სამი ამოცანა ქართული ოცნებისათვის

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნების ოფისი
ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკიასა და სამი კაკლისა რა გითხრათ, მაგრამ ქართული ოცნებას 2020 წლამდე სამი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა უდგას. იმაზე, თუ როგორ გადაჭრიან ამ პრობლემებს მისი ბოსები, ბევრადაა დამოკიდებული როგორც ქვეყნის, ასევე თავად მათი მომავალი.

მნიშვნელოვანი საგარეო საფრთხეების ფონზე პარტიის ყურადღება ჯერჯერობით მოკლევადიან პერსპექტივაში ხონისა და ვანის მაჟორიტარული არჩევნების მოგებას, შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნების ტრიუმფალურ გამარჯვებას და ბოლოს — 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გულისხმობს.

პრემიერ კვირიკაშვილსა და კახი კალაძეს რომ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად აქტიურობა და პარტიის გამოცოცხლება უხდებათ, ეს იქედანაც ჩანს, რომ დღეში უკვე ლამისაა, ორი-სამი რაიონის პარტიულ კონფერენციას ატარებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატის დასახელებამდე პარტიული კონფერენციები უკვე მოლეული, ხალხი კი — შერჩეული უნდა იყოს.

ხონისა და ვანის საარჩევნო ოლქიდან მაისის დასაწყისისათვის ოცნებას უკვე ეყოლება ერთი ახალი წევრი — საკმაოდ გავლენიანი გივი ჭიჭინაძე. ის ბიძინა ივანიშვილს კვირიკაშვილსა და კალაძეზე ნაკლებად არ უყვარს, ამიტომაც ყოველგვარი ხმები ამ თემაზე ევროპელ დემოკრატებთან გარიგების თაობაზე თავად მათი გვრცელებული უნდა იყოს.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტში - Sputnik საქართველო
რა სიურპიზს უმზადებს მარგველაშვილი პარლამენტს

კანდიდატების რეგისტრაცია უკვე დასრულდა და გამოიკვეთა, რომ ხონსა და ვანში კენჭს 9 კანდიდატი იყრის. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა კახა კუკავამ და ქუთაისური იუმორით ცნობილმა გოგი წულაიამ ნდობა ადგილობრივ კადრს — შოთა მაქაცარიას გამოუცხადეს. პარტია „საქართველომ“ კანდიდატად გიორგი ლილუაშვილი დაასახელა. ტრადიციონალისტთა კავშირმა — ზურაბ ქართველიშვილი, პატრიოტთა ალიანსმა — გერმანე ხურციძე, ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ გოჩა ჯოჯუას ხელმძღვანელობით — გიორგი ხალიჩავა, ახალმა ქდმ-მ კი მამუკა ტუსკაძე აირჩია საკუთარ ფალავნად. არჩევნებში გიგი უგულავასა და გივი ჭიჭინაძესთან ერთად ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი მოსინჯავს — დავით უსუფაშვილის ყოფილი თანაშემწე ვასილ კოპალიანი, რომელსაც ქუთაისის რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი, ნატო კობახიძე უჭერს მხარს და, როგორც ჩანს, მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც იქნება.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
ხელისუფლება გუბერნატორებს სახლში უშვებს?!

სავარაუდოდ, ხონსა და ვანში ხელისუფლებას არავითარი სიურპრიზები არ ელოდება და გივი ჭიჭინაძე გუბერნატორის სავარძლიდან პარლამენტში გადაინაცვლებს. ეს კი თავის მხრივ მის პირველ მოადგილეს, გრიგოლ დალაქიშვილს, რომელსაც პარლამენტის ახალ შემადგენლობაში სერიოზული ლობისტები ჰყავს, გზას გაუხსნის გუბერნატორობისაკენ.

აპრილის ბოლოს დანიშნული არჩევნებიდან ძალიან მალე, მაისის ბოლოსათვის „ოცნება“ პრეზიდენტობის კანდიდატსაც დაასახელებს და ამით სპეკულაციები იმის თაობაზე, თუ ვისი ხილვა სურს ივანიშვილს პრეზიდენტის სავარძელში, დასრულდება. სავარაუდოდ, ამ ღირსშესანიშნავ მომენტს ელოდება როგორც მარგველაშვილი, ასევე მთელი ოპოზიციური სპექტრი. სახელისუფლებო მედია ძირითადად მარგველაშვილის სურვილზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე ტურის დანიშვნით ორი-სამი თვით გაიხანგრძლივოს პრეზიდენტობის ვადა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტის გამოსვლებში უფრო გრძელვადიანი პოლიტიკური ამბიციები იკითხება.

აი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს რაც შეეხება, აქ უკვე ძნელი დასაჯერებელია, ოცნებამ ასეთი დრამატული შედეგები აჩვენოს. მართალია, „ქართული ოცნების“ პროექტი 2030 წლამდეა გათვლილი, მაგრამ ზოგადი ტენდენციები გვიჩვენებს, რომ 8-წლიანი ციკლი ერთი პოლიტიკური ძალისათვის საქართველოში მაქსიმუმია. ასე რომ, ხშირად, კაცი ბჭობს და ღმერთი კი იცინის…

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთაქნხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

ყველა ახალი ამბავი
0