ჩიტაძე: ავღანეთში ქართველი სამხედროების უსაფრთხოების ზომები უნდა გაძლიერდეს

© photo: courtesy of Nika Chitadzeექსპერტი ნიკა ჩიტაძე
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რაც შეეხება 31 მაისს ავღანეთის დედაქალაქში განხორციელებულ ტერაქტს, ნიკა ჩიტაძის აზრით, აფეთქება ავღანეთში დაფინანსების წყაროების მოძიების მიზნით „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურებას უკავშირდება.

ავღანეთი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ქვეყნად, ამიტომ „მტკიცე  მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე  ქართველი სამხედროების  ღვაწლი განსაკუთრებით დასაფასებელია, განუცხადა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ  „Sputnik საქართველოს“ ქაბულში, 31 მაისს განხორციელებული ტერაქტის შეფასებისას.

ქაბულში, პრეზიდენტის სასახლისა და უცხოური საელჩოების შენობების მახლობლად მძლავრი აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც დაიღუპა 90 და  დაიჭრა  380 ადამიანი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულთა შორის ქართველი სამხედროები არ არიან.  

აფეთქება ქაბულში - Sputnik საქართველო
ქაბულში დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქართველი სამხედროები არ არიან

„ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“  სამშვიდობო მისიაში (ResoluteSupport)  870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს. რა თქმა უნდა,  აუცილებელია მათი უსაფრთხოების ზომების გაძლიერდება, მით უმეტეს, როცა ტერაქტის შედეგად ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვის პრეცენდენტი უკვე არსებობს“, — აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ. 

პოლიტოლოგის განცხადებით,  2013 წლის  6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 7 ქართველი სამხედრო დაიღუპა და 9 დაიჭრა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ბაზასთან სატვირთო მანქანით აფეთქება მოახდინა.  ჰელმანდის პროვინციაში ანალოგიური ინციდენტი დაახლოებით ერთი თვის წინაც მოხდა, რომლის დროსაც 3 ქართველი სამხედრო დაიღუპა.

რაც შეეხება  31 მაისს ავღანეთის დედაქალაქში განხორციელებულ ტერაქტს, ნიკა ჩიტაძის აზრით,  აფეთქება ავღანეთში დაფინანსების წყაროების მოძიების მიზნით „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურებას უკავშირდება.  

ავღანელი ძალოვნები და ადგილობრივები დგანან აფეთქების ადგილზე - Sputnik საქართველო
ტერაქტი ქაბულში: აფეთქების საშინელი შედეგები

„მას შემდეგ, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაკარგა კონტროლი ერაყისა და სირიის ნავთობით მდიდარ რეგიონებზე,  ამ ტერორისტულ  ორგანიზაციას ნავთობისგან მიღებული შემოსავალი ორჯერ შეუმცირდა. შესაბამისად, „ისლამური სახელმწიფო“ ცდილობს იმ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას, სადაც „ოპიუმია“, რადგან შემოსავლის ძირითად წყაროდ ავღანეთში მოპოვებულ ამ ნარკოტიკულ საშუალებას განიხილავს“, — მიაჩნია  პოლიტოლოგს. 

ნიკა  ჩიტაძის თქმით,  კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც  ავღანეთში  ტერაქტებმა იმატა,  2014 წლის 31 დეკემბერს  ISAF –ის მისიის დასრულებაა.

საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების, ISAF-ის მისია 2001 წლის 20 დეკემბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს № 1386 რეზოლუციის საფუძველზე ჩამოყალიბდა. ავღანეთის ტერიტორიაზე NATO-ს ეგიდით და მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო სამხედრო კონტინგენტის მიზანს ავღანეთში სტაბილურობის და გრძელვადიანი უსაფრთხოების დამყარება წარმოადგენდა.

NATO-ს პროგრამა „მტკიცე მხარდაჭერის“  არასაომარი მისია ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს.

ნატა პატარაია 

 

ყველა ახალი ამბავი
0