ვახტანგ მაისია: ფარულ მოსმენებს სპეციალური უწყება უნდა ახორციელებდეს

© თ. ჩოჩუაექსპერტი ვახტანგ მაისაია
ექსპერტი ვახტანგ მაისაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს 2017 წლის 31 მარტამდე განუსაზღვრა ვადა იმისათვის, რომ ცვლილებები შეიტანოს კანონში "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ".

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. მოქალაქეთა ფარული მოსმენები მარტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეროგატივა არ უნდა იყოს, მიაჩნია სამხედრო მეცნიერებათა დოქტორს, სამხედრო ანალიტიკოსს ვახტანგ მაისაიას. 

„არ შეიძლება ფარული მოსმენა მხოლოდ სუს-ის პრეროგატივა იყოს და სხვა ძალოვანი სტრუქტურები იყვნენ მასზე დამოკიდებულები. ფარული მოსმენები სპეციალურმა  ძალოვანმა სტრუქტურამ უნდა განახორციელოს, რომელიც თავის მხრივ პარლამენტს დაექვემდებარება და ოპერატიული სამსახური ეყოლება ან თვითონ იქნება ისეთი სტრუქტურა, რომელსაც ექნება მოსმენების განხირციელების საშუალება, როგორც ეს ხდება აშშ-ში,  ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ და ე.წ. გასაღები ექნება.“- განაცხადება ვახტანგ მაისაიამ.

ექსპერტის თქმით, ფარულ მოსმენებზე მონიტორინგის უფლება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორასც უნდა ჰქონდეს. 

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის ქვეყნის მოსახლეობაზე ფარული თვალთვალის ნაწილში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რომელთაც სამუშაო ჯგუფი მოამზადებს.

მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
კანონში მოსმენების შესახებ ცვლილებები შევა

იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის  ეკა ბესელიას თქმით, სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სტრუქტურები: პარლამენტის იურიდიული, თავდაცვისა და უსაფრთხოებისა და ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, იუსტიციის, თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, მთავარი პროკურატურა, უმაღლესი სასამართლო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არასამათავრობო ორგანიზაციები.

„კანონი მარტო სამართლებრივი დოკუმენტი არ არის. ის პოლიტიკური დოკუმენტიცაა და ამიტომ მაქსიმალურად უნდა მოხდეს მასში საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება და აუცილებელია სათანადო კვალიფიკაციის დონის სპეციალისტების ჩართვა“- მიაჩნია სამხედრო ანალიტიკოსს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2016 წლის აპრილში, არაკონსტიტუციურად ცნო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლება, ფარულად მოესმინა მოქალაქეთა მობილური და ინტერნეტ კომუნიკაციებისთვის. სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომელიც სუს-ს უფლებას აძლევს, შეინახოს მოპოვებული ინფორმაცია და კანონში ცვლილებების შესატანად პარლამენტს 2017 წლის 31 მარტამდე განუსაზღვრა ვადა. 

„სუს-ს ფარული მოსმენების გარეშეც საკმაოდ ბევრი ფუნქცია რჩება და თუ არ ექნება მონოპოლია ფარულ მოსმენებზე, ამით მაინცდამაინც არ დაზარალდება", — აღნიშნა მაისაიამ.  

არსებული კანონმდებლობის თანახმად, ფარული მოსმენები სასამართლოს ნებართვით ხორციელდება.

მაისაიას თქმით, როგორც წინა ხელისუფლების დროს არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, სასამართლო ხშირად არ იყო კომპეტენტური ამ საკითხში და მისთვის მიმართვის პროცედურა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. 

სამუშაო ჯგუფი მუშაობას 10 იანვიდან შეუდგება.

ნატა პატარაია

ყველა ახალი ამბავი
0