ვახტანგ მაისაია: ციანიდით არაერთი სასულიერო პირი მოუკლავთ

© თ. ჩოჩუაექსპერტი ვახტანგ მაისაია
ექსპერტი ვახტანგ მაისაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

ნატა პატარაია

ნატრიუმის ციანიდს ჯერ კიდევ შუა საუკუნეების ევროპაში იყენებდნენ პოლიტიკური მკვლელობებისთვის, განუცხადა „Sputnik-საქართველოს” პოლიტოლოგმა ვახტანგ მაისიაიამ.

„შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ამ შხამის გამოყენებით ვატიკანში არაერთი სასულიერო პირი მოუკლავთ, ეს მომწამვლელი ნივთიერება აქტიურად გამოიყენებოდა გერმანიაშიც მეორე მსოფლიო ომის დროს“, – აღნიშნა ვახტანგ მაისიაიამ.  

სამება - Sputnik საქართველო
ქართული ეკლესიის მღვდელმსახურის მკვლელობის მომზადება: დეტალები გახმაურდა

საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსი, წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. 

როგორც მაიასაიამ განმარტა, ციანიდი, ძირითადად, ქიმიურ მრეწველობაში გამოიყენება და ქიმიურ იარაღთან მას კავშირი არა აქვს. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ეს შხამი სპეცსამსახურების მიერ პოლიტიკური მიზნებისთვის ამჟამადაც გამოიყენებოდეს, რადგან ციანიდი საკმაოდ ძლიერი მომწამვლელი ნივთიერებაა და მისი ერთი წვეთიც კი საკმარისია ლეტალური შედეგის მისაღებად.  

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
საპატრიარქოს თანამშრომელს მღვდელმსახურის ციანიდით მოწამვლა სურდა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 13 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მას მამა გიორგი მამალაძემ საწამლავი ნივთიერების — ნატრიუმის ციანიდის შოვნა სთხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა, შემჭიდროებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების — ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო გაწეული დახმარებისთვის, თავის მხრივ, ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა, გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც სამკურნალოდ იმყოფება პატრიარქი მის თანმხლებ პირებთან ერთად, და მას შხამიანი ნივთიერება გამგზავრებამდე სჭირდებოდა“, — განაცხადა შოთაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0