NASA-მ საცხოვრებლად პოტენციურად ვარგისი 7 პლანეტა აღმოაჩინა

© FL/ European Southern ObservatoryTRAPPIST 1-ის სისტემა
TRAPPIST 1-ის სისტემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველა პლანეტა დედამიწას ჰგავს ზომით: რადიუსითაც და მასითაც. შესაბამისად, მათი სიმკვრივეც დედამიწისას უტოლდება ან ოდნავ ჩამორჩება, რაც მათ ქვიან ბუნებაზე მიანიშნებს, ან იმაზე მეტყველებს, რომ ეს პლანეტა-ოკეანეებია.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ცოტა ხნის წინ მერწყულის თანავარსკვლავედში აღმოჩენილი ვარსკვლავი TRAPPIST-1 დედამიწის ერთბაშად შვიდი ანალოგის „დიასახლისი“ აღმოჩნდა. აქედან სამზე, სავარაუდოდ, არსებობს წყალი და სქელი ატმოსფერო, წერს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ჟურნალ Nature-ზე დაყრდნობით.

„TRAPPIST 1-ის სისტემის აღმოჩენამდე ჩვენ ვიცოდით, რომ არსებობდა დედამიწის მსგავსი ოთხი პლანეტა, რომელთა შესწავლაც შეგვეძლო: დედამიწა, მარსი, ვენერა და მერკური. ახლა მათი რაოდენობა შვიდით გაიზარდა და თანაც შეგვიძლია, შესწავლა არა ხუთი და ათი წლის შემდეგ დავიწყოთ, არამედ ახლავე. სავარაუდოდ, პირველი ინფორმაცია მათი თვისებების შესახებ უახლოეს კვირებსა და თვეებში გამოჩნდება. TRAPPIST 1-ის ისტორია მხოლოდ იწყება“, — განუცხადა ახალი აღმოჩენის თაობაზე ბელგიელმა ასტრონომმა მიშელ ჟილიონმა „რია ნოვოსტის“.

პლანეტა-ოკეანეები Kepler-62e და Kepler-62f - Sputnik საქართველო
ასტრონომებმა აღმოაჩინეს პლანეტა, სადაც მცენარეები იზრდება

შვიდი და

გასული წლის მაისში მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის ასტრონომებმა საზოგადოებას ამცნეს, რომ უკიდურესად უჩვეულო ვარსკვლავური სისტემა აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწიდან სულ რაღაც 40 სინათლის წლით იყო დაშორებული და მერწყულის თანავარსკვლავედისკენ მდებარეობდა. მაშინვე გახდა ცნობილი ისიც, რომ ამ წითელი ჯუჯის ირგვლივ მბრუნავი პლანეტებიდან სამი (რომელთაგან თითოეულის მასა დაახლოებით დედამიწისას უტოლდება) „სიცოცხლის ზონაში“ იმყოფება და მათზე წყალი, შესაძლოა, თხევად მდგომარეობაში არსებობდეს.

მოგვიანებით მეცნიერებმა ვარსკვლავ TRAPPIST 1-ის სხივების სპექტრი შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ეს დედამიწის მსგავსი ქვიანი პლანეტებია — წყლის, ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის არსებობაზე მინიშნებებით.

და, მაინც, ამ პლანეტების არსებობა ყველა ასტრონომმა არ დაიჯერა, ისინი ამბობდნენ, რომ ვარსკვლავ TRAPPIST 1-ის სინათლის კაშკაშის პერიოდული „ვარდნა“ შესაძლოა ვარსკვლავის რომელიღაც უხილავი მნათობი-თანამგზავრის ბრალი იყო.

© NASA/JPL-CaltechTRAPPIST 1-ის სისტემის პლანეტების მონაცემები დედამიწასთან შედარებით
TRAPPIST 1-ის სისტემის პლანეტების მონაცემები დედამიწასთან შედარებით - Sputnik საქართველო
TRAPPIST 1-ის სისტემის პლანეტების მონაცემები დედამიწასთან შედარებით

მაგრამ ჟილიონმა და მისმა კოლეგებმა ჩილეში მდებარე ტელესკოპ TRAPPIST-ისა და ორბიტული ტელესკოპი „სპიტცერის“ მეშვეობით შეისწავლეს ეს პლანეტები და მოულოდნელ დასკვნამდე მივიდნენ: პლანეტები სამი კი არა, შვიდია. აქედან ექვსი „სიცოცხლის ზონაში“ იმყოფება.

მაღალი გარჩევადობის მქონე ტელესკოპებისა და ხანგრძლივი დაკვირვებების წყალობით პლანეტოლოგებმა პირველად გაზომეს ზუსტად შვიდიდან ექვსი პლანეტის დიამეტრიც, მასაც და მათი ატმოსფეროს შემადგენლობაზე გარკვეული ინფორმაციაც მოიპოვეს.

© FL/ tofoli.douglasმეხუთე პლანეტა, მეცნიერთა ვარაუდით, შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს
მეხუთე პლანეტა, მეცნიერთა ვარაუდით, შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს - Sputnik საქართველო
მეხუთე პლანეტა, მეცნიერთა ვარაუდით, შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს

მეხუთე პლანეტის საიდუმლო

ყველა პლანეტა ზომით დედამიწას ჰგავს – რადიუსითაც და მასითაც. შესაბამისად, მათი სიმკვრივეც დედამიწისას უტოლდება ან ოდნავ ჩამორჩება, რაც მათ ქვიან ბუნებაზე მიანიშნებს, ან იმაზე მეტყველებს, რომ ეს პლანეტა-ოკეანეებია.

დედამიწისგან განსხვავებით, „შვიდი და“ TRAPPIST 1-ის გარშემო ძალიან ახლო ორბიტაზე მოძრაობს და ჩვენებური ერთი წელი მათზე დღენახევრიდან ორ კვირამდე გრძელდება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თითქმის ყველა ამ პლანეტაზე დედამიწის ან მარსის მსგავსი ამინდი უნდა ბატონობდეს. მხოლოდ პირველი ორი პლანეტა ვერ ეწერება საერთო ტრენდში: ჰაერის ტემპერატურა იქ 70-100 გრადუსს აჭარბებს (ცელსიუსით), რითიც უფრო ვენერას ჰგვანან.

რაც შეეხება სიცოცხლის ჩასახვას, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომიის ინსტიტუტის სწავლულის ემორი ტრიოს თქმით, ყველაზე მეტი შანსი საამისოდ მეხუთე პლანეტა f-ს აქვს, რომლის კლიმატიც საკმაოდ რბილია და გრილი საიმისოდ, რომ მასზე წყალი და ორგანიკა არსებობდეს.

„ზუსტ პასუხს ამ შეკითხვაზე უკვე საკმაოდ მალე მივიღებთ. პლანეტა f-ისა და მისი მეზობლების კლიმატის ზოგიერთი თავისებურება უკვე უახლოეს წლებში გვეცოდინება. ხოლო პირველ სანდო ცნობებს, თუ რამდენად ვარგისია ის დასასახლებლად, მიმდინარე ათწლეულშივე მივიღებთ“, — ამბობს ემორი ტროი.

ყველა ახალი ამბავი
0