კვირიკაშვილი, ჭიჭინაძე... ვინ იქნება შემდეგი

© Sputnik / Alexander Imedashviliკვირიკაშვილი, კალაძე, თალაკვაძე, კობახიძე
კვირიკაშვილი, კალაძე, თალაკვაძე, კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა ხდება „ქართულ ოცნებაში“, ვინ შეიძლება მიჰყვეს დავით ჭიჭინაძეს და ძალთა როგორი ბალანსით შეხვდება მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებს

ამ ეტაპზე საკითხი ამოწურულია. უმრავლესობასთან შეუთანხმებელი და „ნამეტნავად“ თამამი განცხადებების გამო ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე გარიცხულია „ქართული ოცნებიდან“.

მართალია, მან ბოლოს იერიში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მიიტანა, მაგრამ არც უმრავლესობის რუხი კარდინალის, გია ვოლსკის ფაქტორია დასავიწყებელი. რამდენიმე თვით ადრე, ჭიჭინაძემ ვოლსკიზე განაცხადა — „გია, ეტყობა, დაგვიბერდაო".

აშკარაა, რომ უმრავლესობაში დიდი ქარიშხალია მოსალოდნელი, რის ჩახშობასაც „ოცნება“ აუცილებლად ეცდება, რადგან საპრეზიდენტო არჩევნების წინ ასეთი შიდა დაპირისპირება მმართველ პარტიას აშკარად არ უნდა აძლევდეს ხელს.

სათავგადასავლო მარათონი - Sputnik საქართველო
საპრეზიდენტო მარათონმა სტარტი აიღო

ფაქტია, რომ როგორც ექსპერტმა გია ხუხაშვილმა გუშინ ერთ–ერთი ტელეკომპანიის ეთერში აღნიშნა, კახი კალაძის კადრების დომინანტობას ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, უმრავლესობაში დიდი აგრესია მოჰყვა. ყველა დეპუტატი თვლის, რომ უფრო მეტი დამსახურება აქვს „ოცნების“ ხელისუფლებაში მოყვანისათვის ბრძოლაში, ვიდრე კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძე-ზარდიაშვილის კვარტეტს.

ბოლო დროს აშკარად ჩანს, რომ ცალკე იწევენ კვირიკაშვილის კადრებიც. პრემიერს 7 კომიტეტის თავმჯდომარედ საკუთარი კადრი ჰყავდა გამწესებული.  ალბათ, სწორედ ამიტომ ალაპარაკდა ვადამდელ არჩევნებზე კვირიკაშვილის კადრი ლევან კობერიძე…

თუმცა, სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში არა ვადამდელ არჩევნებზე, არამედ ძალთა ახალ გადანაწილებაზე ფიქრობს.

ამბობენ, რომ ამისათვის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პატარა „საპარლამენტო გადატრიალებაა" დაგეგმილი.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
სურს თუ არა პრეზიდენტობა ივანიშვილს – ვის ოცნებებს შეიწირავს ხელისუფალი

ცნობილია, რომ არჩევნებამდე მხოლოდ რიგგარეშე სესიები თუ გაიმართება.

ამიტომ ამ საკითხს უმრავლესობა არჩევნების შემდეგ მიუბრუნდება და ბრწყინვალედ იქნება გამოყენებული „მცირე მთავრობის“ იდეა.

აკი თქვა კიდეც გუშინ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, რატომ უნდა იყოს პარლამენტში 15 კომიტეტი, თუ მხოლოდ 10 სამინისტრო იარსებებსო. ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ კვირიკაშვილის 7 მუშკეტერის მოშორებას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან, „ოცნება“ რეგლამენტის ცვლილებებს დაუკავშირებს.

ამასთან, უმრავლესობაში გაცილებით ღრმა და საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, ვიდრე მხოლოდ ჭიჭინაძის გარიცხვა და ფოფხაძე-კალაძის დაპირისპირებაა.

ჭიჭინაძემ გუშინ თავად აღიარა, კვირიკაშვილი სიაში ჩემი შეყვანის წინააღმდეგი იყოო…

საქართველოს მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრობა - ყველაზე არასტაბილური სამსახური საქართველოში

ის უპირისპირდება კახი კალაძეს, რომლის საპატიო ხელმოწერაც ამშვენებს ჭიჭინაძის გარიცხვის ფურცელს. ჩვენი ინფორმაციით, მას თავის დროზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაუწია რეკომენდაცია… დავით ჭიჭინაძის მაგალითით კი „ახალგაზრდა მეოცნებეები" სხვებს აფრთხილებენ — „არ მიჰყვნენ მის კვალს“.

ჯერჯერობით, შედარებით ჩუმად არიან კვირიკაშვილის კადრები, მაგრამ მათზე რომ მეთვალყურეობა იქნება დაწესებული, უეჭველია…

მოკლედ, უმრავლესობაში საინტერესო პროცესები ვითარდება, რისი გაგრძელებაც აუცილებლად იქნება.

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთაქნხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0