თურქეთის ტერაქტების უკან, სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეები დგანან

© photo: Sputnik / Александр Юрьев / გადასვლა მედიაბანკშიანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი აფეთქება თურქეთის დედაქალაქში შაბათს, მიტინგის დაწყებამდე მოხდა. პროფკავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული მიტინგის მთავარი ლოზუნგი იყო „შრომა, მშვიდობა, დემოკრატია“. მიტინგი ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთში თურქულ–ქურთული კონფლიქტის წინააღმდეგ უნდა გამართულიყო.

თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. თურქეთში მომხდარი ტერაქტების უკან, დიდი ალბათობით, „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეები დგანან, განაცხადა რადიო „სპუტნიკ არმენიას“ ეთერში თურქოლოგმა ვაგრამ ტერ–მატევოსიანმა.

ორი აფეთქება თურქეთის დედაქალაქში შაბათს, 11:04 საათზე, მიტინგის დაწყებამდე მოხდა. პროფკავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული მიტინგის მთავარი ლოზუნგი იყო „შრომა, მშვიდობა, დემოკრატია“. მიტინგი ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთში თურქულ–ქურთული კონფლიქტის წინააღმდეგ უნდა გამართულიყო. 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი შეშფოთებულია თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო

აფეთქებები რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, სადაც მიტინგის მონაწილეები აქციაში მონაწილეობისთვის მიდიოდნენ. დაიღუპა 97 ადამიანი, 500–ზე მეტი – დაშავდა. 

თურქოლოგის განცხადებით, ტერაქტის უკან რადიკალურად განწყობილი დაჯგუფებები დგანან, რომლებიც, სავარაუდოდ, მარქსისტები არ უნდა იყვნენ, როგორც ამას ვარაუდობდნენ.

„სრულებით შესაძლებელია, რომ ეს „ისლამური სახელმწიფოს“ ან „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ორგანიზებულია. როგორც ჩანს, „ქურთისტანის მუშათა პარტია“ უკანა პლანზე გადადის, რადგანაც მის ინტერესებში ტერაქტი არ შედის. ამგვარად, უფრო სავარაუდოა, რომ ესენი „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეები იყვნენ“, – განაცხადა ტერ–მატევოსიანმა.

მისი თქმით, თურქეთი ახლა რთულ პოლიტიკურ ვითარებაშია. ეს აფეთქებები, თურქეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტებს შორის, მესამე დიდი ტერაქტი იყო.

„მიმაჩნია, რომ მომხდარი თურქეთის პოლიტიკურ ხელისუფლებაზე დიდ გავლენას იქონიებს, რადგანაც მომხდარზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ“, – განაცხადა ტერ–მატევოსიანმა.

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დღესდღეობით მსოფლიო უსაფრთხოების ერთ–ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. სამი წლის განმავლობაში ტერორისტებმა ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიპყრეს; გარდა ამისა, ისინი ცდილობენ, თავისი გავლენა გაავრცელონ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, კერძოდ, ლიბიაში. სხვადასხვა მონაცემებით, „ისლამური სახელმწიფოს“ შემადგენლობაში 50–დან 200 ათასამდე ბოევიკია.

 


ყველა ახალი ამბავი
0