რამდენ ლომბარდს დახურავს ახალი რეგულაცია

© Sputnik / Alexander Imedashviliლომბარდი თბილისში
ლომბარდი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში არსებული ლომბარდების ნახევარზე მეტი დედაქალაქშია თავმოყრილი

ლომბარდებს ავტომობილებისა და უძრავი ქონების მიღება მალე აეკრძალებათ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით ლომბარდები მოსახლეობაში ჭარბვალიანობის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად გადაიქცა. უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც ის გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყაროც. 

ამჟამად, ლომბარდის გახსნას სპეციალური ლიცენზია არ სჭირდება. მის საქმიანობას მხოლოდ საგადასახადო კოდექსი არეგულირებს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში 875 ლომბარდია და აქედან დაახლოებით 56% — თბილისში. ლომბარდების მიერ 2017 წელს გაცემული კრედიტების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 64,7% ეროვნულ ვალუტაშია. წლის ბოლოს ვალმა 393,8 მლნ ლარი შეადგინა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, ავტომობილების და უძრავი ქონების დალომბარდება მიმდინარე წლის მაისში უნდა აიკრძალოს.

საბანკო ტერმინალები - Sputnik საქართველო
ისესხე იმდენი რამდენსაც გადაიხდი - ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები

რას ფიქრობენ ექსპერტები

საბანკო პროდუქტების ექსპერტის დავით კიკვიძის თქმით,  ავტომობილების  გარეშე,  მხოლოდ ოქროთი და ტექნიკით ასეთი ტიპის ორგანიზაციები ვერ იმუშავებენ.

„ლომბარდი  არის ფულის ხელმისაწვდომობის ალტერნატიული საშუალება —  ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ბაზარს მოკლევადიან სესხებს აწვდის და ეს თავისთავად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ამიტომ მათ მიმართ ასეთი მკაცრი რეგულაციის დაწესება ამ ფინანსური ინსტიტუტებს პრობლემებს შეუქმნის“-განუცხადა დავით კიკვიძემ „Sputnik-საქართველოს”.
ექსპერტის აზრით, აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დალომბარდების აკრძალვა საბანკო და არასაბანკო სექტორისთვის დაწესებული  იმ  რეგულაციების გაგრძელება იქნება, რომელთა შესაბამისადაც ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შემოსავლების დადასტურების გარეშე კრედიტების გაცემა ეკრძალებათ. 

სავალუტო ჯიხურები - Sputnik საქართველო
სავალუტო ჯიხურებისთვის ეროვნულ ბანკს ახალი რეგულაციები შემოაქვს

„მივდივართ იქითკენ, რომ ფინანსური სისტემა რეალურად მჭიდროვდება, ფინანსური ინსტიტუტები ბაზრიდან ქრებიან და  ფულზე ხელმისაწვდომ ორგანიზაციებად  მხოლოდ კომერციული ბანკები რჩებიან, რაც ვფიქრობ რომ ნებისმიერი ეკონომიკისთვის დამღუპველია, არამც თუ საქართველოსთვის“- აღნიშნა დავით კიკვიძემ.

ექსპერტის განმარტებით, რადგან საქართველო განვითარებადი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რაც უფრო მეტი და მაღალი იქნება კონკურენცია, მით უფრო მეტი წინაპირობა იქნება ეკონომიკისთვის განვითარებისთვის.

რაც შეეხება მოსახლეობის  ჭარბვალიანობას, დავით კიკვიძის თქმით, რა თქმა უნდა ეს პრობლემა საქართველოში არსებობს. არავისთვის არ არის სიახლე, რომ მოსახლეობის 70-80 % —ს სესხი აქვს და თანაც  ერთ მოქალაქეს ხშირად  ორი და სამიც კი. თუმცა ჭარბვალიანობასთან ბრძოლა მხოლოდ რეგულაციებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, რადგან ის  შედეგის მომტანი არ არის. ჭარბვალიანობასთან საბრძოლველად ერთ-ერთ მეთოდად მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ამაღლება უნდა იყოს. საზოგადოებას უნდა იცოდეს  როდის რა ტიპის სესხი უნდა აიღოს და ის, რომ არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში პარალელურ რეჟიმში რამდენიმე ვალდებულების აღება. თუმცა  სიტუაციას ისიც ართულებს, რომ  საზოგადოებას რეალურად ფული სჭირდება.

ლომბარდი თბილისში - Sputnik საქართველო
რა ელოდება ლომბარდებს: ფინანსთა სამინისტრო წესების გამკაცრებას მოითხოვს

„საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე  მოქალაქეებს  ფულზე მოთხოვნა ძალიან დიდი აქვს და იქედან გამომდინარე, რომ მათი მსყიდველობის უნარიანობა არის ძალიან დაბალი.  ისინი იძულებულნი არიან, სესხები აიღონ რათა მიმდინარე ხარჯები დაფარონ, იქნება ეს სწავლის ღირებულება თუ მკურნალობის ხარჯები. ამიტომ მხოლოდ რეგულაციებით ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარება არ არის სწორი ნაბიჯი“, — მიაჩნია დავით კიკვიძეს.

რაც შეეხება იმას, რომ  ლომბარდებში ხშირად ხდება ნაქურდალი ოქროულობის გათეთრება, ექსპერტის თქმით,  ეს ის რეალობაა, რომელსაც ადგილი მთელს მსოფლიოში აქვს.

„თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ლომბარდების მომხმარებლები არა მხოლოდ ქურდები არიან, არამედ მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ლომბარდების მეშვეობის მოკლევადიანი სესხები აიღონ“, — აღნიშნა დავით კიკვიძემ.

ერთ-ერთი ლომბარდი თბილისში - Sputnik საქართველო
საქართველოში ლომბარდის ვალი 600 ათასზე მეტ მოქალაქეს აქვს

ეკონომისტი ვეფხია გიორგაძე კი მიიჩნევს, რომ   ავტომობილებისა და უძრავი ქონების დალომბარდების აკრძალვა, ლომბარდების უმეტესობის დახურვას გამოიწვევს.
„დიდია უძრავ-მოძრავი ქონების დაგირავების წილი  ლომბარდების საქმიანობაში დ ა  მათი საქმიანობის გადაწყობა შეუძლებელი იქნება. უმეტესობა დაიხურება, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას და ამ კომპანიებიდან  არსებული შემოსავლის გაქრობას გამოიწვევს“, — განუცხადა ეკონომისტმა „Sputnik —საქართველოს“.
ვეფხია გიორგაძის თქმით, რადგან ბაზარზე არსებობს მოთხოვნა, აუცილებლად ჩნდება მიწოდებაც. ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ ყველაფერი ეს ჩრდილოვანი გახდება.


ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0