რომან გოცირიძე: ფასების უფრო მეტად ზრდის საფრთხე არსებობს

© photo: Roman Gotsiridze / FBრომან გოცირიძე
რომან გოცირიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რომან გოცირიძის აზრით, ეროვნული ბანკი გვაფრთხილებს და თადარიგს იჭერს.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა სწორი გადაწყვეტილებაა, მიაჩნია საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოდგილეს რომან გოცირიძეს.

"ეს ნიშნავს, რომ არსებობს ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდის საფრთხე. მთავრობას ოთხ თვეში 400 მილიონ ლარზე მეტით აქვს ჩამორჩენა ხარჯების გეგმაში. ეს ლარს და ფასებს დროებით კი წაადგა, მაგრამ როცა გეგმურს და ჩამორჩენილს ერთბაშად მიაყრიან ხოლმე, რაც განვლილი ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა, მერე რა მოყვებოდა ამას, ყველამ კარგად იცის", — დაწერა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში.

რომან გოცირიძის აზრით, ამ გადაწყვეტილებით ეროვნული ბანკი გვაფრთხილებს და თადარიგს იჭერს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 7%-მდე გაზრდის შესახებ.

"გადაწყვეტილება ეყრდნობა მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ფაქტორების ზეგავლენით 2017 წლის განმავლობაში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე (4%) მაღლა შენარჩუნდება", — ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეს-რელიზში.

რომან გოცირიძე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი - Sputnik საქართველო
რომან გოცირიძე: „მოვა დრო, როდესაც ქარული ბიზნესი უცხოეთში კაპიტალს გაიტანს“

თუმცა, ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შედეგად 2018 წელს ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ამასთანავე, ინფლაციის მოლოდინების დამატებით მოსათოკად ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის გაზრდა. სხვა თანაბარ პირობებში მიმდინარე წლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის ზრდის საჭიროება არ იკვეთება. ასევე, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად ინფლაცია შემცირდება და საშუალოვადიან პერსპექტივაში მიზნობრივთან ახლოს შენარჩუნდება. მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე შემცირდეს.

მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები კვლავ სუსტია, თუმცა, ეკონომიკური აქტივობა გაუმჯობესდა. წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5% შეადგინა. საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური გაჯანსაღების კვალდაკვალ გაიზარდა საგარეო მოთხოვნა, რამაც ექსპორტიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები სწრაფად გაზარდა. წინა წელთან შედარებით ასევე მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ.

მონეტარული პოლიტიკის ახალი განაკვეთი 2017 წლის 4 მაისიდან ამოქმედდება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 14 ივნისს ჩატარდება.

 

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0