საიდუმლო სერობის შედეგი - გაერთიანება „ყველა მინუს ერთი“

© REUTERS / Valentyn Ogirenkoმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის?

სამდღიანი კონსულტაციები ამსტერდამში დასრულებულია. შეიქმნა ე.წ. „ღია პლატფორმა“ შეთანხმებით — „ყველა მინუს ერთი“. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახლა ამსტერდამიდან აპირებს ოპოზიციური ძალების გაერთიანებას და საქართველოში ხელისუფლების შეცვლას. 

სანამ ოპოზიციის ერთი ნაწილი ამსტერდამში საიდუმლო სერობას მართავს და გაერთიანებას აპირებს საპრეზიდენტო კანდიდატის გარშემო, მეორე ნაწილი — კახა კუკავა და მისი თანამოაზრეები ანა დოლიძეს სთავაზობენ გახდეს ოპოზიციის საერთო კანდიდატი.

„ოლიგარქის დამარცხება ერის გაერთიანებას შეუძლია და არა ორკაციან პარტიებთან შეხვედრას“, — რადიკალურ ცვლილებებზე ოცნებობს ჟურნალისტი ელისო კილაძე. ის ამსტერდამში საქართველოზე მოფიქრალ პოლიტიკოსებს იმასაც უწუნებს, რომ მიშასთან შეხვედრამდე ნინო ბურჯანაძესთან ისხდნენ ლიდერთა საბჭოში. თუმცა ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ პოლიტიკაში მუდმივი მტრები და მეგობრები არ არსებობენ. 

გიორგი კვირიკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ამბავი „მეორედ მოსვლისა“ ანუ რატომ ახლა და რა ვადით...

პოლიტიკოსები, ვინც მეტ-ნაკლებად ქართულ პოლიტიკაში დარჩენას ცდილობს, ნაბიჯებს დგამენ, რათა ყველა არჩევნებზე გარკვეული შედეგი აჩვენონ და საზოგადოებას დაანახონ, რომ რეალურად ქმნიან ოპოზიციურ ფლანგს. სხვათა შორის, ამ მხრივ ხონისა და ვანის არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა. შემთხვევითი არ იყო არჩევნებამდე ორიოდე დღით ადრე „ივანიშვილის მეორედ მოსვლა“. გივი ჭიჭინაძე მისი უშუალო მეგობარია და მისმა გამოჩენამ რეალურად შემატა ხმები „ქართული ოცნების“ კანდიდატს. თუმცა არც გიგი უგულავას 38 პროცენტი გამოიყურება ცუდად ოპოზიციური კანდიდატისთვის. საპარლამენტო არჩევნებზე ასეთი შედეგის ჩვენება „ევროპელი დემოკრატებისთვის“ საოცნებო იქნება. 48-მილიონნაპატიებმა და ციხიდან გამოხსნილმა გიგიმ საკუთარი თავი „დაიწვა“ პარტიისათვის უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.

არც სააკაშვილია პოლიტიკაში ისეთი ახალი და გულუბრყვილო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მოგების იმედი ჰქონდეს, ისიც ნიკა მელიას, ლევან ვარშალომიძის, შოთა მალაშხიას, ბაჩუკი ქარდავას, ნიკა მაჭუტაძის, მამუკა გამყრელიძის, ზურაბ ხარატიშვილისა და პაატა დავითაიას იმედად. მართალია, მთლად ორკაციან პარტიებს ვერ ვაკადრებთ, როგორც მათი მხარდამჭერი ჟურნალისტები, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ რა ფორმაშიცაა, იქიდანაც კარგად ჩანს, რომ პარლამენტში გაყვანილი 20-მდე დეპუტატიდან დღეს მხოლოდ ექვსი შემორჩა. ანუ რეალურად გაირკვა, რომ „ნაცმოძრაობის“ სიაც და „ქართული ოცნებისაც“ ერთი და იმავე პირების, თუ უწყების დაწერილია. მიშას, როგორც ჩანს, კარგად არ ესმის ანდაზის არსი ორი კურდღლის დევნის შესახებ. სანამ ის უკრაინაში ღვრიდა თავის უშრეტ ენერგიას, საქართველოში მას პარტია დაუშალეს და ახლა საქართველოს პირველ პრეზიდენტ გამსახურდიას და მას დაახლოებით თანაბარი რაოდენობით მხარდამჭერი შეიძლება ჰყავდეთ.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა - ქართული პოლიტელიტის საპრეზიდენტო ვნებანი

