თავისუფალი მსესხებელი და დაკარგული უძრავი ქონება...

გამოწერა
ქვეყანაში ყოველდღიურად მატულობს სესხებზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა... კრედიტომანია!... დაავადება, რომლის „განკურნება“ ვერც კი ხერხდება..

საბანკო სექტორში შემოსავლები და მასთან ერთად მოგებაც წლიდან წლამდე იმატებს… თანაც მიუხედავად იმისა როგორია ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება… უკვე დიდი ხანია არავინ კამათობს, რომ ჩვენში ყველაზე სარფიანი სწორედ საბანკო საქმიანობაა… კომერციული ბანკების „მიღწევების“ ბევრს აღარ უკვირს და არც ის ყოფილა მოულოდნელი, როცა შევიტყვეთ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე საქართველოს საბანკო სექტორმა მომგებიანობით, არც მეტი და არც ნაკლები, მსოფლიოს ათეულში დაიმკვიდრა ადგილი აფრიკის, აზიის,ლათინური ამერიკის ჩამორჩენილი ქვეყნების მხარდამხარ…

ჩვენში საკმაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ კომერციული ბანკები შემოსავლების უდიდეს ნაწილს კლიენტებზე გაცემული სესხებიდან პროცენტებისა და ჯარიმების სახით იღებენ…. ქვეყნის ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით ირკვევა, რომ კვლავაც გაზრდილია კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა ანუ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების რაოდენობა.

მიკროკრედიტების გაცემის ერთ-ერთი პუნქტი საქართველოში - Sputnik საქართველო
ონლაინ–კრედიტები საქართველოში: გაუქმება თუ მკაცრი რეგულირება

საანგარიშო პერიოდში ანუ 2017 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ეს მაჩვენებელი 19 მილიარდი ლარია. მიმდინარე წლის ივლისში საბანკო სექტორის მიერ გასესხებული თანხა 154.1 მილიონი ლარით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს. ამავე პერიოდში 205.4 მილიონი ლარით გაიზარდა ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების რაოდენობა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების მოცულობა 51.4 ლარით შემცირდა, რაც საბანკო სფეროს სპეციალისტთა და ეკონომისტთა შეფასებით ე.წ  ლარიზაციის პროგრამის შედეგია.

ბიზნესსექტორზე გაცემულმა სესხებმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 200 მილიონი ლარით ნაკლებია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. დამატებით კონკრეტული ციფრებით მკითხველს აღარ დავღლი, ეს ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს. თქვენს ყურადღებას ორიოდე მონაცემზე გავამახვილებ. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.6 მილიარდი ლარით გაიზარდა იპოთეკური სესხების მოცულობა. 2017 წლის 1 აგვისტოს მონაცემებით, 4.4 მილიარდი ლარის იპოთეკური სესხია გაცემული, მაშინ, როცა 2016 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 2.8 მილიარდი ლარი იყო. მოგეხსენებათ, რომ იპოთეკური სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით და მას მსესხებლის მიერ საბანკო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკი საკუთარი ინტერესების დასაცავად იყენებს. მიმდინარე წლის ივლისის თვის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 191.5 მილიონი ლარი შეადგინა. ეს ციფრი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 63 მილიონი ლარით მეტია. საგულისხმოა, რომ ამავე პერიოდში ბანკებმა 6.3 მილიონი ლარის ვადაგადაცილებული სესხები ამოიღეს, რაც 1.6 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს…

ჰაიდელბერგ ცემენტის“ ქარხანა კასპში - Sputnik საქართველო
სოსო სიმონიშვილი: საქართველოს უმძიმესი მდგომარეობა ელის

სესხებზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში ყოველდღიურად მატულობს და მათი უმეტესობა იმდენად არის კრედიტომანიით დაავადებული, რომ „განკურნება“ ვერც კი ხერხდება. საბანკო სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში არცერთი ტიპის სესხზე შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს, თუმცა აუცილებელია, განისაზღვროს მსესხებლის ასაკი. დაახლოებით ერთი წლის წინათ სამომხმარებლო სესხების შეზღუდვაზე საქართველოში აქტიურად საუბრობდნენ, თუმცა, ისევე როგორც ბევრი სხვა ინიციატივა, ესეც დავიწყებას მიეცა. დღეს ფინანსისტები ამბობენ, რომ რეგულაციის დაწესება გამართლებული არ არის. ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკა თავისუფალია და მსგავსი შეზღუდვა არ შეიძლება. თავად მომხმარებლის გადასაწყვეტია, რა ტიპის სესხს აიღებს და რა მიზნით გამოიყენებს მას…

