საია: არსებობს საფრთხე, რომ ძალოვანმა უწყებებმა ადამიანის უფლებები დაარღვიონ

© FB/საიასაია
საია - Sputnik საქართველო
გამოწერა

ნატა პატარაია

საქართველოს პარლამეტს ძალოვანი უწყებების საქმიანობის ინსპექტირების შესაძლებლობაც უნდა მიეცეს, მიაჩნია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტ სოფო ჭარელს.

„ძალოვან უწყებებს აქვთ საკმაოდ დიდი ძალაუფლება და არის იმის მომეტებული საფრთხე, რომ დაარღვიონ ადამიანის უფლებები“, — განუცხადა სოფო ჭარელმა „Sputnik-საქართველოს“.

იურისტის თქმით, კომიტეტი, რომლის უფლებამოსილება იქნება უსაფრთხოების სამსახურის ან შინაგან საქმეთა სამინსიტროს საქმიანობის საპარლამენტო კონტროლი, ამ უწყებების წარმომადგენლებს არა მხოლოდ სხდომებზე უნდა უსმენდეს, არამედ უნდა ჰქონდეს მათი ინსპექტირების შესაძლებლობაც. 

საია ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობის გაკონტროლების მექანიზმებზე საუბრობს

„საუბარია იმაზე, რომ ისინი არა მხოლოდ დაიბარებენ უწყების წარმომადგენლეს პარლამეტში, არამედ თვითონვე გავლენ ამ სამსახურების ტერიტორიაზე, ნახავენ რამდენად სწორად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული საქმიანობა და ამ შემოწმების შედეგადაც გარკვეულ საკითხებს გამოავლენენ“, — აღნიშნა სოფო ჭარელმა.

რაც შეეხება იმას, უნდა წარდგნენ თუ არა ძალოვანი უწყებები პარლამენტის წინაშე ანგარიშით, იურისტის აზრით, ვინაიდან ეს სამსახურები ახორციელებენ ისეთ საქმიანობას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან არის დაკავშირებული, ცხადია მათი ანგარიში ფართო საზოგადოებისთვის სრულად ღია ვერ იქნება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მათ მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მოხსენებების თუნდაც მცირე ნაწილი მაინც იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, რათა არასამთავრობო სექტორს სწორედ ამ მოხსენებიდან გამომდინარე ჰქონდეს შესაძლებლობა, კითხვები  დაუსვას უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლს სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით და  პასუხებიც მიიღოს.

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ანგარიშის განხილვის როგორც საკომიტეტო, ასევე პლენარული სხდომის ნაწილი სრულად დახურულ ფორმატში წარიმართა. გადაწყეტილება სამსახურის საქმიანობის კონფიდენციალური ბუნებით იქნა დასაბუთებული.

ყველა ახალი ამბავი
0