თუმცა სააკაშვილი იმედს არ კარგავს, რომ დაკარგულ თანამებრძოლებს შემოირიგებს და მათაც ამსტერდამის შტაბში გააერთიანებს. მისი თქმით, ძალიან გაუხარდებოდა გიგი უგულავას გამარჯვება, მაგრამ ამის 1 პროცენტი შანსიც კი არ არსებობდა. რადგან „შულერთან კარტის სათამაშოდ არ უნდა დაჯდე. ჩვენ მათ ეს მაგიდა უნდა ამოვუყირავოთ“, — ამბობს ექსპრეზიდენტი. თუმცა რას ნიშნავს მაგიდის ამოყირავება, ჯერჯერობით უცნობია.

როგორ აფასებენ პოლიტიკოსები სააკაშვილის ამსტერდამულ შეხვედრებს? როგორც არჩილ გამზარდია თვლის, სამწუხაროა, რომ მთელი ჩვენი პოლიტიკური ველი ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ნაწილდება და რომ ქართული პოლიტიკა მაინც ორპოლუსიანია. მისი აზრით, ოპოზიცია დღეს საქართველოში მმართველ პარტიას სერიოზულ კონკურენციას ვერ უწევს და ეს ხდება იმ ფონზე, როცა მოსახლეობაში უკმაყოფილება საკმაოდ მაღალია. „ვისურვებდი გამოჩენილიყვნენ ახალი სახეები და ახალი პოლიტიკური ლიდერები, რადგან უკვე კარგად ვიცით, რისი გამკეთებელია ერთი ან მეორე პოლიტიკური ძალა“, — ამბობს გამზარდია.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

გუბაზ სანიკიძის აზრით, ის, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები სააკაშვილთან ამსტერდამში ჩავიდნენ და კოორდინაციაზე შეთანხმდნენ, ცუდი არაა, რადგან ამით ოპოზიციური სპექტრი დაიწმინდება. „რაც შეეხება მათი საერთო კანდიდატის წარმატებას საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს ძალიან ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი“, — ამბობს გუბაზ სანიკიძე.

„ოცნებაში“ კი არ გამორიცხავენ, რომ სახელისუფლებო პარტია თავად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინოს საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამას ისიც მოწმობს, რომ ხელისუფლება არც კანდიდატის დასახელებას ჩქარობს და არც მის გაპიარებას. არადა, თუ ეს საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეა, მის ახალ ამპლუაში გაპიარებას, წესით, ცოტა მეტი დრო უნდა დასჭირდეს. თუმცა ივანიშვილის ორმაგი მოქალაქეობა აქ ხელისშემშლელ გარემოებას უნდა წარმოადგენდეს.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
რა ხდება მმართველ პარტიაში?

ყველაზე საინტერესო თავად სააკაშვილისა და ივანიშვილის შერკინება იქნებოდა, მარგველაშვილისა და ნათელაშვილის თანხლებით, სამართლიან პირობებში. თუმცა აქაც საკითხავია – მოქალაქეობის არმქონე და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში არმყოფ საერთაშორისო მოქალაქეს რამდენად მიეცემა კენჭისყრის საშუალება. თავად სააკაშვილი აქცენტს ახალი ლიდერებისა და სახეების წარმოჩენაზე აკეთებს.

ასე რომ, მოსახლეობას საშემოდგომოდ, შესაძლოა, კარგი სანახაობა ელოდეს. თუმცა მანამ მშვიდობაა საჭირო. იმედია, პრემიერის რუსული სენტიმენტები პუტინს საქართველოს მიმართ სიყვარულს გაუღვიძებს და არა აგრესიას.


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!  

ყველა ახალი ამბავი
0