ოთხი მიზეზი იმისა, რატომ უჭირთ ჭკვიან ადამიანებს შეყვარება

CC BY 2.0 / Vinoth Chandar / The lonely walkმარტოხელა ადამიანი
მარტოხელა ადამიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა

შესაძლოა ბევრმა არც იცოდეს, მაგრამ, თურმე, ჭკვიან ადამიანებს შეყვარება უჭირთ. ანუ, მათი მოხიბლვა-გულის დაპყრობა მეტად რთული საქმე ყოფილა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს, რომელთაგან ყველაზე მთავარი შემდეგი ოთხია:

1. ჭკვიანი ადამიანები აანალიზებენ გრძნობებს — საკუთარსაც და სხვისასაც

ჭკვიან ადამიანებს ინფორმაციის შეგროვებისა და დასკვნების გაკეთების ბრწყინვალე უნარი აქვთ. სწორედ ეს უნარი უწევთ მათ ხშირად, ასე ვთქვათ, ბოროტ სამსახურს.

ბამბუკის ტყე კიოტოში - Sputnik საქართველო
ტესტი: აირჩიეთ ხე და გეტყვით, როგორი სიყვარული იცით

საქმე ისაა, რომ ჭკვიანი ადამიანები სხვებზე უკეთ, პრაქტიკულად, მათი გაჩენისთანავე „ახერხებენ“ პრობლემების ამოცნობას ურთიერთობებში და პირველები ასწრებენ გაქცევას ამ ურთიერთობებიდან სიტყვებით „ერთმანეთს არ შევეფერებით“.

2. ჭკვიანებს ბევრი დრო სჭირდებათ გასახსნელად

ტვინი მუშაობას არასდროს წყვეტს, განსაკუთრებით, ჭკვიანი ადამიანის ტვინი. შესაბამისად, მას გამუდმებით ამოაქვს ზედაპირზე ათასი დეტალი და მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება, რომ მოვლენები ისე კი არ განვითარდეს, როგორც მოსალოდნელია, არამედ სხვა მიმართულებით.

ჭკვიან ადამიანებს ესმით, რომ ნებისმიერი ურთიერთობა შეიცავს რისკს და სწორედ ამიტომაც უჭირთ გახსნა. უფრო მეტიც, ამის გამო ხშირად ისინი ცივ და განდეგილ ადამიანებად მიაჩნიათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სულაც არაა ასე.

სიყვარული და ზოდიაქო - Sputnik საქართველო
სიყვარული ზოდიაქოს ნიშნებისთვის — ნახე, როგორი საყვარელი ხარ

3. ჭკვიანები ეყრდნობიან გამოცდილებას

შეცდომა, რომელსაც ჭკვიანი ადამიანები უშვებენ, იმაში მდგომარეობს, რომ უჭირთ გაიაზრონ შემდეგი: აუცილებელი არ არის, რომ მიზეზმა, რომელმაც წინა ურთიერთობა დაანგრია, ახალიც შეიწიროს. ჭკვიანებს კარგად ახსოვთ, რა ტკივილი მიადგათ განშორებისას და ეს განცდა, ნებით თუ უნებლიეთ, ახალ ურთიერთობებშიც მიჰყვებათ.

4. მარტოობა ჭკვიანების შეგნებული არჩევანია

დიახ, ასეა. ჭკვიან ადამიანებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ უკეთესია იყვნენ მარტო, ვიდრე ისეთთან, ვისაც თავისად ვერ აღიქვამენ. ეს მათი სრულიად შეგნებული და გააზრებული არჩევანია.

ჭკვიანი ადამიანები უმეტესად მარტონი არიან არა ვითარების გამო, არამედ იმიტომ, რომ თავად სურთ ასე. საკუთარ თავთან განმარტოება მათთვის ყველაზე დიდი კომფორტია.

ყველა ახალი ამბავი
0