ხუთი ადამიანი დაიღუპა და 36 დაიჭრა თურქეთში მომხდარი მორიგი ტერაქტის დროს

© REUTERS / MURAD SEZERტერაქტის ადგილი სტამბულში
ტერაქტის ადგილი სტამბულში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტამბულის ცენტრში ტერორისტმა-თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. მის გარდა დაიღუპა ოთხი ადამიანი. დაშავდა 36 ადამიანი, მათ შორის სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც არიან.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. აფეთქება სტამბულში, ისთიქლიალის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრსა და ბეიოღლუს მუნიციპალიტეტს შორის თბილისის დროით დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. დაიღუპა ხუთი ადამიანი თვითმკვლელის ჩათვლით, 36 დაჭრილია,  მდგომარეომა მძიმეა. დაშავებულთა შორის 12 უცხოელია. რაიონი პოლიციითაა გარშემორტყმულია. ქუჩაზე, სადაც აფეთქება მოხდა, სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიებია განლაგებული. თავად ისთიქლიალის ქუჩა სტამბულის ერთ-ერთი ძირითადი ღირსშესანიშნაობაა.

სამართალდამცველები ტერაქტის ადგილზე სტამბოლში - Sputnik საქართველო
კონსული: ინფორმაცია სტამბულში დაღუპული საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შემოსულა

სტამბულის ტერაქტი თურქეთში მორიგი მსხვილი ტერორისტული შეტევის ნაწილი გახდა, რომელიც ბოლო კვირებში საშიში სიხშირით მეორდება. ის ანკარის ცენტრში 17 თებერვალსა და 13 მარტს დანაღმული ავტომობილების ორ აფეთქებას მოჰყვა, რასაც სულ 66 ადამიანი შეეწირა. ამ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო ქურთულმა რადიკალურმა დაჯგუფებამ „ქურთისტანის თავისუფლების არწივები“, რომელიც ქვეყანაში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან თავისი კავშირის შესახებ ღიად აცხადებს. წინა ტერაქტი სტამბულში 12 იანვარს სულთანახმეტის ცენტრალურ მოედანზე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელმა განახორციელა, მაშინ აფეთების შედეგად დაიღუპა 11 ტურისტი გერმანიიდან.

ტერაქტი სტამბოლში - Sputnik საქართველო
ახალი ტერაქტი სტამბულში

ათეულობით დაჭრილი, მათ შორის უცხოელები

სტამბულის გუბერნატორმა ვასიფ შაჰინმა დაადასტურა, რომ სტამბულის ცენტრში ტერაქტი თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. „ეს თვითმკვლელი ტერორისტის შეტევაა. 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ტერორისტი. 20 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი“, — შემთხვევის ადგილზე განაცხადა შაჰინმა. მოგვიანებით დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეჰმეთ მუეზინოღლუმ დააზუსტა. „საავადმყოფოებში 36 ადამიანი იმყოფება, მათი მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის 12 უცხოელია“, — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

თურქული მასმედიის ცნობით, ტერაქტის დროს ისრაელის 6 მოქალაქე, ირლანდიის 2 მოქალაქე, გერმანიის ერთი მოქალაქე, ასევე ირანის მოქალაქეები დაშავდნენ. ოფიციალურად თავისი ქვეყნის დაღუპული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯერ ინფორმაციას არ ფლობს, დაშავდნენ თუ არა სტამბულში ტერაქტის დროს გერმანიის მოქალაქეები. ისინი სასტუმროებში უნდა დარჩნენ და ადგილობრივი მასმედიის, ტუროპერატორებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე ინფორმაციას თვალი ადევნონ, ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაგეგმილი ტერაქტის შესახებ გერმანული სპეც-სამსახურების მიერ მონაცემების მოპოვების შემდეგ სტამბულში გერმანული საკონსულო და  სკოლა დაიხურა.

ტერაქტზე ოფიციალური რეაქცია ჯერ არ გამოთქმულა

თურქეთის პრეზიდენტისა და პრემიერის მხრიდან ტერაქტზე ოფიციალური რეაქცია ჯერ არ გამოთქმულა. თურქეთის მასმედია მხოლოდ იმას იუწყება, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ აფეთქების შემდეგ სტამბულში ტერაქტთან დაკავშირებით სასწრაფო სხდომა მოიწვია. როგორც თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან ქურთლმუშმა განაცხადა, ქვეყანა ტერორიზმთან ბრძოლას გააგრძელებს. „ჩვენ არ დავიხევთ უკან არც ერთი ნაბიჯით. ჩვენი ხალხი ახლა ალაჰს გამოცდას აბარებს. ჩვენ არ დავხრით თავს ტერორისტული ორგანიზაციის წინაშე. ეს ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ახლა ამ მძიმე დღეებში ყველანი თურქეთთან უნდა იყონ“, — განაცხადა ქურთლმუშმა ჟურნალისტებთან ანკარაში.

ტერაქტი თურქეთის ხალხთა დემოკრატიის პროქურთულმა პარტიამ დაგმო, რომელმაც საგანგებო ვითარებისკენ ქვეყნის სვლის აცილების მიზნით ყველა საპარლამენტო პარტიებს დემოკრატიული ნაბიჯებისკენ მოუწოდა. „ვგმობთ ტერაქტს, რომელიც სტამბულში დილით მოხდა. ტერაქტი გამიზნულია მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ვისაც არ უნდა განეხორციელებინა იგი, მისი პატიება არ შეიძლება. თურქული საზოგადოება პოლარიზაციას შეეჯახა, რაც ხელისუფლების არასწორი და არათანმიმდევრული შიდა და საგარეო პოლიტიკის, სახელმწიფო ზეწოლის გაძლიერების, სამოქალაქო უფლებების შევიწროების გამო გახდა შესაძლებელი“, — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

აფეთქების ორგანიზატორის ვინაობა უცნობია

სტამბულის ცენტრში ტერაქტში მონაწილეობისთვის ერთი ეჭვმიტანილი თურქულმა პოლიციამ დააკავა, იუწყება ტელეარხი NTV პოლიციიდან წყაროზე დაყრდნობით. მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ იუწყება, რომ სტამბულში ტერაქტი როგორც ქურთისტანის მუშათა პარტიას, ასევე „ისლამურ სახელმწიფოს“ შეეძლოთ ჩაედინათ. სააგენტოს წყაროს მონაცემებით, თურქეთის პოლიციამ ხელი შეუშალა თვითმკვლელს, რომელიც აფეთქებას უფრო ხალხმრავალ ადგილზე და სხვა დროს გეგმავდა. თურქულმა ხელისუფლებამ მასმედიაში ტერაქტის გაშუქებაზე შეზღუდვები დააწესა, იუწყება შაბათს თურქეთის ტელევიზიისა და რადიოს უმაღლესი საბჭო. აკრძალვა ეხება პირდაპირ ეთერში ტერაქტის ადგილის დემონსტრაციას, აფეთქების მომენტისა და მის შემდეგ მომხდარის ტრანსლირებას, მათ შორის მსხვერპლის ჩვენებას. ეს არის ჩვეული პრაქტიკა ტერაქტების შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0