ექსპერტი: რუსეთი, გეგმის შესაბამისად, სირიაში სამხედრო ძალებს ამცირებს

© photo: Sputnik / Рамиль Ситдиков / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ავიაბაზა სირიაში
რუსეთის ავიაბაზა სირიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალექსეი მუხინის განცხადებით, სირიაში ვითარების დარეგულირების პროცესი ახლა პოლიტიკურ კალაპოტშია მოქცეული, ხოლო პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა თავისი უფლებამოსილება ვადის ამოწურვამდე უნდა შეასრულოს.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. რუსეთმა სირიაში მიღწეული შეთანხმებები შეასრულა და თავის სამხედრო ძალების კონტინგენტს ამცირებს ადრე შემუშავებული გეგმის მიხედვით, განაცხადა „პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსეი მუხინმა.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინმა სირიიდან რუსული სამხედრო დაჯგუფების გაყვანის დაწყების ბრძანება გასცა

მან აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გეგმის მიხედვით, რაზეც რუსეთის ხელმძღვანელობა ოფიციალურად საუბრობდა, სირიაში საჰაერო-კოსმოსური ძალების მოქმედებები დროში შეზღუდული — კონკრეტული შედეგების მიღწევამდე უნდა ყოფილიყო. „თავიდანვე ივარაუდეს, რომ ოპერაციის აქტიური ფაზა, დიდი ალბათობით, თებერვალში დასრულდებოდა“, — თქვა ექსპერტმა.

თუმცა, სირიაში რუსული ძალების შემცირება არ გულისხმობს სხვა მოქმედებების შეწყვეტას ისეთი ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ, როგორებიცაა „ისლამური სახელმწიფო“, „ჯებჰათ ან-ნუსრა“ და სხვები.

„მთავარია, რომ სირიაში დარეგულირების პროცესი ახლა პოლიტიკურ კალაპოტში მიემართება“, — აღნიშნა ალექსეი მუხინმა.

პრეზიდენტი ბაშარ ასადი ამჟამად ქვეყანაში „სტაბილურობის საკვანძო ელემენტია“ და თავისი უფლება-მოვალეობები ვადის ამოწურვამდე უნდა შეასრულოს, აღნიშნა პოლიტოლოგმა.

„თუმცა, რაიმე განსაკუთრებული ინდულგენციების გაცემას რუსეთი არავის ჰპირდება“, — განაცხადა მუხინმა. მოსკოვის მთავარი მიზანია, რომ სირია სუვერენული ქვეყანა დარჩეს, აღნიშნა ექსპერტმა.

სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი ოფიციალურ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2011 წლის მარტიდან გრძელდება. გაეროს მონაცემებით, ამ კონფლიქტის დროს 220 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ლტოლვილების დიდი ნაწილი მეზობელ ქვეყნებში გადანაწილდა.

რუსული სამხედრო ავიაცია - Sputnik საქართველო
სირიაში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების დაჯგუფება მცირდება

27 თებერვლიდან ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს. ხოლო 9 მარტიდან ჟენევაში განახლდა არაპირდაპირი მოლაპარაკებები სირიის ირგვლივ. დღეს სირიიდან რუსული საჰაერო-კოსმოსური ძალების გამოყვანა დაიწყო. ამასთან, სირიის ტარტუსში რუსული ბაზა და ჰმეიმის აეროდრომი ფუნქციონირებას კვლავ ძველებურ რეჟიმში გააგრძელებს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მონაცემებით, სირიაში რუსეთის მიერ ოპერაციების განხორციელების პერიოდში 9 ათასზე მეტი გაფრენა განხორციელდა, გადაიკეტა თურქეთში ნახშირწყალბადების მიწოდების, ბოევიკებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების ძირითადი გზები.

ასევე, თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ტერორისტები ლატაკიიდან გაძევებული არიან, აღდგენილია მიმოსვლა ალეპოსთან, ბლოკირებულია პალმირა, გაწმენდილია ჰომსისა და ჰამას პროვინციების დიდი ნაწილი.

ყველა ახალი ამბავი
0