თამარ კიკნაძე: არ მგონია, საქართველო სააკაშვილის უკრაინის ელჩად მიღებას დათანხმდეს

© Tamar Kiknadzeთამარ კიკნაძე
თამარ კიკნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ვებ-გვერდზე ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკრაინის ელჩად დანიშვნის მოთხოვნით პეტიცია 19 იანვარს გაჩნდა. ამ დროისთვის პეტიციას ხელი 128 ადამიანმა მოაწერა. იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ეს საკითხი განიხილოს, სამი თვის განმავლობაში მინიმუმ 25 ათასი ხელმოწერაა საჭირო.

ნატა პატარაია

საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკრაინის ელჩად დანიშვნა უკრაინის მხრიდან საღ აზრს მოკლებული ნაბიჯი იქნებოდა, რადგან მასზე სამშობლოში სისხლისსამართლებრივი ძებნაა გამოცხადებული, მიაჩნია პოლიტოლოგ თამარ კიკნაძეს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
პოროშენკოს მოუწოდებენ საქართველოში უკრაინის ელჩად სააკაშვილი დანიშნოს

„არა მგონია, რომ უკრაინულმა მხარემ ასეთ უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდოს თავი, მით უმეტეს, სააკაშვილის ფაქტორმა ორი ქვეყნის ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობა ერთხელ უკვე შეიტანა“, — აღნიშნა კიკნაძემ.

საქართველოს პროკურატურამ 2013 წლიდან სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა და უკრაინის ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის გადმოცემის თხოვნით რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უარი მიიღო. 2015 წლის მაისში სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი გახდა და ეს თანამდებობა 2016 წლის სექტემბრამდე ეკავა. ამის შემდეგ პოროშენკოსა და სააკაშვილის გზები გაიყო — ყოფილი გუბერნატორი ოპოზიციაში გადავიდა.

თამარ კიკნაძის თქმით, საქართველოში ელჩად წარმოგზავნის შემთხვევაში სააკაშვილს დიპლომატიური იმუნიტეტი დაიცავს და სამართალდამცველები მის დაკავებას ვერ შეძლებენ, თუმცა, ექს-პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნება, თუნდაც დიპლომატის რანგში, ნაკლებად არის მოსალოდნელი.

„ქართულმა მხარემ ახლად დანიშნულ ელჩს აგრემანი უნდა მისცეს, ეს არის ერთი სახელმწიფოს მთავრობის თანხმობა – მიიღოს თავის ქვეყანაში მეორე სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენელი. არა მგონია, რომ ქართული მხარე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკრაინის ელჩად მიღებას დათანხმდეს“, – აღნიშნა კიკნაძემ. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი რადაში ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლას აპირებს

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ვებ-გვერდზე ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკრაინის ელჩად დანიშვნის მოთხოვნით პეტიცია გაჩნდა.

პეტიციის ავტორი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე 19 იანვარს გამოჩნდა, უკრაინელი აქტივისტი ოლეგ ერმოხინია.

ამ დროისთვის პეტიციას ხელი 128  ადამიანმა მოაწერა. იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ეს საკითხი განიხილოს, სამი თვის განმავლობაში მინიმუმ 25 ათასი ხელმოწერაა საჭირო.

ყველა ახალი ამბავი
0