რა გავლენა ექნება რუსული რუბლის გაუფასურებას საქართველოს ეკონომიკაზე

© photo: Sputnik / Alexander Demyanchuk / გადასვლა მედიაბანკშირუსული რუბლი და აშშ დოლარი
რუსული რუბლი და აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსული რუბლის კურსი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დოლართან და ევროსთან მიმართებით საგრძნობლად გაუფასურდა. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორია, ექსპერტების აზრით, ეს შესაძლოა გარკვეულწილად საქართველოს ეკონომიკაზეც აისახოს.

2017 წელს ორ ქვეყანას შორის წლიურმა სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ 184 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან 395 მილიონი ექსპორტი, ხოლო 789 მილიონი იმპორტი იყო. 2017 წელს რუსეთის წილმა საგარეო ვაჭრობის მთლიან მაჩვენებელში 11 % შეადგინა.
ეკონომიკის დოქტორის, პროფესორ გიორგი ღაღანიძის განცხადებით, ყველა ქვეყანაში, სადაც ხდება კონკრეტული ვალუტის დევალვაცია, ხდება იმ ქვეყნისთვის იმპორტის გაძვირება და ექსპორტის გაიაფება.

ნავთობის ტრანსპორტირება - Sputnik საქართველო
საქართველოში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი კვლავ იზრდება

„ვინაიდან ჩვენთვის რუსეთი საექსპორტო ბაზარია, ჩვენი ექსპორტი გარკვეულწილად გაძვირდება, ხოლო იმპორტი რუსეთიდან გაიაფდება და ეს მთლად სახარბიელო არ არის, იმიტომ, რომ შესაძლოა ჩვენს საშუალო და მაღალ საფასო სეგმენტში მყოფ სასაქონლო ჯგუფებს მძიმე მდგომარეობა შეექმნათ, რადგან  მომხმარებელი დაბალი საფასო დიაპაზონის საექსპორტო ან ადგილობრივ პროდუქციაზე გადაერთვება“, — აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
ამასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ გაძვირდება სხვა ექსპორტიორების მიერ შეტანილი საქონელიც. საქართველოს შეუძლია მათი უფრო იაფად მიწოდება და უპირატესობის ამ გზით მოპოვება.
რაც შეეხება ღვინოს, რომლის საექსპორტო ბაზრების ხუთეულში რუსეთი ლიდერობს, ღაღანიძის თქმით, ვალუტის დევალვაცია ამცირებს ხოლმე მსგავს პროდუქციაზე  მოთხოვნას.
„თუ გაიხსენებთ 2014 წელს, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ პირველი მძლავრი სანქციები ამოქმედდა ყირიმის მოვლენებთან დაკავშირებით, მაშინ ჩვენი ღვინის ექსპორტი რუსეთში შემცირდა, თუმცა მაშინ ქართულ ღვინოს რუსეთის ბაზარზე სუსტი პოზიციები ქონდა და ამდენად პირდაპირი ანალოგიის გაკეთებაც სწორი არ იქნება“- აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ.
აგროპროდუქცია - Sputnik საქართველო
საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტით რუსეთი ლიდერობს

გიორგი ღაღანიძის აზრით, შეამცირებს თუ არა რუბლის დევალვაცია რუსეთში საქართველოდან ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობას, ეს პირველ რიგში ამ პროცესის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული და ერთი-ორი დღის მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთ.
რაც შეეხება იმპორტს, გიორგი ღაღანიძის აზრით, რა თქმა უნდ გაიაფდება რაღაც პროდუქცია და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ ის გაიაფდა იმავე სახის ადგილობრივთან შედარებით, ცხადია ეს მეწარმეებისთვის  სასიამოვნო არ იქნება.
ეკონომისტ ვეფხია გიორგაძის ვარაუდით კი რუსეთში შექმნილი კრიზისი პირიქით, გააძვირებს იმპორტირებული საქონლის ღირებულებას.
„გრძელვადიან პერიოდში რუბლის გაუფასურება გააძვირებს იმპორტს და გავლენას მოახდენს საქართველოში სავაჭრო ოპერაციების დინამიკაზე. ასევე მოხდება ინფლაციის იმპორტი“, —განუცხადა ვეფხია გიორგაძემ “Sputnik-საქართველოს”.
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველო წარმატებით ვაჭრობს: ექსპორტი 25,5%-ით გაიზარდა

რაც შეეხება ექსპორტს, რუბლის დევალვაციის გამო გაიზრდება ქართული პროდუქციის ფასები რუსეთში, რაც გამოიწვევს მასზე მოთხოვნის შემცირებას, მსყიდველუნარიანი მოსახლეობის შემცირების ხარჯზე, შესაბამისად შეუმცირდება კომპანიებს შემოსავალი. შედეგად, ნაკლები დოლარი შემოვა საქართველოში, რაც თავის მხრი იმოქმედებს ლარის კურსზე. რუბლის გაუფასურება დიდ გავლენას მოახდენს საქართველოდან წასული შრომითი მიგრანტების ფულად გზავნილებზეც.
„რუსეთი ფულადი გზავნილების გამომგზავნ ქვეყნებში უპირობო ლიდერია  და პირველ რიგში ეს იმოქმედებს გამომგზავნ ოჯახებზე და ესეც გარკვეულწილად აისახება ლარის კურსზე“, — აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.
2018 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთიდან შემოსულმა ფულადმა გზავნილმა შეადგინა 64 მლნ დოლარი (ხოლო გადარიცხვამ 13 მლნ დოლარი.)
2018 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით ექსპორტი რუსეთში ქვეყნის მთლიანი ექსპორტის — 13,9% შეადგენს, ხოლო იმპორტი —11%;
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული და იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია:
აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს დირექტორი მაიკ პომპეო - Sputnik საქართველო
პომპეო: აშშ-სა და რუსეთს შორის რბილი პოლიტიკის დრო წარსულს ჩაბარდა

ექსპორტი  — ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური წვენი, მინერალური და მტკნარი წყლები, ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტი კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები, მსუბუქი ავტომობილები;
იმპორტი — ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ხორბალი  ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, მზესუმზირის ზეთი, სატელეფონო აპარატები ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვისა.
რუბლმა დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურება  მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მ გასული კვირის ბოლოს ახალი სანქციები დააწესა რამდენიმე რუსი ბიზნესმენისა და მათი კომპანიების მიმართ, რამაც რუსეთის საფონდო ბაზრის ჩამოშლა და რუბლის აქტივების მასირებული გაყიდვები გამოიწვია.

 

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0