთობის მოთხოვნა. „ამსტერდამის დაჯგუფება“ ახლა ხელისუფლების პასუხის მოლოდინშია. 

საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დაითქვა ვადა — 16 დეკემბერი. მოთხოვნის ტონი იყო მკაცრი, ხისტი და საკუთარი ელექტორატის გულის მოგებაზე გათვლილი. 

თელავი - Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის მოსამზადებლად სპეციალური კომისია შეიქმნა

მმართველი გუნდის ლიდერებს კი არასდროს დაუმალავთ, რომ ხელისუფლებასთან ულტიმატუმის ენაზე საუბრის უფლებას არავის მისცემენ.

ერთი სიტყვით, ახლა „ნერვების თამაში“ მიდის და საინტერესო ისაა, შეძლებს თუ არა „ქართული ოცნება“ სერიოზული პოლიტიკური დათმობების გარეშე ბოლომდე მიიყვანოს გამარჯვება, და რამდენად მოახერხებს ოპოზიციური ფლანგი მისთვის რაიმე სარგებელი მიიღოს უკვე წაგებული პროცესიდან.

ამასობაში კი ინაუგურაციისთვის მზადება დაიწყო. პირველი ქალბატონი პრეზიდენტი ფიცს 16 დეკემბერს დადებს. საზეიმო ღონისძიებას თელავი უმასპინძლებს. გაირკვა, რომ სხვა მრავალ სტუმართა შორის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტიც იქნება. მეფე ერეკლეს სასახლეში სადღესასწაულო თავყრილობამდე დრო არის და დეტალებიც დაზუსტდება. არც ოპოზიციის სამოქმედო გეგმა დაიმალება და არჩევნების შედეგების არამღიარებელთა საპროტესტო მარშის რეპარტუარსაც შევიტყობთ.

ხელისუფლების მხრიდან მოთხოვნის უგულებელყოფის შემთხვევაში ოპოზიცია საპროტესტო აქციებით იმუქრება. იწვიმებს თუ არა ისე, როგორც ქუხს? ამ კითხვაზე დრო გაგვცემს პასუხს. 

სელფი სალომე ზურაბიშვილთან - Sputnik საქართველო
რა დაუჯდა ამომრჩევლის თითოეული ხმა ზურაბიშვილსა და ვაშაძეს

არის სხვა კითხვებიც, მათ შორის, რა გავლენა ექნება დაპირისპირების გადატანას ქუჩაში და ესკალაციის მცდელობას ქვეყნის ეკონომიკაზე, რამდენად რეალურია, რომ პოლიტიკური რყევები ეროვნული ვალუტის კურსზე აისახოს? ამ კითხვაზე თავად ვეცდები გავცე პასუხი წინამდებარე სტატიაში.

ანალიტიკოსების შეფასებით, ოპოზიციის ულტიმატუმი და დაძაბულობის შემდგომი ზრდა გამოიწვევს სტრესებს და პოლარიზაციას საზოგადოებაში, ბაზარზე კი შეიქმნება გაურკვევლობის მოლოდინი, რაც ნეგატიურად შეიძლება აისახოს ინვესტიციებსა და ეკონომიკის ზრდაზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეკონომიკის შენელების წინაპირობა არ არსებობს. ამის თქმის საფუძველს ოქტომბრის ეკონომიკური მაჩვენებლები იძლევა.

დაძაბული საპრეზიდენტო კამპანიის მიუხედავად ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი — 6.7% დაფიქსირდა, რაც 1.6%-ით აღემატება მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს. გასული წლის ანალოგიურ

სუპერმარკეტი - Sputnik საქართველო
გაიზრდება თუ არა საახალწლოდ ფასები პროდუქტებზე
პერიოდთან შედარებით 20.5%-ით არის გაზრდილი საგარეო ვაჭრობის ბრუნვაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 5.3% შეადგინა იმპორტის ექსპორტით გადაფარვამ. გარდა ამისა ეკონომიკის ზრდაში სულ უფრო აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი წარმოება. საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელი 13.9 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

ერთი სიტყვით, ეკონომიკაზე წინასაარჩევნო პერიოდის ზეგავლენის შეფასებისას, თუ არ ჩავთვლით ლარის მოკლევადიან რყევებს, დასკვნა პოზიტიური უნდა იყოს. დაძაბული საარჩევნო ბატალიების მიუხედავად ბიზნესის მოლოდინები არ იყო ცალსახად ნეგატიური, რაც, თავის მხრივ, დადებითი სიგნალი იყო ინვესტორებისთვისაც.

განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში მოკლევადიან პერიოდში შედარებით ნაკლებად რელევანტურია პოლიტიკური პროცესების ზეგავლენა ეკონომიკაზე. 

კომპანია Omega Group Tobacco-ს ქარხანა - Sputnik საქართველო
არჩევნები ხელს არ უშლის: საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპები დაჩქარდა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სავალუტო კურსის დინამიკა, რომელიც ჩვენ შემთხვევაში ხშირად სეზონურ ფაქტორებზე და მოლოდინებზეა დამოკიდებული, რაც პირდაპირ ზემოქმედებს ლარის კურსზე. ეს განსაკუთრებით ჩვენნაირი გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი. სწორედ გაურკვევლობის შიშით ბაზრის მოთამაშეები იწყებენ უცხოური ვალუტის შესყიდვას, რაც ლარის ამერიკულ დოლართან მიმართებაში დაცემას იწვევს. წინასაარჩევნო პერიოდში ლარის გაუფასურების ერთ-ერთი ფაქტორი ოპოზიციის რიტორიკა იყო — ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ხელისუფლების შესაძლო ცვლილება და წინა ხელისუფლების მსჯავრდებული მაღალი თანამდებობის პირების შეწყალება!

არჩევნების შემდგომ ოპოზიციის მოთხოვნები კიდევ უფრო რადიკალურია. ოპოზიციას, არჩევნების შედეგების არაღიარებითა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, საპროტესტო აქციების ფონზე სურს პოლიტიკური კრიზისის დაფიქსირება, რაც თავისი არსით ისედაც ატარებს უარყოფითი მოლოდინების და მაღალი გაურკვევლობის ნიშნებს. უარყოფითი მოლოდინებიც ხომ მომავლისადმი გაურკვევლობიდან მომდინარეობს, თუნდაც ვადამდელი არჩევნები რომ დაინიშნოს ყოველგვარი რევოლუციური სცენარის გარეშეც კი. 

ტანსაცმლის კერვის ფაბრიკა - Sputnik საქართველო
ქურთუკების ჩინური ფაბრიკა საქართველოში 2019 წელს აშენდება

რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდს, ის, პოლიტიკური რისკების ზრდასთან ერთად, ეკონომიკაზე გადადინების რისკსაც ატარებს. შესაბამისად, ეკონომიკის შენელება, თავისი უარყოფითი მომენტებით, მათ შორის ფასების ზრდით, რეალურად იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პოლიტიკური დაპირისპირება დროში გაიწელება და გაგრძელდება.

ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე: „სამწუხაროდ, გაერთიანებული ოპოზიცია სწორედ ამ მიმართულებით მიდის და ცდილობს პროცესების პოლიტიკურ კრიზისში გადაყვანას. არა მგონია, მათ დღეს ამის რესურსი ჰქონდეთ, მაგრამ ეს მოვლენათა განვითარების ყველაზე არასასურველი სცენარია, რაც სერიოზულად იმოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე და პირველ რიგში საინვესტიციო ნაკადების შემცირებაში აისახება.

უცხო არ არის, რომ პოლიტიკური კრიზისებისას ინვესტირებისგან არა თუ ახალი ინვესტორები იკავებენ თავს, არამედ ჩერდება პრაქტიკულად დაწყებული პროექტები და ინვესტორები იწყებენ ქვეყნიდან კაპიტალის გატანას“.

საინვესტიციო ნაკადების შემცირებას სერიოზული გავლენა ექნება სავალუტო კურსზე. ეკონომიკური ზრდის შენელება, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება ბიზნესზეც, ფასების მაჩვენებელზეც და, შესაბამისად, დასაქმებაზეც, პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, სწორედ გაურკვეველი მომავლის გამო.

ექსპერტ-ანალიტიკოსების შეფასებით, შექმნილ სიტუაციაში ბევრი რამ მმართველი გუნდის მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული. ხელისუფლება უნდა იყოს მოქნილიც და პრინციპულიც და, რაც მთავარია, თანმიმდევრული თავის გადაწყვეტილებებში.

გაითვალისწინებს თუ არა „ქართული ოცნება“ ანალიტიკოსთა რჩევებს, დრო გვიჩვენებს. მანამდე კი ინაუგურაცია გველის, როგორც ამბობენ, მასშტაბური, მაგრამ არა პომპეზური...  

ყველა ახალი ამბავი
0