ფინანსისიტი გიორგი კეპულაძე: „თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში რამდენი სესხი გაიცემა, ამას განაპირობებს მოთხოვნა-მიწოდება. თუკი მოსახლეობაში არის მოთხოვნა, რომ აიღონ სამომხმარებლო სესხი, არ არის საჭირო, მასზე რეგულაცია დავაწესოთ. მიუხედავად იმისა, რომ სესხს კონკრეტული მიზნობრიობა არ გააჩნია, ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ეს ფული იხარჯება არამიზნობრივად და ეკონომიკა ამით ვერ სარგებლობს. მე პირადად ასეთი სესხის შეზღუდვის მომხრე არ ვარ, რადგან თუ ადამიანს არ სურს ვალის აღება, ის არ აიღებს და თავისთავად შემცირდება მოთხოვნა. სამომხმარებლო სესხის აღება განსაკუთრებით მოსწონს ხალხს, რადგან მას დამატებითი დოკუმენტაცია არ სჭირდება. ისიც მართალია, რომ იგი შეიძლება ისეთი საქმისთვის გამოიყენონ, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით არ იქნება გამართლებული, მაგალითად, ვიღაცამ ტანსაცმელი შეიძინოს. ესეც ბოლომდე მომხმარებლის გადასაწყვეტია და ბანკი ამის გამო უარს ვერ ეტყვის ფინანსურ დახმარებაზე. სხვადასახვა ტიპის სესხის გაცემა ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტის ინტერესია და მომხმარებლის უფლებაა, თუ რა ტიპის სესხს აიღებს და რა მიზნობრიობისას…“

მრგვალი მაგიდა თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში - Sputnik საქართველო
ექსპერტი: კრედიტთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილების გზა - არ აიღოთ ის

ექსპერტ-ანალიტიკოსები და ფინანსისტები ღიად მიანიშნებენ, რომ საქართველოს მოსახლეობა უკვე მონაწილეა იმ სასესხო პირამიდის, რომელიც არ ჩერდება და მუდმივად მაღლა მიიწევს. ერთადერთი გამოსავალია ბანკების მხრიდან, სესხებზე რეგულაციის დაწესების ნაცვლად, მსესხებლის ასაკის განსაზღვრა, რაც არსებულ პრობლემას მეტ-ნაკლებად შეამცირებს.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ირაკლი ბერძენაძე: „უნდა შევთანხმდეთ, რომ თუ ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, რაიმე ტიპის შეზღუდვა, უბრალოდ, დამღუპველია. ცალკე საკითხია, რამდენად ლოგიკურად იღებენ სამომხმარებლო სესხს მომხმარებლები. უკვე დიდი ხანია ქვეყანაში მოქმედებს საკრედიტო პირამიდის პრინციპი, როცა პიროვნება ერთი საბანკო ვალდებულების უზრუნველსაყოფად სხვა ფინანსური ინსტიტუტიდან ახალ ვალდებულებას იღებს და ასე უსასრულოდ, ვიდრე არ ამოიწურება ე.წ ლიმიტი. ხალხი იღებს სესხს, რათა დაიკმაყოფილოს პირადი სურვილები, ესეც განპირობებულია იმით, რომ ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ძალიან დაბალია. ეს არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა იმ განვითარებად ქვეყანაში ხდება, სადაც სოციალური ვითარება გაუარესებულია.

თბილისში ქანდაკება ფულს შოულობს - Sputnik საქართველო
ახდენილი ოცნება... მდიდარი ბანკირი და ღატაკი კლიენტი...

სამომხმარებლო სესხი რომ შევზღუდოთ და მხოლოდ უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი კრედიტები გაიცეს, ეს მოსახლეობაზე უფრო ცუდად აისახება, რადგან დაკარგავენ ქონებას. ვფიქრობ, ბანკისა და საფინანსო ორგანიზაციებისგან უნდა იყოს სწორი მიდგომა, თუ ვისზე უნდა გასცენ სესხი. არის შემთხვევა, როდესაც არ უმტკიცებენ სესხს ისეთ ადამიანს, რომლის უკანაც არის მცირე ბიზნესი და უმტკიცებენ ისეთს, რომელსაც არ აქვს შემოსავალი. თავად ბანკებმა უნდა განსაზღვრონ ეს საკითხი მკაცრად. სამომხმარებლო სესხის გაცემის შეზღუდვა კი არა, მსესხებლის ასაკი უნდა განისაზღვროს მკაცრად და მაგალითად, 23 წლამდე არ უნდა გაიცემოდეს არც ერთ პირზე კრედიტი, როგორი სახით უზრუნველყოფილიც არ უნდა იყოს ის…“

დამატებითი რეგულირების აუცილებლობაზე დიდი ხანია საუბარი ისმის, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები არ ჩანს… არც ის არის გამოვრიცხული, რომ საბანკო სექტორთან ერთად „საკრედიტო პირამიდით“ კმაყოფილი იყვნენ იქ, სადაც ზოგადად გადაწყვეტილებები მიიღება!… 


ყველა ახალი ამბავი
0