ტოქსიკური ადამიანები — როგორ ამოვიცნოთ მომწამვლელები ჩვენ გარშემო

© AFP 2024 / Sakis Mitrolidisგანგაშის ნიშანი SOS
განგაშის ნიშანი SOS - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტოქსიკური ადამიანები იყვნენ და არიან ყველგან. ასეთები შესაძლოა თქვენ გვერდით ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ, მეგობრობდეთ მათთან ან ხვდებოდეთ საზოგადოებაში, მაგრამ არ იცოდეთ, რაოდენ დამანგრევლად და დამთრგუნველად მოქმედებენ ისინი თქვენზე.

კარგი იქნება, თუ ტოქსიკურ ადამიანებს დროულად გამოავლენთ და მათთან კონტაქტს შეზღუდავთ, რითიც „მომწამვლელი ურთიერთობებისგან“ თავს დაიცავთ.

ქვემოთ რამდენიმე სახასიათო ნიშანს შემოგთავაზებთ, რაც მათ ამოცნობაში დაგეხმარებათ.

•    ტოქსიკური ქედმაღლობა

ქედმაღლობასა და თავდაჯერებულობას შორის დიდი სხვაობაა. თავდაჯერებულობა ადამიანს შთაგონებით აღავსებს, ხოლო ქედმაღლობა — აფრთხობს. ქედმაღალმა ადამიანებმა ყოველთვის ყველაფერი იციან და თანაც – ყველაზე უკეთ. ამიტომ ყველას ზემოდან უყურებენ და სხვების აზრს არ ითვალისწინებენ. იცოდეთ, ასეთი ადამიანი არასდროს მოგეპყრობათ პატივისცემით.

CC BY 2.0 / Flickr/ Kevin / arrogantქედმაღალი ადამიანები ყველას ზემოდან უყურებენ და სხვების აზრს არ ითვალისწინებენ
ქედმაღალი ადამიანები ყველას ზემოდან უყურებენ და სხვების აზრს არ ითვალისწინებენ  - Sputnik საქართველო
ქედმაღალი ადამიანები ყველას ზემოდან უყურებენ და სხვების აზრს არ ითვალისწინებენ

•    ტოქსიკური პატივმოყვარეობა

ყველაფერი მათ ირგვლივ ტრიალებს, ყველანაირი უსიამოვნება მხოლოდ მათ ემართებათ და, რაღა თქმა უნდა, პრობლემებიც მხოლოდ მათ აქვთ. სხვები ყველაფერს მხოლოდ მათ ჯიბრზე აკეთებენ. ტოქსიკური ადამიანები ანგარიშიანები არიან ურთიერთობებში — რამდენიც შენ მე, იმდენი მე შენ. არავითარ შემთხვევაში მეტი.

საყვარელი ფერი თქვენს ხასიათზე მეტყველებს - Sputnik საქართველო
როგორია შენი ხასიათის ფერთა გამა

•    გამუდმებული წუწუნი

ყველაზე მეტად საშიშია ხალხი, რომლებსაც თავი მარადიულ მსხვერპლად მიაჩნიათ. ისინი გამუდმებით წუწუნებენ და ყოველთვის პოულობენ ადამიანს, ვისაც საკუთარ უბედურებას გადააბრალებენ — იქნება ეს უსამართლო ხელმძღვანელი, თანამშრომელი, მეგობარი თუ სხვა. ტოქსიკურ ადამიანებს აზრადაც არ მოსდით, რომ შესაძლოა თვითონვე იყვნენ დამნაშავე მათ ირგვლივ გამეფებულ უსიამოვნებებში. მთელი ყურადღება წყენებსა და საკუთარ პრობლემებზე აქვთ გადატანილი და გამუდმებით ამაზე ლაპარაკობენ. უყვართ და სიამოვნებთ სხვების წყენინება.

CC BY 2.0 / Flickr/ Bev Sykes / ...with a whimperტოქსიკურ ადამიანებს აზრადაც არ მოსდით, რომ შესაძლოა თვითონვე იყვნენ დამნაშავეები მათ გარშემო გამეფებულ უსიამოვნებებში
ტოქსიკურ ადამიანებს აზრადაც არ მოსდით, რომ შესაძლოა თვითონვე იყვნენ დამნაშავეები მათ გარშემო გამეფებულ უსიამოვნებებში - Sputnik საქართველო
ტოქსიკურ ადამიანებს აზრადაც არ მოსდით, რომ შესაძლოა თვითონვე იყვნენ დამნაშავეები მათ გარშემო გამეფებულ უსიამოვნებებში

•    ემპათიის ძალზე დაბალი დონე

თუ ვინმე საკუთარ პრობლემაზე დაიწყებს საუბარს, ტოქსიკური ადამიანი მაშინვე ეტყვის, რომ ის თავადაა დამნაშავე ყველაფერში. სხვების პრობლემები მათ არ აღელვებთ. ისინი არ უფიქრდებიან, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ საქციელს და ყოველთვის აკეთებენ იმას, რაც თავად სურთ და როგორც თავად სურთ. ზნეობრივ და მორალურ ნორმებს ისე დაარღვევენ, რომ მიზეზებს ძებნას არ დაუწყებენ — შეუძლიათ და მორჩა! ეს მათ სიამოვნებას ჰგვრის.

