როდის უნდა შეხვდნენ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები – პოლიტოლოგების მოსაზრებები

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

ნატა პატარაია 

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა დღეს რეალურ შედეგებს ვერ მოიტანს, განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ საუბრისას პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ.

„თუ ეს შეხვედრა შედგა, ეს იქნება „შეხვედრა შეხვედრისთვის“ და ის რეალურად ვერავითარ შედეგს ვერ მოიტანს, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს შეხების მცირე წერტილი არსებობს“, — მიაჩნია ნიკა ჩიტაძეს.  

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა სურს

მარგველაშვილი—პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით მსგავსი დამოკიდებულება აქვს პოლიტოლოგ გია ხუხაშვილსაც, რომლის აზრით, ამ ეტაპზე საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას აზრი არა აქვს, რადგან უმაღლეს დონეზე შეხვედრები უბრალოდ შეხვედრისთვის არ იმართება და მას კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მოჰყვეს. 

„ჯერ არ არის სიტუაცია ამისთვის მომწიფებული. ამიტომ კონტაქტი ჯერ ქვედა დონეზე უნდა განხორციელდეს და უნდა შეიქმნას საფუძველი იმისთვის, რათა შეხვედრა უმაღლეს დონეზე შედგეს“, — აღნიშნა გია ხუხაშვილმა.  

საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს.

„ეს საკითხი უკვე დიდი ხანია მომწიფდა და უნდა დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით. შეხვედრის მომზადებას შეიძლება რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ყოველთვის ეფექტურია, როდესაც მსგავსი შეხვედრები საიდუმლოდ მზადდება“, — განუცხადა სოსო ცინცაძემ „Sputnik–საქართველოს“.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ სურს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, დღის წესრიგში ასეთი შეხვედრა არ დგას. 

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

„ჩემი პოზიცია რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ასეთია: ყოველთვის უნდა გამოიყენო მოლაპარაკებების მაგიდა. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა უნდა მომზადდეს და მის მომზადებაში ყველა უწყება უნდა იყოს აქტიურად ჩართული. ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ შეხვედრაზე, რადგან მოლაპარაკებების მაგიდა პოლიტიკოსებისთვის ისაა, რაც პრობლემების გადაწყვეტის ან მათი გადაჭრის პირობების შექმნის შესაძლებლობას იძლევა“, — განაცხადა მარგველაშვილმა. 

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. ასე უპასუხა თბილისმა მოსკოვის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0