•    გამუდმებული შური

ტოქსიკური ადამიანები გამუდმებით ედრებიან სხვებს. ძალიან უყვართ სხვათა ცხოვრებისთვის თვალის დევნება და მერე იმის მოყოლა, ვის რა უსიამოვნება შეემთხვა, ან ვინ როგორ არასწორად მოიქცა. შური ტოქსიკური ადამიანების დამახასიათებელი გრძნობაა. ისინი ხშირად არიან უკმაყოფილო საკუთარით და უხარიათ სხვების წარუმატებლობა. ასეთები თვითონაც იწამლებიან და მთელ გარემოცვასაც წამლავენ.

თუ ადამიანს დადებითი ენერგეტიკა აქვს, მისი ცხოვრება ჰარმონიულად ვითარდება - Sputnik საქართველო
ენერგეტიკული სარკე, ვამპირი, ტკიპა...

•    მატყუარა ადამიანები

მატყუარა ადამიანები სამყაროს დასაბამიდან არსებობენ, მათ შორის, ქრონიკული მატყუარები, რომლებსაც უფრო მეტი ზიანის მოყენება შეუძლიათ, ვიდრე თქვენ გგონიათ. მას მარტივად შეუძლია თქვენი მოტყუება და ასევე მარტივად შეუძლია სხვებთან თქვენზე ცუდად ლაპარაკი.

•    ემოციური შანტაჟი

ეს მანიპულირების გავრცელებული ფორმაა. ხშირად ხდება, რომ ახლობელი ადამიანები პირდაპირ თუ ირიბად გემუქრებიან უსიამოვნებებით, თუ ისე არ მოიქცევით, როგორც მათ სურთ. ტიპიური მაგალითია: „თუ მიმატოვებ, თავს მოვიკლავ!“

© Fl/☻☺ვითომ იუმორში გატარებული დამამცირებელი კომენტარები და ხუმრობით შენიღბული ბოროტი დაცინვა ტოქსიკური ადამიანების იარაღია
ვითომ იუმორში გატარებული დამამცირებელი კომენტარები და ხუმრობით შენიღბული  ბოროტი დაცინვა ტოქსიკური ადამიანების იარაღია - Sputnik საქართველო
ვითომ იუმორში გატარებული დამამცირებელი კომენტარები და ხუმრობით შენიღბული ბოროტი დაცინვა ტოქსიკური ადამიანების იარაღია

•    დრამა ყველგან და ყველაფერში

ტოქსიკური ადამიანები გამუდმებით დრამაში ცხოვრობენ. ნებისმიერი პაწია უსიამოვნება შეუძლიათ გალაქტიკური მასშტაბების კატასტროფამდე გაბერონ და ყველა ირგვლივ მყოფი ჩაითრიონ მასში. სწორედ ამიტომ ხშირად უხდებათ კონფლიქტები. თუმცა ეს მათ არ აღელვებთ, პირიქით, ეს მათ სჭირდებათ კიდეც.

•    სარკაზმი

ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობების განუყრელი თანამგზავრია სარკაზმი. ვითომ იუმორში გატარებული დამამცირებელი კომენტარები და ხუმრობით შენიღბული ბოროტი დაცინვა მათი იარაღია. შესაძლოა პირადად თქვენ სულაც არ იყოთ ასეთი ადამიანის „იუმორის“ ადრესატი, მაგრამ იცოდეთ: ეს არის უპირველესი ნიშანი იმისა, რომ სჯობს მისგან თავი შორს დაიჭიროთ. ტოქსიკური ადამიანები კი, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ქცევა მათთვის ნორმაა, შესაძლოა ვერც მიხვდნენ, რატომ არიდებთ თავს მათთან ურთიერთობას.

და, ბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ აუცილებელი არ არის, ტოქსიკური ადამიანი მაინც და მაინც ბოროტის მსურველი იყოს. უბრალოდ, ზოგმა სხვაგვარად მოქცევა არც იცის და არც ცდილობს, რამე შეცვალოს.

ყველა ახალი ამბავი
0